x
image
DianaMaverick
''დამსხვრეული ოცნებები''

image იყო ძალიან ღარიბი ოჯახი:ცოლი, ქმარი და ქალიშვილი.მხოლოდ ქმარი მუშაობდა მაგრამ როგორღაც ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობების დაკმაყოფილებას ახერხებდა. მიუხედავად ესეთი გაჭირვებისა, მუდამ ოცნებობდა მისი ქალიშვილი ექიმი გამხდარიყო.
კარგი ქალიშვილი ჰყავდა და კარგადაც სწავლობდა.აი სკოლის დამთავრების დროც მოვიდა და როგორც მამას გაუხარდებოდა, წარჩინებით დაამთავრა.გახარებული მამა შვილთან მივიდა და ეუბნება:
-''შვილო, მე დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, მთხოვე რაც გინდა და შეგისრულებ, რა გინდა რომ გიყიდო?''
-''მამა, მე ის კაბა მინდა ამას წინათ რომ გაჩვენე მაღაზიაში, მაგრამ ის 450$ ღირს.''-დამწუხრებით უპასუხა გოგომ.
მიუხედავად იმისა რომ მამას ამდენი ფული ნამდვილად არ გააჩნდა, მან გული არ დაწყვიტა მის საყვარელ ქალიშვილს და დაპირდა რომ იმ კაბას აუცილებლად უყიდდა.
მართლაც, შემდეგ დღეს მამა ხელდამშვენებული მოვიდა და ქალიშვილს მისი საოცნებო კაბა აჩუქა.

imageდედამ იცოდა მათ ამ კაბის საყიდლად ფული არ ჰქონდათ და გაკვირვებულმა მეუღლეს კითხა:
-''საიდან ამდენი ფული, როგორ მოახერხე მისთვის ამ კაბის ყიდვა საყვარელო?''
-''ცოტაც დანაზოგი მქონდა, ცოტაც სისხლი ჩავაბარე, არ მინდა მას მოწყენილს და გულგაცრუებულს ვხედავდე, მას ხომ ეს კაბა ძალიან უნდოდა...''-უპასუხა მან.
დრო გავიდა.ქალიშვილი სამედიცინო კოლეჯში ჩაირიცხა და მამაც თავდაუზოგავად შრომობდა რომ სასწავლებლის ფული გადაეხადა მისთვის.წლის ბოლოც დადგა და ფულიც სრულად იყო გადასახდელი, რაც 2500$ შეადგენდა.რათქმა უნდა ოჯახს ამხელა თანხა არ გააჩნდა, თუმცა მამამ მოახერხა და სრულად დაფარა სწავლის გადასახადი.
გაოცებულმა ცოლმა კვლავ კითხა მეუღლეს:
-''საიდან გადაიხადე ამხელა თანხა, როგორ შეაგროვე, რამე ცუდი ხომ არ ჩაიდინე?''
-''არა რას ამბობ, განცხადება იყო, ერთ-ერთ ავადმყოფს სასწრაფოდ თირკმელის გადანერგვა ესაჭიროებოდა და დონორად მივედი და გავყიდე, მაგრამ გთხოვ ჩვენ შვილს არ ვუთხრათ, თავს დამნაშავედ იგრძნობს და ინერვიულებს.''
დადგა სანატრელი დღე.მათი ქალიშვილი სწავლას ამთავრებდა და ისინი სულმოუთქმელად ელოდებოდნენ ქალიშვილს, ეს პირველი დღე იყო როდესაც მათი ქალიშვილი სახლში დაბრუნდებოდა როგორც ექიმი....
თუმცა...
ექიმის ნაცვლად მისი გარდაცვლილი სხეული მოუტანეს მათ...სანატრელ და ერთადერთ ქალიშვილს შეყვარებულის გამო რომელმაც მიატოვა თავი მოუკლია..

ეხლა...დავფიქრდეთ აბა...საკითხავია, ვინ უფროა გარდაცვლილი?
მორალი:
ჩვენ ისინი უნდა დავაფასოთ და მათთვის ვიცხოვროთ ვისაც ვუყვარვართ, და არა მას შევსწიროთ სიცოცხლე ვისთვისაც სულ ერთი ვართ...

3
58
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
58
  
2017, 26 ივლისი, 9:40
კომენტარი არა,სტატია წავშალე და თავიდან დავდე,მთავარი წინადადება მქონდა გამორჩენილი და მაგიტომ ვერ გაიგე შინაარსი და გავასწორე. :)
2017, 26 ივლისი, 9:28
კომენტარი წაშლილი დამხვდა( ??????
0 1 3