x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
,,ამან ჩემი გაჭაღარავება და სახის პარალიზება გამოიწვია"-ანჯელინა ჯოლი პირველად ალაპარაკდა მეუღლესთან გაშორებაზე
image

ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში ანჯელინამ თქვა, რომ გასული წელი ყველაზე მძიმე იყო მის ცხოვრებაში. მას სახის ნაწილობრივი პარალიზი განუვითარდა, ჩამოუყალიბდა ჰიპერტონია და თმა გაუჭაღარავდა.

“ვერ ვიტყვი, ეს მენოპაუზამ გამოიწვია თუ ბრედთან დაშორებამ."

დაშორების მიზეზებზე მსახიობს არ უსაუბრია, მხოლოდ აღნიშნა, რომ “ეს ძალიან რთული იყო.ძალიან."


image

ჰოლივუდის მეგავარსკვლავები მხოლოდ 2 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, თუმცა 2004 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ამიტომ ყველასთვის მოულოდნელი იყო, როცა 2016 წლის სექტემბერში ანჯელინამ განაცხადა, რომ ბრედს ეყრებოდა.

მისი თქმით გაყრის შემდგომი პერიოდი ყველაზე მძიმე იყო, როცა 6 შვილთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას ცდილობდა, ბრედის გარეშე.

image

ცოტა ხნის წინ ჯოლიმ სახლი შეიძინა ლოს-ანჯელესში, სადაც ოჯახთან ერთად გადავიდა.

“ბოლოსდაბოლოს, ჩვენ თითქოს შევძელით ამოგვესუნთქა.ძალიან მძიმე იყო სააბაზანოში ჩაკეტვა და შხაპის ქვეშ ჩუმად ტირილი, რომ ბავშვებს ცრემლები არ დაენახათ. ნებისმიერ შემთხვევაში მე მათ უნდა ვაჩვენო, რომ შეუძლიათ დედის იმედი ჰქონდეთ."

“ახლა, გასულ წელს მიღებულ იარებს ვიშუშებთ. მე და ბრედი ისევ ძველებურად ვზრუნავთ ჩვენს შვილებზე და ესაა მხოლოდ, რაც ისევ საერთო გვაქვს."

0
547
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0