x
image
ციცი
Mediator image
"საშინლად მენატრები... სად გავექცე ამ ჩემს ფიქრებს აღარ ვიცი ხოლმე... "-მანჩო გიორგობიანის სულისშემძვრელი წერილი, რომელიც გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა

image
მანჩო გიორგობიანის 22 წლის ერთადერთი ვაჟიშვილი, სანდრო ქოიავა 2016 წლის ივლისში ამერიკაში, აეროპორტის საპირფარეშოში გარდაიცვლილი იპოვეს.

ნახეთ, რა სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს მანჩო გიორგობიანი შვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე:

"ჩემი სუნთქვა, დედას ნეტარება (ასეც ვეძახდი)... როგორ უაზროდ და უსახელოდ დაიღუპა თავი ... არადა, როგორ მინდოდა ქვეყნის საამაყო შვილი გამეზარდა, მინდოდა მეტრაბახა... როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე ვიღებდით სანდროს ყველა ქებას, საკმაოდ ხშირად... სულაც არ მიკვირდა... ყველაფერი ვიცოდი შენი, ყვე-ლა-ფე-რი! ერთი რაც ვერ გავიგე, ვაჟა და დათა-თუთაშხია ბეჭებზე რატომ დაიხატე ტატუთი... არა, მაგდენს კი ვხვდები, რომ ყოველთვის აიდეალებდი და სამუდამოდ ამოიტვიფრე, თან ალბათ, უცხო ქვეყანაში, ნოსტალგიამ ცოტა გააფრენინათქო, კი გავიფიქრე. ყველა ვერსიაც დავუშვი... მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა?! ოღონდ, სანდრო მაინც დავიფრინე, დიდი კლასიკოსები, ტატუთი ბეჭებზე, ეს რა პატივისცემაა სამშობლოსი მეთქი და რა სიყვარულის "გამოხატულებაა"!.. ერთ მთლიან ბეჭზე ვაჟას თავი, ფაფახში და მეორეზე დათას თავი, ყაბალახში...(?!) ... თვალებს არ ვუჯერებდი, მეთქი, ეს ტუტუცობა რამ მოაფიქრებინა, ქალაქის ცნობილი კოლორიტების შვილისშვილობას რომ თავი დავანებო, ტატუ არავის გვაქვს ოჯახში, არც მე და მამამისს... წარმოვიდგინე ჩვენი მშობლების და მათი ნაცნობ-მეგობრების შოკი, ზღვაზე რომ გაიხდიდა. ბოლოს იუმორით შევხედე... ეს იყო ერთადერთი რამ, რაშიც ვერ მოვრიგდით, დავხოცეთ ერთმანეთი, ბოლოს, როგორც იქნა, თვალი შევაჩვიე "პროფესორი დოუელის" სანდროსეულ "პატრიოტულ" ვერსიას და ფოტო გადავუგზავნე, მეღვინეთუხუცესის უძირო დათა მეცი პატივი და ზუსტად მაინც მიამსგავსეთ მეთქი..., თვითონაც იცინოდა, არაფერზე ბრაზდებოდა, მით უმეტეს, ჩემზე, აქეთ მივლიდა... დედას იმედი...
