x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგოზინი რუმინელებს დაემუქრა
რუსეთის ვიცე–პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა სოციალურ ქსელში Twitter –ის თავის გვერდზე დაწერა "ნაძირლებო, ელოდეთ პასუხს"

დიმიტრი როგოზინი მოსკოვიდან კიშინიოვში, მოლდავეთის პრეზიდენტთან მოსალაპარაებლად მიფრინავდა. რადგან უკრაინამ რუსულ თვითმფრინავებს თავის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა, ფრენა უნგრეთის და რუმინეთის გავლით უნდა შესრულებულიყო. მაგრამ რუმინეთის მხარემ თვითვმფრინავი არ გაატარა და ისიც უნგრეთიდან უკან დაბრუნდა და ბელორუსიაში, მინსკში იძულებითი დაშვება განახორციელა.

. image


რუმინეთის მხარემ სწორედ დიმიტრი როგოზინის გამო აკრძალა ფრენა, რადგან მის წინააღმდეგ სანქციები ვრცელდება.


რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ნოვიკოვის განცხასებით "ეს არამეგობრული ნაბიჯია რუმინეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად მოახდენს დიპლომატიორ რეაგირებას ამ შემთხვევაზე."


0
221
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0