x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცოლ-ქმრის გასაოცარი ისტორია.მორალი:-''ცხოვრებამ შეიძლება მეორე შანსი არ მოგცეს!''
image

ქორწინების 4 წლისთავი იყო და რია(ცოლი) მოთმინებით ელოდა მეუღლეს სახლში.ქორწინებიდან რამოდენიმე წელში იმდენი რამე შეცვლილიყო...ერთ დროს ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ წყვილს, ეხლა თითქოს გაცივებოდათ გრძნობები...ყოველ წვრილმანზე ჩხუბობდნენ, არ მოსწონდათ თუ როგორ შეეცვალათ ხასიათი და დამოკიდებულება...ცოლი სახლში იჯდა და იცდიდა, აინტერესებდა მანოჯს(მეუღლეს) ახსოვდა თუარა მათი ქორწინების წლისთავი.

აი ზარმაც დარეკა და რიამ ყვავილების ბუკეტით და ღიმილით მიირბინა კართან და ქმარს შეეგება.დაწყეს აღნიშვნა, გამხიარულდნენ, უნდოდათ ყოველი ჩხუბის სანაცვლოდ სიტუაცია გამოესწორებინათ შამპანიურის და რომანტიული სიმღერის ფონზე.

უცბად საძინებელი ოთახიდან ტელეფონის ზარი შემოისმა.რია საძინებელში შევიდა და ტელეფონს უპასუხა.


-''გამარჯობათ ქალბატონო, პოლიციის განყოფილებიდან ვრეკავ, ეს მანოჯ კუმარის ნომერის?''-გაისმა ვიღაც მამაკაცის ხმა.

-''დიახ, გისმენთ.''-უპასუხა რიამ.

-''ვწუხვარ ქალბატონო მაგრამ უბედური შემთხვევა მოხდა და 1 მამაკაცი გარდაიცვალა, ეს ნომერიც მისი საფულედან ამოვიწერეთ, თუ შეიძლება მობრძანდით და გარდაცვლილის ვინაობის იდენტიფიცირებაში დაგვეხმაროთ?''

რიას ელდა ეცა: -''მაგრამ სერ, ჩემი ქმარი ხომ აქაა!?''

-''ვწუხვარ ქალბატონო, ეს შეუძლებელია, ინციდენტი შუადღეს მოხდა, როდესაც ის ავტობუსიდან ჩამოდიოდა.''-იყო პასუხი.

რიას ლამისაა გული წაუვიდეს...-''ეს ხომ შეუძლებელია?როგორ შეიძლება მომხდარიყო?''-ფიქრობდა თავისთვის.მას ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული სულებზე, როდესაც გარდაცვლილის სული ბრუნდება მის სიყვარულთან რადგან საბოლოოდ გამოემშვიდობოს მას...გული ლამის გაუსკდეს...სასწრაფოდ გავარდა ოთახში სადაც ქმარი ეგულებოდა და შიშით შეიხედა თუმცა იქ აღარ დახვდა...

-''არა, ღმერთო ჩემო, ეს სიმართლე ყოფილა, მან სამუდამოდ დამტოვა...რას არ მივცემდი თუნდაც 1 შანსი რომ მქონდეს მისი ნახვის, ყოველი ჩხუბისთვის ბოდიშს მოვუხდიდი და აღარასოდეს ვაწყენინებდი.მე ეს შანსი სამუდამოდ დავკარგე...''-გულმოკლული მოთქვამდა ტირილით რია და კედელთან ჩაიკეცა...

მოულოდნელად აბაზანიდან მანოჯი გამოვიდა და ცოლს მოწყენილი ხმით ეუბნება:

-''საყვარელო, სულ დამავიწყდა მეთქვა, დღეს საფულე მომპარეს.''

მორალი:

ცხოვრებამ შეიძლება მეორე შანსი არ მოგცეს(თუმცა რიას გაუმართლა).არასოდეს გაუშვა შანსი ხელიდან.დააფასე ადამიანები და ურთიერთობა სანამ ჯერ კიდევ ამის საშუალება გაქვს.იცხოვრე ბედნიერად და სინანულის გარეშე, იცხოვრე დღევანდელი დღით რადგან ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული...

2
171
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
171
  
2017, 25 ივლისი, 20:56
ხოო,ვცდილობ რასაც ვდებ საინტერესო იყოს. :)
2017, 25 ივლისი, 20:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2