და მამამისი ხომ საერთოდ!.. გიჟი მამა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ყურადღებიანი და აქტიური მამა (მე, თითიც არ გამინძრევია, ისე გამიზარდეს ქოიავებმა...), ან რა განათლება მისცა, ან როგორ დასდევდა, ფეთიანივით, ხანდახან მეცოდებოდა ხოლმე, სანდრო... ახრჩობდნენ ყურადღებით - უსაყვარლესი, გამზრდელი ბებია-ბაბუები, ბებია-ბაბუების ძმები და დები, ბიძები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, ყველა... მარტო, ტელეფონზე კითხვა -პასუხს ვერ აუდიოდა ხოლმე, ყველა სათითაოდ ურეკავდა.. მეგონა ზედმეტად აწუხებდნენ, თურმე ამაოდ, ნეტა მეც ამეფეთქებინა ხოლმე, იქნებ იმ მომენტში დამერეკა და გადამერჩინა, მე ხომ გული მიგრძნობდა, ხომ სასტიკად ვფორიაქობდი წინა დღეებში?!... პირველად გამეხარდა ამერიკაში რომ გავისტუმრე, ცხოვრებაში პირველად დავეწიე აეროპორტში, არასდროს ვაცილებდი, იმდენად არ მიყვარდა მისი წასვლა... იმ დღეს, პირველად და უკანასკნელად გავაცილე... ბოლოჯერ ჩავიკარი, კისერში ვაკოცე და კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ მსოფლიოში, ყველაზე ძალიან მიყვარს, მეცო, ალბათ გული არ გამიტეხა, ვიცი, ვერასდროს იტანდა შეკითხვას, დედა უფრო გიყვარს თუ მამა.... რა დებილობააო, და არც არასდროს დაუკონკრეტებია... და მაინც წამი, მაინც შეცდომა და აღარ არის, გაქრა, წაიყვანა ღმერთმა უკან, მე დამსაჯა, რადგან სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებოდი მის საჩუქარს... ალბათ, აღარ ჩამთვალა ღირს დედად, აბა, მამას არაფერი დაუშავებია, კარგის მეტი, ეკლესიაშიც ერთად დადიოდნენ, მოძღვარიც ერთი ჰყავდათ... უმეტესწილად ერთად იყვნენ, სამსახურშიც და კლუბებშიც დახედავდა ხოლმე, ვერ ისვენებდა..
მე, როგორც ყოველთვის, ვზარმაცობდი, არ მესმოდა ამდენი დევნა რა საჭიროოა "ამხელა კაცზე", იქეთ მპატრონობს მეთქი... იქნებ, მეც რომ ეკლესიურად მეცხოვრა, ხშირად მელოცა მაინც, ეს არ დამმართნოდა?! არ ვიცი... სულ ვფიქრობ... სულ.... იქნებ ასე? იქნებ ისე?... იქნებ არ მომხდარიყო? იქნებ ... იქნებ.. ტრიალებს ვარიანტები.. იქნებ თავიდანვე არ დაგვეტოვებინა მარტო, ბიჭებთან ერთად ამერიკაში?! მერე გამახსენდება ისევ, რომ მამამისი მუდმივად აკითხავდა, საქმეს გადადებდა და იქ ეჯდა ხოლმე... და რომ მოსახდენი ყველგან მოხდებოდა! სულ ერთია, რომელ კონტინენტზე იქნებოდა... უფალმა იცის, ვის რა გვაწერია, გეოგრაფია მის ნებას ვერ შესცვლის....
ახლა, ცხოვრებას ვუტრიალებ, და მაინც სად... სად შემეშალა? თურმე, სულ ტყუილად ვბრაზდებოდი ხოლმე მამაშენზე, ნუ ხარ ასეთი მკაცრიმეთქი, გაუთავებლად ვებრძოდი, ვეომებოდი.. არადა, როგორც ყოველთვის, ბაჩი აღმოჩნდა მართალი...
