x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოს მიმართავს! გასახდომი აბების გამო 2 შვილის დედა გარდაიცვალა
image
ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაწყვიტა სასამართლოს მიმართოს და იმ კომპანიას უჩუვლოს, რომელმაც მისი სახელი გასახდომი აბების პოპულარიზაციისათვის უნებართვოთ გამოიყენა. "ვაახ! ჩივილს ვაპირებდი და მისამართიც კი არ აქვთ. მითითებულ ნომერზე რომ დავრეკეთ გაგვლანძღეს. ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour, Health&Social Affairs Of Georgia უნდა არსებობდეს დაცვის მექანიზმი. როცა ცნობილი ადამიანებით მანიპულირებენ თაღლითები, მოქალაქეები მათ უფრო ენდობიან. მე მზად ვარ ოჯახს გვერდით დავუდგე. ჩივილი, მკაცრი დასჯის მოთხოვნით იქნება მაგალითი ყველასთვის"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის გასახდომი აბების მოხმარების გამო საქართველოში ორ შვილის დედა გარდაიცვალა. "საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალბატონი მოულოდნელად გარდაიცვალა და ორი შვილი დარჩა ობლად. როგორც ოჯახის ახლობლები იხსენებენ, გასახდომი აბები დაულევია, ძალიან სწრაფად დაიკლო წონაში და სამ თვეში გარდაიცვალა. ორგანიზმში ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყო, რომ ვეღარაფერი უშველეს"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. image

შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის სახელს ერთ-ეღტი კომპანია უკვე რამდენიმე თვეა იღენებს. ჟურნალისტმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინაც გააკეთა განცხადება:

"წავშალე ლინკი. მირჩიეს და სწორია. მე უფრო ვაპიარებ მათ.


მოკლედ, მეგობრებო, მე არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია. არასოდეს. მარკეტინგული ხრიკია ის რაც საიტებზე გავრელდა. არ დაუჯეროთ არავის. და არ იყიდოთ გაურკვეველი "გასახდომი" წამლები.

ჯანსაღი და სწორი კვება, ძილი, ვარჯიში. თუ კონსულტანტი დაგჭირდებათ Eka Sokhadze-ს მიმართეთ.

არანაირი მედიკამენტი! იცოდეთ გატყუებენ".



თქვენთვის საინტერესო:

ზარმაცების დიეტა-დაიკელი წონაში ჩვეულებრივი წყლის მეშვეობით

წყალი-ის სურათის შედეგი


"არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია, გატყუებენ"-ნანუკა ჟორჟოლიანი თაღლითურ სქემაში გაეხვიეს


"ვეძებ სამუშაოს საზაფხულოდ"-გიორგი ყიფშიძე დახმარებას ითხოვს




"ჩემი გვარით ნუღარ დაინტერესდებით საკუთარ გენეტიკას მიხედეთ"-რა გვარია სინამდვილეში კრისტი ყიფშიძე?

კრისტი-ის სურათის შედეგი


ნინი ბადურაშვილის აღსარება-რისი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა მომღერალმა

ბადურაშვილი სახეცვლილება-ის სურათის შედეგი



1
799
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
799
  
2017, 1 აგვისტო, 22:00
ნანუკა შე ტრ...ო
0 1 1