x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცოტნე გამსახურდია:"როგორ გესმისო ფრაზა "ქართველობას გვართმევენ"?

image

"ამას წინათ მეგობარმა მკითხა: როგორ გესმისო ფრაზა "ქართველობას გვართმევენ"? მეც ეს ისტორია მოვუყევი.
რამოდენიმე ხნის უკან უბნის მაღაზიაში შევედი. ჩემი უბნელი ლიტერატორი შემხვდა თავის პატარა ქალიშვილთან ერთად, ასე 10-12 წლის. ჩემზე რაღაცებს ეუბნებოდა ბავშვს, ყური მოვკარი სიტყვებს - "მამამისს საქართველო ძალიან უყვარდაო..."
ამ სიტყვების გაგონებაზე ბავშვმა რაღაცნაირად გადაიკისკისა. პატარა კი იყო, მაგრამ თითქოს გულში ჩამარტყეს ეს მისი ბავშვური ირონია, რაღაცნაირად შორეული, უცხოობით და უადგილობით გამოწვეული. აშკარად დავინახე, რომ ბავშვის გული სრულიად ცარიელი იყო ამ სიტყვებისათვის. რას ვეტყოდი? ზოგადად ჩავულაპარაკე მამამისს, არ გინდა, მაგათი თაობისათვის სამშობლოს ცნება შორეულია-მეთქი.
არა, არაო - მიპასუხა. ეს ინგლისშია გაზრდილი და ალბათ ამიტომ ვერ გაიგოო. საქმეც ეგ არის, რომ ინგლისშია გაზრდილი-მეთქი... მიუტრიალდა ბავშვს, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მამა. ეკითხება რაღაცებს. ბავშვი სრულიად უგრძნობი, დაბნეული თვალებით უყურებს. მე კიდევ უფრო მეუხერხულა ამ სცენის ყურება. წავედი, აბა თქვენ იცით, კარგად იყავით-მეთქი...
წარმომიდგენია, რა არის იმ გოგონასთვის ეს ქვეყანა: რაღაც უცხო, "ტუზემნი", ბნელი და გაჭირვებული ხალხით დასახლებული, მოუწესრიგებელი და დაბინძურებული... რაღაც მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოდის ალბათ. ჩამოჰყავთ, უფრო სწორედ. რა თქმა უნდა, სადმე ფარქ ლეინზე ცხოვრება ბევრად ურჩევნი აქ ამათთვის თავის შეწუხებას. ამათი ყოფის ყურებით გულის დამძიმებას, გამოსავალის ძიებას...
აი, ეს არის ჩემთვის "ქართველობის წართმევა". მოგეხსენებათ, რომ არ ვარ ბრმა ულტრანაციონალისტი. უბრალოდ, მოვლენებისთვის თავის სახელის დარქმევა მიყვარს."-წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.
image

0
320
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0