კი ვიცოდი შენი ყველაფერი, "პლანი" როდის გასინჯე და როდის მოიშორე... "კლუბურ ნარკოტიკს" როდის შეეთამაშე, ესეც მითხარი და რომ "ეს შენი არ არის", ესეც დაგიჯერე, შენ ხომ არასდროს მატყუებდი დე ... მძიმე ნარკოტიკი როდის გასინჯე, ისიც მითხარი და რომ არ შემიყოლიოს, მეშინიაო და მაგიტომაც აღარ მოგინდა ამერიკაში დაბრუნება (სახლში მოაქვთ ყველაფერი, ძნელია უარის თქმაო).. საქართველოში, თბილისში მინდა, მირჩევნია, მამაჩემთან ერთად საქმეს მივხედავო... შენ ხომ ბავშვობიდან, პატარა, ბუთქუჩა, სამი წლის სოკომ, გვითხარი, რომ "ფეგუთელი კი არა, ბიზნესმენი უნდა ვიკო, ბევრი მანქანები მინდაო" მეთქი მე, მე რას მიყიდი დე და კაბლიოლეტს გიკიდიო"... მეც ავიტაცე, პირდაპირ იაგუარი მოვთხოვე... ასე ვხალისობდით ამ სასაცილო, უპრობლემო, ჭკვიან ბავშვეზე... 9 წლის ასაკში რომ უკვე 1 თანრიგი ჰქონდა ჭადრაკში... ყველა ვამაყობდით, ყველაფერში ნიჭიერი იყო... ყველა მასწავლებელს უყვარდა... ყველგან გვაქებდნენ, ამერიკაშიც კი..., "როგორც ჭეშმარიტი მეგრელი და გენეტიკური კომერსანტი (ასე ვაშაყირებდით აქეთა მხარე - რაჭველები თითქმის ყველაფერს მიაღწიე კიდეც, უკვე შრომობდი, ამ დროს არაფერი გაკლდა, მაგრამ ესეც გაინტერესებდა, საკუთარი ხელფასი გინდოდა ... არაჩვეულებრივად სწავლობდი, იქეთ ცურვა, აქეთ ხრიდოლი... აბა თხილამურები, აბა ფეხბურთი.., ცხენი არ გამოგვრჩა... ბოლოს, კინგ-ბოქსინგმა, თუ რაღაც მსგავსმა გაიტაცა... ამერიკიდან მიგზავნიდა ვიდეოებს... თითქოს სწორად გეგმავდი ცხოვრებას... გონებაგახსნილი, კარგი იუმორით... უკონფლიქტო... ყველა გულით გიყვარდა... ყველა გეცოდებოდა... თითქმის ყველას, დიდიან-პატარიანად ყველას უყვარდი... ყოველმხრივ მოსაწონი უახლოესი სამეგობრო წრე... ყველა სანდროსნაირი ვარსკვლავი... ინტერესიანები, განათლებულები... წიგნები.. უნივერსიტეტები... სამომავლო ცხოვრების თემები... და მეც, გალაღებული ვნებივრობდი ამ მშვენიერ სამყაროში, არაფერზე ვნერვიულობდი... ცა ქუდად აღარ მიმაჩნდა, დედამიწა ქალამნად.. ყველა და ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებდა. აი, ზუსტად აქ შევცდი! უფლისგან ყველაფრით განებივრებულმა, დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი ასეც უნდა იყოს და მე, ეს ყველაფერი, დავიმსახურე... მერე რა მოხდა, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა, ასეც უნდა იყოს, მე ხომ ყველაფერში მართალი ვარ ყოველთვის?! თურმე როგორ მწარედ ვცდებოდი... სიმართლე (თავის გამართლება) და ჭეშმარიტება დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან... ჭეშმარიტება ყოველთვის ერთია, სიმართლე კი ხანდახან, რამდენიმე... ყველას თავისი სიმართლე შეიძლება ჰქონდეს ... ამ დროს, მხოლოდ ჭეშმარიტებაა უცვლელი, ახლა გავაცნობიერე... ვიღაც ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა, ვიღაც აპროტესტებს... ვიღაც ბრაზდება, რომ ტელევიზორიდან გვიქადაგებენ "პლანის სარგებლობას", თითქოსდა არსად წაუკითხავთ, რომ ტვინის ატროფიას იწვევს და პლანით იწყება ყველაფერი... მაგალითად მე, გავცოფდი, როდესაც ყველაზე პოპულარულ სერიალში, ახალგაზრდა, "მისაბაძი " გოგო-ბიჭები გვიქადაგებდნენ, თუ როგორი "სვეცკკობაა" და "მოსულა" ნორმა პლანი და ექსტაზი.. იმ წამს მოკვლა მომინდა მსგავსი პროპაგანდის დამკვეთისაც და შემსრულებლისაც... ძალიან მეწყინა ნიჭიერი და გემოვნებიანი სცენარისტისგან ნარკოტიკის აღვირახსნილი პროპაგანდა.. მეწყინა სახელმწიფოსგან, რომ არანაირი რეაგირება არ მოახდინა... პირდადპირ საკუთარ თავზე მივიღე.... გავმწარდი, რომ ადამიანები არ უფრთხილდებან ადამიანებს ასე მარტივად გიმეტებენ თქვენ, ჯერ კიდევ გამოუცდელებს... თითქოს არ კმაროდეს შენი და უნიჭიერესი, უწესიერესი, ტალანტი დათუნა ცხაკაიას ასეთ უაზრო სიკვდილი, რაღაც სულელური შეცდომის გამო.. არ მესმის, რით განსხვავდბიან "პროპაგანდისტები" "ბარიგებისგან", ჩემთვის, ორივე გამავრცელებელია... აფექტში ვიყავი, მინდოდა დამერეკა, სკანდალი მომეწყო...