x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
«Дом-2»–ის ყოფილ მონაწილეს ანასტასია პოლეტაევას სამართლომ 1,5 წლით კოლონია მიუსაჯა

image ომსკის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც არალეგალურად აწარმოებდნენ საბანკო მოღვაწეობას . ბრალდებულების სიაში აღმოჩნდა ვინმე ანასტასია პ, რომელიც რეალითი–შოუს «Дом-2» ყოფილი მონაწილე ანასტასია პოლეტაევა აღმოჩნდა–აცხადებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
გოგონას მიუსაჯეს 1, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის ქალთა კოლონიაში მოხდით და მას ასევე ჯარიმის სახით დააკისრეს 150 000 რუსული რუბლის გადახდა. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს მიესაჯათ 1 წლიდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. გამოძიებით დადასტურდა, რომ პოლეტაევა, რომელიც უმაღლესი ეკონომიური განათლებითაა, ატარებდა ყველა მანიპულაციას და საბ ანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს (ადგენდა დოკუმენტაციებს, აწარმოებდა თანხების მიღებას და გადარიცხვებს), ფიქტიური ფირმების დახმარებით, ასევე რეალურად არსებული კომპანიების მეშვეობით (ეს კომპანიები მუშაობდნენ კვების პროდუქტების წარმოება–გაყიდვაზე) "შავი ბანკირები" ათეთრებდნენ თაღლითური გზით მიღებულ თანხას. საერთო ჯამში "შავი ბანკირების" ფინანსურმა ბრუნვამ მიაღწია 1, 6 მილიარდ რუსულ მანეთს, საიდანაც თაღლითებმა პირადად მიიღეს 29 მილიონი რუსული რუბლი.
ანასტასია პროექტ «Дома-2»–ში მივიდა 2014 წლის ივნისში და იქ იყო 48 დღის განმავლობაში. რეალითი–შოუს საიტზე პოლეტაევას პროფილზე წერია, რომ შოუში მისვლამდე ის მუშაობდა მდივნად, ეკონომისტად და ბუღალტრად.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
224
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0