x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
თუ ეს ნიშნები გაქვთ, თქვენ უნიკალური სხეულის მფლობელი ხართ. სასწრაფოდ შეიმოწმეთ!
თითოეულ ადამიანს აქვს ინდივიდუალური მახასიათებელი, რაც განასხვავებს მას დანარჩენი ადამიანებისგან. ზოგჯერ ეს მახასიათებელი შეიძლება იყოს ძალიან იშვიათი და ჩვენს სხეულს სძენდეს უნიკალურობას.


image

გაინტერესებთ რომელ მახასიათებლებზეა საუბარი? მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ სტატია და ამოიცანით იქ თქვენი სხეული, რომელიც დაგეხმარებათ გარკვევაში ხართ თუ არა უნიკალური.



1. მოქნილი ენა.image
ყველას ვერ ექნება მოქნილი ენა ბუნებრივია, რადგან მის პლასტიკას სიგრძე და ენის კუნთების ტონუსი განაპირობებს. გარდა ამისა კი აქ როლს გენეტიკური ფაქტორიც თამაშობს. ყველაზე მეტად მსგავსი ენით ინდოელები გამოირჩევიან, რასაც მათი ენისთვის დამახასიათებელი მეტყველება განაპირობებს.



ენის მოქნილობაც სხვადასხვაგვარია და ამაზე უამრავი კვლევა ჩატარდა. აქედან ენის "რულეტივით" დატრიალება 63%-მა შეძლო; შუაზე მოკეცვა 14%-მა; ხოლო ტალღისებურად, ანუ სამად დაკეცვა 1%-ზე ნაკლებმა.




2. ყურების მოძრაობა (ფართხუნი).image
დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ცალი ყურის ფართხუნი შეუძლია 22%-ს, ხოლო ორივესი კი არაუმეტეს 18%-სა. ყოველთვის ასე იყო ჩვენს წინაპრებში და ყურების მოძრაობაზე პასუხისმგებელი კუნთები ჰქონდათ უფრო განვითარებული. სამწუხაროდ დღეს ეს ევოლუცია ატროფირდა უმეტეს ნაწილში.




3. ფეხის თითების ინდივიდუალურად გადაადგილების უნარი.image
რაც არ უნდა ეცადოთ, ფეხის თითებს მონაცვლეობით, ანუ სათითაოდ ვერ გადააადგილებთ, რადგან მსგავსი უნარი აქვს მხოლოდ დიდ და პატარა (ნეკა) თითს, დანარჩენებზე კი პასუხისმგებელია კუნთების მამოძრავებელი კომპლექტი. დიდი თითის გადაადგილება ყველას შეუძლია, თუმცა ნეკა თითის კი მხოლოდ უნიკალურებს.




4. ენით იდაყვზე წვდომა.image
საკუთარი ენით და რა თქმა უნდა საკუთარ იდაყვს მხოლოდ 1% წვდება. ამისათვის კი საჭიროა მოკლე ზედა მაჯა და გრძელი ენა, ასევე უდიდესი უნარიც.




5. დიასტემა.image
დიასტემა არის წინა ორ კბილს შორის უფსკრული, რაც დედამიწის მოსახლეობის 20%-ს აღენიშნება. სტომატოლოგებს ეს ანომალიად მიაჩნიათ და მოუწოდებენ ყველას ქირურგიული ჩარევისკენ, თუმცა ცნობილი ვარსკვლავების დიდ ნაწილს აქვს ის ხელუხლებელი და პოპულარობაში ხელს სულაც არ უშლით, პირიქით, ის მათ უფრო მიმზიდველებს ხდის.




6. ცალი წარბის აწევის უნარი.image
ცალი წარბის აწევის უნარი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გაქვთ განვითარებული სახის კუნთები. დღეს ამის უნარი დაბადებიდან აქვს ადამიანს, უწინ კი ყველას შეეძლო, როგორც ეს შეუძლიათ მაიმუნებს რაიმე საფრთხის დანახვისას.