მაგრამ როგორღაც თავი ხელში ავიყვანე... მათაც ხომ საკუთარი პოზიცია პროგრესული აზროვნება ჰგონიათ, არადა, უბრალოდ უვიცობის ბრალია, რადგან არცერთი არ მგონია არაადამიანი... ამავე დროს, მე, ჩემი ტრაგიკული სიმართლე მაქვს, ფატალური ფინალით - სანდრო და დათუნა, ყიფო და კიდევ ბევრი სხვა, უნიჭიერესი და ულამაზესი, რომლებმაც გამრავლებაც ვერ მოასწრეს.... შვილიშვილი რომ მყოლოდა, ჩემი უბედურება ხომ განახევრდებოდა? ასე არ ამოვწყდებოდი!.. გთხოთ, გემუდარებით, გონს მოეგეთ, ათასი საშუალებაა, რომ ინფორმაცია ამოკრიფოთ ... პროფესიონალებს მაინც დაეკითხეთ... ნუ აიღებთ ერის დამღუპველი ექსპერიმენტების ლობირებაში ფულს... ღმერთი მაღალია, ყველაფერს ხედავს, ყველანი დავისჯებით... ჭეშმარიტება ხომ ერთია - ნარკოტიკის მოხმარება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ოდესმე აუცილებლად აზიანებს სულის ჭურჭელს ან პირდაპირ კლავს ერის მომავალს... ნუ დავუშვებთ, რომ ჩემი ბედი თუნდაც კიდევ ერთმა დედამ გაიზიაროს.. მტერს არ ვუსურვებ, ასეთ ჯოჯოხეთს ...
როგორც ფეკალიები არ უნდა გასინჯოს ადამიანმა, ასევე ნარკოტიკი!!! რატომ გავხადეთ სავალდებულო "გასინჯვვა"?! ფეკალიების მოყვარული ავადმყოფებიც არსებობენ, ამიტომ ჩვენც უნდა ავყვეთ და ყველამ გავსინჯოთ, თუ ახალგაზრდებს მოვუწოდოთ, თვალსაწიერის გაფართოებისთვის, გასინჯვა?!... გადავერთვები რაღაცაზე და უცბად მახსენდება, უცბად მეწყება ხრჩობა... ვიგუდები... წარმოუდგენელია, თითქოს ეს, არანაირად არ უნდა დაგვმართნოდა... სად შემეშალა?! .. შეიძლება ვბოდავ, არ ვიცი... წამი არ ჩერდება ფიქრი, როგორც ქარი ისე მიქრის...
სრულიად სანათესაო ვტკბებოდით შენით... ამერიკის დატოვების არჩევანიც მოგიწონე და ერთობლივად ძლივს დავითანხმეთ მამაშენიც რომ აღარ გვინდოდა შენი დიპლომი, იმუშავებდი მამაშენთან... მე ბედნიერი ვიყავი, ბოლოს, ბაჩისაც გაეხსენი ბოლომდე, ისიც მოლბა და დაგიჯერა, საბუთების გადმოსატანად გაგიშვით... მაინც ცდუნება, წამი, და გაგვისხლტი, გაგვიფრინდი... და მაინც, "თენდება დილა 13 ივლისის, თალხით იბურება ჩვენი თბილისი. არსაით შველა, არსაით ძალა, ღვთის ნება იყო ასეთი, განა?!"- თითქოს ჩვენზეა დაწერილი... მწარედ დავისაჯე, უკვე ვიცი, ჩემი ცოდვებისთვის, რომლებისთვის, ისიც ვიცი...
ყველას რჩეული -ისეთი თბილი და ტკბილი იყო, ჩემი "ვაწალები და ღუდელები" "საკალელი ბეგუცებით", რომ ღმერთის საჩუქარს ("ბოჟიი პოდაროჩეკს") ვეძახდით, ხუმრობის გარეშე... ან თვითონ როგორი მოსიყვარულე შვილი, შვილიშვილი, ძმა და მეგობარი იყო, ან როგორი საუკეთესო მეგობრები ჰყავს... ჭკვიანები, ჯანმრთელები, ან რა ჯიში, ან რა გენი.. საქართველოს ულამაზესი მომავალი...
