x
დისონანსის თეორია

image
დამოკიდებულებების კვლევისას ერთ-ერთი ფუნდამენტური დაშვებაა ის, რომ ადამიანებს დროთა განმავლობაში მათი დამოკიდებულებების უცვლელობის სჯერათ.კონსისტენტურობის ეს ტენდენცია გამოიყენა ლეონ ფესტინჯერმა მის მიერ ჩამოყალიბებულ კოგნიტური დოსინანსის თეორიაში. კოგნიტური დისონანსი კონფლიქტის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი განიცდის გადაწყვეტილების მიღების, ქცევის განხორციელების ან მისი რწმენების, გრძნობების და ღირებულებებების საწინააღმდეგო ინფორმაციის მიღების შემდეგ. მაგალითად, თქვენ მეგობრის რჩევის საწინააღმდეგოდ, საყიდლად შეარჩიეთ გარკვეულლი ტიპის მანქანა. რატომ უნდა გაგიჩნდეთ ეჭვი თქვენი არჩევნის სისწორის თაობაზე? მიიჩნევენ, რომ, როდესაც ადამიანმა იცის, რომ მისი დამოკიდებულება და ქცევა არ თანხვდება ერთმანეთს, ანუ ქცევა არ შეესაბამება დამოკიდებულებას, ჩნდება უარყოფის, თავის არიდების მდგომარეობა და ადამიანი მის შემსუბუქებას, შემცირებას ცდილობს. დისონანსის შემცირების ტენდენცია ამ მდგომარეობის უსიამოვნების განცდით აქტივირდება.image

დისონანსს მოტივაციური ძალა გააჩნია. ის უსიამოვნო გრძნობის შემცირებაზე მიმართული ქმედების განხორციელებისკენ გიბიძგებთ. დისონანსის შემცირების მოტივაცია კოგნიტური შეუსაბამობით შექმნილი დისონანსის ზომის შესაბამისად იზრდება. სხვა სიტყვებით, რას უფრო ძლიერია დისონანსი, მით უფრო დიდია მისი რედუცირების, ანუ შემცირების მოტივაცია.

ადამიანები კოგნიტურ დისონანსს განიცდიან ანუ, შინაგანი "მე"-ს წონასწორობის მიღწევას მხოლოდ მაშინ ცდილობენ, როდესაც ისინი თავს სოციალური გარემოსაგან დამოუკიდებლად თვლიან.

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0