x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
8 ყოველდღიური აქტივობა, რომელიც აზიანებს თქვენს ხერხემალს

ხერხემალი სიტყვასიტყვით თქვენი სხეულის ერთ-ერთი ძვალია, რომელიც უზრუნველყოფს და ასრულებს საყრდენ ფუნქციას. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იზრუნოთ თქვენს ხერხემალზე ნებისმიერ ასაკში.
მე შევაგროვე იმ ყოველდღიური აქტივობების სია, რომელიც დიდ ზიანს აყენებს თქვენს ხერხემალს და მნიშვნელოვნად აზიანებს მას. image8. კბილების გახეხვა
ზეწოლა ხერხემალზე მაშინ უფრო მეტია, როდესაც დიდხანს ვდგავართ, ვიდრე მაშინ, როდესაც საათობით დავდივართ. ხშირად კბილებს არასწორ მდგომარეობაში ვიხეხავთ.
ამის თავიდან ასაცილებლად:
როდესაც კბილებს იხეხავთ გასწორდით წელში და ცალი ხელით მიეყრდენით კედელს ან ნიჟარას დააყრდენით.image7. ჭურჭლის რეცხვა
როგორც წესი ჭურჭელს ვრეცხავთ მხრებში მოხრილ პოზიციაში, დაძაბული ხელებით. ამის გამო, მალთაშუა გულმკერდის დისკები ქვემოთ იწევს, რაც იწვევს ტკივილს ბეჭებისა და მხრების არეში.
როგორ ავიცილოთ თავიდან ეს:
დაიდგით სკამი მუხლის ქვეშ. ეს შეამცირებს ზეწოლას ხერხემალზე.image6. მანქანის საბურავის გამოცვლა
მანქანის მეპატრონეებს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონიათ ეს გამოწვევა. საბურავის არასწორ პოზაში გამოცვლა აუცილებლად გამოიწვევს ხერხემლის ტკივილს.
როგორ ავარიდოთ ამას თავი:
ნუ მოიხრებით და ნუ დაატანთ ძალას ამ პოზიციაში. ჯობს დაჯდეთ მუხლებზე და საბურავი ასე გამოცვალოთ.image5. სუპერმარკეტიდან დატვირთული ჩანთების წამოღება
მართალია ზოგიერთ სუპერმარკეტში ერთჯერადი პარკები ფასიანია, თუმცა ნუ დაიშურებთ რამდენიმე თეთრს თქვენი ჯანმრთელობისთვის.
როგორ უნდა მოვიქცეთ:
* გახსოვდეთ, რომ სიმძიმე აუცილებლად უნდა ასწიოთ მუხლებში მოხრილმა. ქალებისათვის ზედმეტად მძიმეს და ხერხემლისთვის საზიანო წარმოადგენს 2 კგ-ზე მეტი, ხოლო მამაკაცების უმრავლესობისთვის 5 კგ-ზე მეტი წონა.
* აუცილებელია, რომ გადაანაწილოთ სიმძიმე ორივე ხელში.image4. იატაკის მოწმენდა
შესაძლოა ყოველდღე არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად ჩვენ ვწმენდთ იატაკს, რა დროსაც ჩვენი ხერხემალი დიდ წამებას განიცდის. დაძაბული ხელები და ფეხები, მოხრილი პოზიცია და საშინელი ხმები რომელსაც ჩვენი ხერხემალი გამოსცემს.
როგორ ავიცილოთ ეს თავიდან:
ნუ მოწმენდთ იატაკს ხელებით და იატაკის ტილოთი. მოწმინდეთ იგი ე.გ “ჩოთკით'' ან შვაბრით.image3. თასმების შეკვრა
ყველაფერი რასაც მოხრილ მდგომარეობაში ვაკეთებთ საზიანოა ჩვენი ხერხემლისთვის. ამიტომაც ეს ხშირად ხდება თასმების შეკვრისაას.
როგორ გავაკეთოთ ეს სწორად:
ნუ გააკეთებთ ამას ჩაცუცქული ან ფეხზე მდგარი და მოხრილი. დაჯექით სკამზე, აწიეთ სათითაოდ ფეხი და ასე შეიკარით თასმები.image2. ზურგჩანთის ტარება
ზურგჩანთები პოპულარული მხოლოდ სკოლის მოსწავლეებში არაა. ხშირად გამოიყენებენ მას ლაშქრობებში, მოგზაურობისას ან თუნდაც ყოველდღიურად ნივთების ჩასადებად. ხშირად ზურგჩანთები ცალ მხარზე აქვთ აკიდებული, რაც მეტად საზიანოა, რადგან ჩანთაში არსებული სიმძიმე ცალ მხარეზე აწვება ხერხემალს და დიდი ზიანი მოაქვს მისთვის.
როგორ ავიცილოთ ეს თავიდან:
აუცილებლად გამოიყენეთ ზურგჩანთის ორივე ზონარი და გადაიკიდეთ იგი ორივე მხარზე. image1. ნივთების ჩამოღება სიმაღლიდან
როდესაც ზემოდან იღებთ რაიმე ნივთს, თქვენი ხერხემალი იჭიმება. ზეწოლა მიდის მალებზე და ხდება მათი დაზიანება.
როგორ ავირიდოთ ეს თავიდან:
გამოიყენეთ სკამი იმისათვის, რომ ზეწოლა იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი.image

0
536
4-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0