დღემდე, სიზმარში მგონია თავი, ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ სასიკვდილო სილულელეს არა... ყმუილი მინდა... ალაბთ ჩემი ბრალია, მე ვაძლევდი ძალიან დიდ, ალბათ გადამეტებულ თავისუფლებას, რომ თვითონ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაეკეთებინა არჩევანი, მეგონა, ასე უფრო სწორი იყო ... ვფიქრობ, ვფიქრობ, გასკდა თავი..... შეცდომებს ვეძებ აღზრდის მეთოდებში, რომ მიკაზე და რეზიზე არ დამემართოს იგივე შეცდომა თუ შეცდომები, აღარც ვიცი. . ვკვდები და არც ვკვდები, ყველაფერი ისე მტკივა - სული, ხორცი, ძვალი, შიგნეულობა მეწვის, გული სკდება და არც გასკდა, რომ დავისვენო ამ ჯოჯოხეტური ტკივილისგან... რა გემრიელი ყოფილა საფლავის მიწა... ალბათ დავიმსახურე.. მაგრამ მაინც ქვა და რკინა ვარ.. ყველაფერს გავუძლებ, შევძლებ და მეც გამოვსწორდები ... კლდედ გადავიქცევი და აღარასდროს დავეცემი... შენ როგორი დედაც გინდოდა, ისეთი გავხდები ჩემო, მსოფლიოში ერთადერთო და განუმეორებელო, ჩემო მზე - მანათობელო...
მახსენდება და მეცინება, ხანდახან მიკაზე და რეზიზე რომ ეჭვიანობდი, ისინი, ჩემზე მეტად გიყვარსო, სულ იმათზე ფიქრობო, არადა თვითონ, ჩემზე მეტად პატრონობდა თავის უმცროს ძმებს... (ვითომ, თვითონ, ძალიან დიდი მყოლოდა, სულ რაღაც 2 და 4 წლით უფროსი იყო და კაცობდა, "აკონტროლებდა", ფეხის ზომებიც კი ზეპირად იცოდა.. რომ რამის ყიდვა არ შეშლოდა.. აცმევდა -ახურავდა "ბიძობდა", ამ დროს სადღაც ბავშვი ყოფილხარ მაინც, დედა გდომებია, კიდევ გჭირდებოდა და მე გვიან მივხვდი... არა დეე, არც იფიქრო, იმათ, დედა, ადრე გარდაეცვალათ და უბრალოდ, შენზე მეტს ვეფერებოდი ადრე, ბოლოს ხომ შენც ძალიან ბევრ გეფერებოდი, მოგისიყვარულე, სულ ჩახუტებული მყავდი ... ისევ ერთნაირად მიყვარხართ დე, უბრალოდ ბიჭებს ვერ მივატოვებ, ჯერ და შენთან ვერ გამოვიქცევი... არ მაქვს უფლება, დედასც ვერ დავტოვებ, ვჭირდები, ეგეც ხომ შვილკვდარი დედაა და ახლა კიდევ შენ მისი "პრინცი", მისი იმედი, არც მალავდა არასდროს, რომ შენ ხარ უსაყვარლესი შვილისშვილი, აი, დედაჩემმა რა შეცოდა ეგეთი, მაგას ჯერ ვერ ჩავწვდი, როდესმე ამოვხსნი... რადგან "არა არს დაფარული, ყველაფერი გაცხადდების "... იქნებ იმიტომ, რომ ასე საჯაროდ გაფეტიშებდა, მისი კულტი იყავი, გაღმერთებდა?! დაუმსახურებლად დაგაყენა მიკას და რეზიზე წინ, პირველიაო და რა ვქნაო, თავს იმართლებდა... არ ვიცი...
