x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ხალხი "გრინ დეის" კონცერტის მოსასმენად მივიდა, თუმცა შემდეგ რაც მოხდა გაგაოცებთ (ვიდეო)

image

ლონდონის ჰაიდ-პარკში 65 000 ფანი შეიკრიბა ამერიკული როკ-ჯგუფის Green Day-ის მოსასმენად.კონცერტის დაწყებამდე ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ შოუს კულმინაცია სულ რამდენიმე წუთში დაიწყებოდა.


როგორც ხშირად ტრადიციულად ხდება ხოლმე მაყურებლებმა რომ არ მოიწყინონ კონცერტის დაწყების წინ, ჰაიდ-პარკშიც სიმღერები ჩართეს....ხოლო ეს სიმღერა კი გახლდათ არა რაიმე რიგითი ერთჯერადი ჰიტი, არამედ კლასიკად ქცეული "ქუინის" საკულტო სიმღერა "ბოჰემური რაფსოდია", რომელიც 42 წლის წინ შეიქმნა....


და მოხდა ნამდვილი სასწაული, ისეთი შთაბეჭდილება რჩება 65 000 ადამიანი რეპეტიციას გადიოდაო, უნისონში თავიდან ბოლომდე ბრწყინვალედ ასრულებენ 6 წუთიან კომპოზიციას.მოუსმინეთ და დატკბით!!!






„Bohemian Rhapsody“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა და სინგლი 1975 წელს გამოცემული ალბომიდან "A Night at the Opera." ის უნიკალურია თავის უჩვეულო მუსიკალური ფორმით, კერძოდ - მას არ აქვს რეფრენი და შედგება სამი მიმდინარეობის - ბალადის, როკის და ოპერისგან.


პირველად კომპოზიცია სინგლის სახით გამოვიდა და დიდი კომერციული წარმატება მოუტანა ჯგუფს - იგი 9 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა #1 ადგილს ბრიტანულ ჩარტებში. 1976 წლის იანვრისთვის სინგლის გაყიდვამ 1 მილიონ ასლს მიღწია.1991 წელს, ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ სინგლი ისევ მოექცა ბრიტანული ჩარტების თავში ხუთი კვირის განმავლობაში .


დღეისთვის Bohemian Rhapsody დიდ ბრიტანეთში ყველა დროის #3 გაყიდვად სინგლად ითვლება.


„Bohemian Rhapsody“ შესულია ჟურნალ Rolling Stone-ის მიერ ყველა დროის და ხალხის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში.


0
140
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0