x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
3 უბრალო მეთოდი გენმოდიფიცირებული პროდუქტის ამოსაცნობად
image

გმო-გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, მცენარე, ცხოველი ან მიკროორგანიზმია, რომელსაც სხვა ორგანიზმის გენი გადაუნერგეს. ასეთი ორგანიზმები სოკოს, მწერებისა და სხვადასხვა დაავადებებისადმი გამძლეობით გამოირჩევიან.

საზიანოა თუ არა გმო ჩვენი ორგანიზმისთვის, ეს ჯერ მეცნიერულად დადასტურებული არაა და ამ საკითხზე მეცნიერთა აზრი ორად იყოფა. თუ გსურთ, რომ მხოლოდ ნატურალური პროდუქტი შეიძინოთ, მაშინ ეს რჩევები გაითვალისწინეთ:


1.დააკვირდით ეტიკეტს


მოძებნეთ წარწერები: “100 % organic", “Organic", “Made with organic ingredients", “Без ГМО", “Non-GMO" და “Made without genetically modified ingredients". ზოგიერთ მათგანში გმო შეიძლება მაინც იყოს, მაგრამ არა უმეტეს 0, 9%-სა.

აშშ-ში ტრანსგენური წარმოშობის ხილ-ბოსტნეულის ეტიკეტი 5ციფრიანი PLU კოდით აღინიშნება, რომელიც 8-ით იწყება.


2.გარეგნული იერი

გმო პროდუქტები უნაკლოდ გამოიყურებიან. სწორი ფორმები და ერთგვაროვანი ფერი აქვთ, დიდხანს ინახებიან. თუ პროდუქტი მწერებისგანაა დაზიანებული, მაშინ გმო-სთან არ გვაქვს საქმე.


3.დაიმახსოვრეთ სია

მსოფლიოში სოიოს 78%, სიმინდის 33%, შვრიის 64% და რაფსის 24% ტრანსგენურია. მათ ისეთ პროდუქტებში ამატებენ, როგორიცაა:

ძეხვი, სოსისი

რძის პროდუქტები, ყველი

ნახევარფაბრიკატები

სწრაფი მომზადების ფაფები

პური, საკონდიტრო ნაწარმი

ტკბილი სასმელები

არაქისის კარაქი

მაიონეზი, შოკოლადის სიროფი





0
1944
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0