შენ კიდევ, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, დედუ... მაპატიე, ხანდახან ვცოდავ ხოლმე და მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მგონია თავი, არადა ვგრძნობ, რომ შენ კარგად ხარ, ჩემთან როდის ხარ ხოლმე და მამაშენს როდის დასდევ ხოლმე რომ დაეხმარო, მაგასც ვგრძნობ.. მაპატიე, ყველაფერს მოვინანიებ და როდესაც ღმერთი მომცემს უფლებას, მოვალ და ჩაგეხუტები, გულის მხრიდან მოგიწვები და მერე, სულ ერთად ვიქნებით, წამითაც არ მიგატოვებ... აღარასოდეს დე <3
P.S. ვხოცავდით მე და ბაჩი ერთმანეთ, არა ჩემი შვილია, არა ჩემი შვილია... ჩემი კოპიოა, არა ჩემი ასლია... იმდენს ვჭიჭყინებდი, ყველა კვერს მიკრავდა... მაინც ვერ გაგიყავით, მიხელივით გექაჩებოდით... ვყრი ფარ-ხმალს... ბაჩის აღზრდის მეთოდი უფრო სწორი ყოფილა, კაცის ტვინი სულ სხვაა, უნდა დამეჯერებინა... სამაგიეროდ, ახლა მოვუხდი სახალხოდ ბოდიშს და გადავუხდი უდიდეს მადლობას, რომ ასეთი შვილი გამიზარდა, არაფერი არასდროს არ მოგაკლო, არაფერზე გული არ მწყდება, რომ "აი ჩემს შვილს უნდოდა და რამე აკლდა, რომელიმე ოცნება ვერ ავუხდინეთ", ამაზე მაინც არ მაქვს სატირალი.. დიდი და სერიოზული, პირველი და უკანასკნელი სიყვარულიც განიცადე, ეს დიდი ბედნიერებაა და მხოლოდ უფალი გვჩუქნის... მამაშენმა, რაც მოასწრო, მსოფლიო შემოგატარა, შენს გარშემო აწყობდა და გეგმავდა ყველაფერს.... ყველაფერი გაგიკეთა ამ ქვეყანაზე და ახლა ყველაფერს გიკეთებს, რაც იმ ქვეყანას გესაჭიროება... მე ამდენი არ შემიძლია...არადა, ჩემზე მეტად უჭირს, ჩემზე მეტად მეცოდება... რით ვუშველო აღარ ვიცი... კაცის გლოვა სხვა ყოფილა... მეტირება ბაჩის, გოგას, მიკას და შენს მსოფლიოში უმაგრეს ბაბალუჩა თენგიზს რომ ვუყურებ... თაზო, მაიკო, ვერო, თამუნა... ყველა მკვდარია... ხანდახან მეჩვენება, რომ ჩემზე ცუდად არის ყველა, შენს გარშემო... არ ვიცი... დადიან დადიან დღეს და ღამეებს გითენებენ... მარტო თითქმის არასდროს გტოვებენ... მე ახლახანს დავიწყე დე, მხოლოდ ახლა შევძელი, რომ მოგიჯდე, გელაპარაკო, გეფერო... ფოტოებსაც სულ ახლახანს გადავხედე... რეალობას გავურბოდი... ახლა, როგორც ყველა შენიანი, მეც ყველაფერს ვეცდები... შენ როგორც გაგეხარდებოდა, ისე გავატანინებთ ერთმანეთს წუთისოფელს, გპირდები... მე ვგრძნობ, შენ როგორ დარდობ ყველას ბება ლედის, იას, ბაბლუჩას.. ყველას... ყველას შენს მეგობრებს.... მე ყველაფერს ვეცდები.... გულში ჩავიკრავ, ყველას დავამშვიდებ, ყველას ვეყოფი.... თავს შემოვევლები... ყველას ვეტყვი, რომ შენ ძალიან კარგად და ღმერთთან ახლოს ხარ.... მაგრამ ხანდახან მაინც ძალიან სუსტი ვარ.... სასტიკად, საშინლად მენატრები... სად გავექცე ამ ჩემს ფიქრებს აღარ ვიცი ხოლმე... ახლა მივაგენი გამოსავალს, შენთან მოსულს, შენთან