7. ნაჩხვლეტები ლოყებზე.image
ნაჩხვლეტები ლოყებზე, რომელიც დედამიწის მაცხოვრებლების 25%-ს აქვს, ლოყის ყვრიმალების კუნთის სტრუქტურის ნაკლია, რომელიც ღიმილზეა პასუხისმგებელი. ზოგოერთ ადამიანს კუნთების ეს ნაწილი აქვს შეკრული (მიკრული) ლოყის ყვრიმალზე და ღიმილის დროს კანი შედის მასში. ეს ხვრელები უფრო ადვილი შესამჩნევია პუტკუნა ადამიანებზე, რომელთა მოცულობით დიდ ლოყებში არსებული ცხიმის ფენა ღრმად გამოხატავს ამ უნიკალურობას.




8. ხვრელი ყურის ზემოთ.image
ალბათ ბევრ თქვენგანს შეუნიშნავს ხვრელი ყურის ზემოთ, რომელიც თანდაყოლილი ანომალიაა. მსგავსი ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 1%–ს აღენიშნება, ხოლო აზიის ქვეყნებში კი 10%–ს. რა ფაქტორი განაპირობებს ასეთ სტატისტიკას, მეცნიერებმა ჯერ–ჯერობით ვერ მოახერხეს კვლევა, თუმცა მისი მატარებელი ადამიანი უნიკალურია.




9. მოგზაური (მოძრავი) თითი.image
მოძრავ თითს ეძახიან ცერა თითის ზედა ფალანგის 90 გრადუსით გადახრას და მას გენეტიკური ფაქტორი განაპირობებს. მსგავსი უნიკალურობით 25% გამოირჩევა.




10. არ არსებული მყესი.image
იმისათვის, რომ გაარკვიოთ გაქვთ თუ არა მყესი, ფოტოზე მოცემული მაგალითით დაიჭირეთ მაჯა და ადვილად შეამჩნევთ მას თქვენს მკლავზე. დააკვირდით მყესზე კანის გროვა თუ გამოჩნდება. თუ ასე მოხდა, ე.ი. თქვენ გაქვთ რუდიმენტარული კუნთი, რასაც ლათინურად palmris longus-ს ეძახიან (ხელისგულის გრძელი კუნთი). თუ არ გამოიკვეთა მყესი და კანის გროვა, ე.ი. თქვენ მოსახლეობის იმ 10-15%-ში ხართ.

არ ინერვიულოთ, თუ რუდიმენტარულ კუნთს ვერ აღმოაჩენთ, მას ხომ ჩვენს ცხოვრებაში როლი არ აკისრია. მეცნიერების მტკიცებით კი ამ კუნთის ქონა არ ქონა არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენი მკლავის ძალაზე. მსგავსი მყესები, მხოლოდ პრიმატებსა და იმ ცხოველებს აქვთ და სჭირდებათ, ვინც ხიდან ხეზე დახტიან, რადგან მყესები ეხმარებათ მათ ამაში, ჩვენ, ადამიანებს კი ეს არაფერში არ გვჭირდება, ევოლუციის პროცესში ისინი თანდათან გაქრა.




11. დარვინის ბორცვი ყურის ნიჟარაზე.image
ყურის ნიჟარაზე გარედან მსგავს ანომალიას დარვინის ბორცვს უწოდებენ, რომელიც დედამიწის მოსახლეობის 10%–ს აქვს და მეცნიერები ამბობენ, რომ მისი მატარებელი ადამიანი უკეთესი ყურთასმენით გამოირჩევა, უკეთესად ესმის მაღალი სიხშირის მუსიკა და ხმები, ხმაურშიც კი შეუძლია გარკვეული ხმები გაარჩიოს.






იხილეთ აგრეთვე:


იცოდით თქვენი მყესი რაზე მეტყველებს?- გაოცდებით



5
922
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
922
  
2017, 1 აგვისტო, 17:19
რა ძალა გედგა მანჩოო :))))
2017, 1 აგვისტო, 15:02
ვაიმე, მაკა, მოგკლააააავ. ენა დავიწეწკე კბილებში :DDDD
2017, 1 აგვისტო, 12:46
შენ უნიკალური ადამიანი ხარ ლეელ და უნიკალური სხეულით ესეიგი :* მადლობა ყოველთვის დადებითი შეფასებისთვის
2017, 1 აგვისტო, 12:31
1, 2, 3, 6, 11 მახასიათებს :))) როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და ძლიერი სტატიაა, მაკა
2017, 30 ივლისი, 3:51
10.9
0 1 5