x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
''ტომას ედისონი'' - გონებაჩლუნგი ბავშვი, რომელიც დედამ გენიოსად აქცია!
image

ერთ დღეს ტომას ედისონი სკოლიდან შინ დაბრუნდა და დედას წერილი გადასცა:


- ''მასწავლებელმა გამომატანა, მითხრა დედას მიუტანეო.''


დედამ წერილი გახსნა და წაიკითხა, მას თვალები ცრემლებით აევსო.



გაკვირვებულმა ტომასმა მას კითხა თუ რა ეწერა ესეთი.


დედამ კვლავ გაშალა წერილი და ეხლა უკვე ხმამაღლა დაიწყო კითხვა შვილის გასაგონად:


- ''შენი შვილი გენიოსია, ეს სკოლა მისთვის ძალიან პატარაა და არც მისთვის შესაბამისი პირობები გვაქვს და არც კარგი მასწავლებლები გვყვავს რომ მისი შესაძლებლობები დავაკმაყოფილოთ, გთხოვთ მას სახლში თქვენთვითონ ასწავლოთ!''


რამოდენიმე წლის შემდეგ ედისონის დედა გარდაიცვალა და ის უკვე ამ დროისთვის მსოფლიოში ცნობილი ერთერთი უდიდესი გამომგონებელი იყო.ერთ დღეს როდესაც ტომასი სახლის ძველ ნივთებში იქექებოდა, მან ერთ-ერთი მაგიდის უჯრის კუთხეში რაღაც მოკეცილი ფურცელი შენიშნა, მან აირო ფურცელი, გახსნა და კითხულობს:

image

ეს სწორედ ის წერილი იყო რომელიც მას ერთ დროს მასწავლებელმა გამოატანა და დააბარა დედისთვის გადაეცა.ედისონმა თავი ვერ შეიკავა ამის წაკითხვაზე და საათობით ტიროდა, შემდეგ ადგა და თავის მემუარში ჩაწერა: ''ტომას ალვა ედისონი გონებაჩლუნგი ბავშვი იყო, მაგრამ ის გმირმა დედამ საუკუნის გენიოსად აქცია!''


მორალი: არასოდეს დანებდე, მთავარია გვჯეროდეს საკუთარი თავის და ყოველთვის ვეცადოთ მივაღწიოთ საწადელს პოზოტიური აზროვნებითა და რაღა თქმა უნდა ჩვენი დიდი ძალისხმევით.


P.S. არასოდეს უთხრათ თქვენს შვილებს მისი ნაკლის შესახებ, მითუმეტეს ნიშნის მოგებით, რაც არ უნდა იყოს ის ხომ შენი შვილია, გამოსავალი უნდა ეძებო და არა სისულელეები ეძახო და მისი მდგომარეობა გააუარესო, და რაც მთავარია არასოდეს მოახდინო მისი შედარება სხვაზე.ამას იმიტომ ვამბობ რომ ბევრჯერ გამიგია მშობელი უყვირის შვილს შე ასეთო, შე ისეთო და ათასგვარი სისულელეები(ეს არ ნიშნავს მას მის შეცდომაზე არ მიუთითო, მაგრამ ყველაფერში ნორმაა საჭირო), მე დარწმუნებული ვარ დედამისს ედისონისთვის რომ ის წერილი წაეკითხა და დედას ასეთი ხერხისთვის არ მიემართა, ის მხოლოდ ერთ-ერთი ფსიქიურად ავადმყოფი პაციენტი იქნებოდა.ასე რომ მშობლებო, დაუფიქრდით თითოეულ თქვენ სიტყვას შვილებთან და მისთვის შესაბამის აღზრდის მეთოდი გამონახეთ.

0
643
1-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0