ერთად მეფიქრება ყველაზე კარგად და ყველაზე სორ გადაწყვეტილებებს, შენთან ერთად ვიღებ, შენ გითანხმებ, შენი თვალით ვუყურებ ჩემს თავს, რაც შენ არ მოგწონდა ჩემში, მეც აღარ მომწონს... მართალი იყავი და ტყუილად გეწინააღმდეგებოდი... ვიღებ შენს რჩევებს... შევეცდები ჩემი ყველა ნაბიჯი მოგეწონოს.. გბაძავ, შენ როგორც იქცეოდი ხოლმე გარკვეულ სიტუაციებში, როგორი კეთილშობილი და ყველას მოყვარული ადამიანიც იყავი, მეც მოვიშორებ აგრესიას, მეც შევეცდები ყველას გამართლება მოვუძებნო.. სწორად მივუდგე.. <3 აღარ გავიმეტებ ასე იოლად ადამიანებს, შევეცდები სწორ გზაზე დავაყენო.. <3
....ამოვთქვი.. და ამოვისუნთქე... ნაწილობრივ მოვინანიე კიდეც.. მორჩა ... მე მეტს აღარ ვიტირებ... ჩემს ცრემლებს, თქვენ, ვეღარ ნახავთ... აღარ შეგაწუხებთ... თუ მიმსახურებთ, დიდ მადლობას გეტყვით... აჩვეულებრივად, სრული დატვირთვით ვიცხოვრებ, ასე უფრო მალე გავა დრო და ვეცდები გამოვსწორდე, ადამიანი გავხდე... იქნებ დავიმსახურო ჩემ შვილთან ყოფნა, იქნებ მეც ღირსი გავხდე უფალთან სიახლოვის.. მარადიული სიცოცხლის <3
და ბოლოს, ბაჩი, სრულიად საქართველოს თანდასწრებით, სახალხოდ ვაღიარებ, რომ სანდრო მირიანის ძე ქოიავა შენი ასლია, კოპიო, აღნაგობთაც, თვალი-წარბითაც, გამოხედვითაც, ღიმილითაც კი <3 )))) ნუ, ცოტა, თავს ვიმშვიდებდი, თვალები აქვს ჩემიმეთქი და ეგეც არა, ამ ფოტომ საბოლოოდ დამაყრევინა ფარ-ხმალი... მოკლედ, თხემით ტერფამდე შენი ალი-კვალია, ასლი, კოპიო, ხასიათიც, ტვინის სისხარტეც.. ყველაფერი, ყვე-ლა-ფე-რი!!!... ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დამითმია და ჰა, პირველად შენ დაგითმე, ჯანდაბას, ბოლომდე დავკნინდები ))))) დაგნებდიიი ! არადა, როგორ მინდოდა, სულ ჩემი ყოფილიყო, შენ ხომ ულამაზესი სოფიც გყავს ... <3
და ბოლოს, ყველას გტხოვთ, გემუდარებით, როდესაც დეპრესია დაგეწყებათ, ან თავს უბედურად იგრძნობთ რაღაც მიმდინარე პრობლემების, ანდაც გაუარესებული ჯანმრთელობის, ან ... ან ... ან უამმრავი სხვა მიზეზისდა გამო, სანამ იტირებთ, დახუჭეთ თვალები და დედა-შვილი წარმოგვიდგნიეთ, გაიხსენეთ, რომ თვენზე ბევრად კი არა, მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მანჩო გიორგობიანი ცხოვრობს თქვენს გვერდით, რომელსაც არაფერი აღარ ეშველება... თქვენი პრობლემები კი, ყველა მოგვარებადია... არ არსებობს ჩიხი, ცხრა ზღვის და ცხრა მთის გადალახვაც კი შესაძლებელია.. გაიმართეთ და ძალიან თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ, ყველაფერი კარგად იქნება .. ჩვენ დაგეხმარებით, ერთმანეთს დავეხმარებით, "ერთად ერთმანეთისთვის" ჩვენ შევძლებთ...
ყველაფერში მიგულეთ თქვენს გვერდით.. დამირეკეთ და ერთად გადავლახოთ ყველა პრობლემა... <3 ადამიანებო, მიყვარხართ!
