x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ელის კუპერმა საკუჭნაოში ენდი უორჰოლის ნახატი იპოვა,რომლის ფასიც 10მლნ.$-ია
imageამერიკელმა როკ-მომღერალმა ელის კუპერმა საკუჭნაოში იპოვა ენდი უორჰოლის ნახატი, რომელიც 40 წლის განმავლობაში იმტვერებოდა ძველი საკონცერტო აპარატურასთან ერთად.


კუპერმა აღიარა, რომ უბრალოდ დაავიწყდა უორჰოლის ნახატის, "პატარა ელექტრონული სკამის"არსებობაც კი, რომელიც მას 1970-იან წლებში აჩუქეს.

"ეს იყო როკ-ნ-როლის დრო, ჩვენ სხვა არაფერზე ვფიქრობდით"-აღნიშნა კუპერის ყოფილმა აგენტმა შენ გორდონმა.


როგორც ბრიტანული Guardian-ი წერს ნაპოვნი სურათი არის ნაწილი უორჰოლის ნახატების სერიისა :"სიკვდილი და სასოწარკვეთა", ელისის დედამ ის 70-იანი წლების გამოსვლების რეკვიზიტთან ერთად გადახვეული იპოვა.



როგორც ელის კუპერის მენეჯერი იხსენებს, ის იყო "ნარკოტიკების და დასალევის მორევის" პერიოდი, სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი უორჰოლმა და კუპერმა ნიუ-იორკის ცნობილ ღამის კლუბში Studio 54-ში, სადაც თავის გელფრენდთან სინდი ლანგთან იმყოფებოდა.


მოგვიანებით სინდიმ გორდონს სთხოვა ნახატი მისი სახელით ეყიდა უორჰოლისგან 2, 5 ათას დოლარად, რომ ელისითვის დაბადების დღეზე ეჩუქებინა.


სურათის ძებნას ნახევარი წელი დასჭირდა, ამაში დამსახურება ელის კუპერის დედას მიუძღვის.სწორედ მან იპოვა სურათი.

image

70-იან წლებში მის ნამუშევრებს ფასი არ ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში "ენდი უორჰოლი ჯერ კიდევ არ იყო ენდი უორჰოლი-აღნიშნავს გორდონი, -ნახატის ნამდვილობა დაადასტურა ექსპერტმა რიჩარდ პოსკიმ.უნდა გენახათ ელისის სახე როდესაც ექსპერტის დასკვნა მოვიდა, კინაღამ ყბა ჩამოუვარდა:"კარგი ერთი და ეს ჩემია?!"



ენდი უორჰოლი(1928-1987) ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.

image


უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით და ბანანით ჯგუფ "ველვეტ ანდეგრაუნდის" როკ-ალბომზე, ასევე XX საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების, -მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორის მისი სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლის ეკუთვნის

აგრეთვე ცნობილი სასმელის Coca-Cola-ს ეტიკეტის დიზაინი.

image

ხელოვნების სამყაროს გარეთ უორჰოლი ცნობილია ციტატით „მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით“. მოგვიანებით რეპორტიორებს მან განუცხადა: „ჩემი ახალი ფრაზაა: თხუთმეტ წუთში ყველა ცნობილი გახდება“.


ენდი უორჰოლი არამარტო თავისი ნახატებით და ფილმებითა არის ცნობილი, არამედ თავისი სტუდიით „Factory“, რომელიც ნიუ-იორკის ბომონდის თავშეყრის ადგილი და 70-იანი წლების ცხოვრების სტილის განსახიერება გახდა.




0
88
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0