x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
წინარწმენები

image
ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა სისუსტიდან არც ერთს არ გააჩნია ისეთი დამანგრეველი ძალა, როგორიც ადამიანის ღირსებასა და სოციალურ ურთერთობებთან დაკავშირებულ წინასწარ შექმნილ ცრურწმენებს (უფრო მართებულია სიტყვა "წინარწმენის" გამოყენება).ცრურწმენის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ დამახინჯებულია რეალობა - ადამიანის გონებაში შექმნილია რეალობა, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს სხვა ადამიანების ცხოვრება.წინარწმენა წინასწარ დასწავლილი დამოკიდებულებაა სამიზნე ობიექტის მიმართ და ის მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს და ნეგატიურ შეხედულებებს. ეს შეხედულებები და დამოკიდებულბები ამართლებენ არსებულ განზრახვებს - აცილებულ, გაკონტროლებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნენ ისინი, რომლებიც მოცემულ სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან.მაგალითად, ნაცისტები კანონებსაც კი ქმნიდნენ, რათა განემტკიცებინათ თავიანთი წინარწმენა, რომ ებრაელები დაბალი დონის ადამიანები იყვნენ და რომ ისინი არიულ კულტურას საფრთხეს უქმნიდნენ.მცდარი შეხედულება კვალიფიცირდება, როგორც წინარწმენა, თუ ის ეწინააღმდეგება ცვლილებას, მისი სიმცდარის ნათელი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად.

წინარწმენების შესწავლამ გამოავლინა, ის სიმარტივე, რომლითაც ადამიანები შეიძლება უარყოფითად განეწყონ სხვა ადამიანების მიმართ. სოციალური კატეგორიზაცია არის პროცესი, რომლითაც ადამიანები საკუთარი სოციალური გარემოს ორგანიზებას ახდენენ, მიაკუთვნებენ რა ადამიანებს საკუთარ და სხვათა ჯგუფებს. კატეგორიზაციის ყველაზე მარტივი და ყოვლისმომცველი ფორმაა ინდივიდის მიერ იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის მისი მსგავსი და ვინ - არა. ადამიანები სოციალურ სამყაროს ორად ყოფენ : შიდა ჯგუფებად - ჯგუფები, რომლებთანაც ადამიანები იდენტიფიკაციას ახდენენ და გარე ჯგუფები- ჯგუფები, რომლებთანაც ადამიანები არ ახდენენ იდენტიფიკაციას. ამ განსხვავების შედეგია შიდაჯგუფური მიკერძოება- საკუთარი ჯგუფის გადაფასება სხვასთან შედარებით. ადამიანები, რომლებიც განიხილებიან, როგორც გარეჯგუფის წევრები, უფრო ხშირად ხდებიან მტრული გრძნობებისა და უსამართლო დამოკიდებულების ობიექტები.

წინარწმენებმა ადვილად შეიძლება მიგვიყვანოს რასიზმამდე და სექსიზმამდე.image

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0