p.s. გთხოვთ, ნუღარ მომისამძიმრებთ, წელიწადი გავიდა და უნდა დავამთავროთ გლოვა... არაქრტისტიანული და მკრეხელობაა, მარადისობასი გადასული, ღმერთთან დაახლოვებული ადამიანის ტირილი... ახლა უკვე, ჩვენი ტირილი ჩვეულებრივი ეგოიზმია, როდესაც საკუთარ თავებს ვტირით, რომ აი, მე მენატრება, მე მაკლია, მე მტკივა, მე.. მე... დაუმთავრებელი "მე".. მე ვგრძნობ ჩემს შვილს, ყველა ფეხის ნაბიჯზე, სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, ამიერიდან უკვე, ჩვენი მფარველი ანგელოზის <3 ალექსანდრესი.. მიკათა დე <3 შენ ხარ მარადისობაში, მე კიდევ, აქ გავდივარ ჯოჯოხეთის კარიბჭეებს.. ყველა კარს დავძლევ, და მე აუცილებლად მოვალ, გპირდები, სულ შენთან ერთად ვიქნები, მანამდე კი ნანა გაგიწევს დედობას, ცოტა ხნით, ... დროებით გაგცვალეთ შვილები ... ტყუილად კი არ ამბობენ, დეიდას დედის სუნი აქვსო, ისედაც ნანას ჰგავდი უკიდეგანო კეთილშობილებით და კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებით გიჟდებოდა შენზე..., მოფერებას არ მოგაკლებს დე დაჩემი, მსოფლიოში უმაგრესი მამა?! აშხენაც შენით ხარობს, ალბათ, დულოც, აქეთ ბაბუებსაც გამორჩეულად უყვარდი დე <3... კიდევ ბევრი..ჩემი სანდრო შავდია, ჩვენი ბავშვობის უახლოესი მეგობარი, ვისი სახელიც დაგარქვით შენ, ისიც 21 წლის გარდაიცვალა, შენსავით უაზროდ, იარაღის უცოდინარობით, თამაშ-თამაშ, ტყვია გაუვარდა და მაინცდამაინც თავში მოხვდა... ორივე სანდრო, ორივე 21-ის, ორივე ქალაქის მშვენება, ორივე ყველასთვის საყვარელი, ორივე მოუნელებელი, ორივე 1-2 თვეში ხდებოდით 22 წლის... საოცარი ის არის, რომ სანდრო, სულ გვეხვეწებოდა, მე და ბაჩის, ჩემი სახელი დაარქვით თქვენს შვილსო.. ბაჩი დასცინოდა, შენი რატომ, თენგო (თენგიზ ქოიავა ) მამაჩემის სახელი რით არის ცუდიო.. და რომ გარდაიცვალა, მერე გაჩნდი დე, დაუფიქრებლად ავუხდინეთ სურვილი.. ალექსანდრე - სანდრო, როგორც დიდ სანდროს, ზუსტად ისე, სიკვდილშიც ზუსტად ისე, სისულელეს გადაყოლილი ორივე თითთ საჩვენებილი ბიჭი, ორივე "დუშა ობშესტვა", ორივე კოლორიტული ოჯახებიდან... რა გაგვიკეთეთ, რატომ დაგვხოცეთ ცოცხლად, ასეთი ჭკვიანი ბიჭები და ასე უტვინოდ როგორ დაიღუპეთ თავები, იმის მაგივრად, გემრავლად გეხარათ, ულამაზესი შთამომავლობა გყოლოდათ, რატომ ამოგვწყვიტეთ?! არ მესმის არა! როგორ გაბედეთ სიკვდილთან თამაში, ჩვენ რატომ არ გაგახსენდით იმ მომენტში?! არ მესმის, არა! რა... ეს რა უპასუხიმგებლობაა... ტვინი მიდუღს, მაგრამ ერთიც მამშვიდებს, შენი საყავრელი მეგობრებიც - ბაიკო დოლაბერიძე, ნიკა მესხი, ყიფო, ყოლბაია... კიდევ სხვა უცნობ ახალგაზრდებსაც გაიცნობთ... იქ დაგხვდებიან, ჩაჰკიდებთ ერთმანეთს ხელს და ივლით, ივლით, ქვეყანას შემოივლით....
შენ არ ხარ მარტო, მე ვიცი, ჩემი მეგობრები, ისინიც შენს ასაკში გარდაცვლილი, ომით და ნარკოტიკით, ზოგიც სუიციდით, ზოგიც მოკლული.... ყველანი ერთად ხართ, ერთმანეთსაც მიხედავთ და ჩვენც მოგვივლით.... მორჩა! დამთავრდა! მეტს აღარ ვინერვიულებ! ჩემს ცრემლს ვეღარავინ ვერ ნახავს დე, შენს გარდა, გპირდები ..."



1
686
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
686
  
2017, 28 ივლისი, 5:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1