x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თინა მახარაძე:ანთებული ფარების რიალში დაჟინებული , გაქვავებული სახით მომიახლოვდა პატარა, ლამაზი გოგო

image

"შუქნიშანზე გავჩერდით ვეფხი და მოყმეს ძეგლთან.
ანთებული ფარების რიალში დაჟინებული, გაქვავებული სახით მომიახლოვდა პატარა, ლამაზი გოგო, იქნებოდა ასე 13-14 წლის, ხელში - გასაყიდი ოლეანდრებით. დამიდგა ფანჯარასთან, მიყურებს ჩუმად და მკაცრად.
- აჰა, ესეიგი ცხოვრებაში ეწევი, თურმე - მეუბნება გამომწვევად და იღიმის.
- დიახ, ვეწევი - ვუპასუხე ცოტა დაღლილი, ცოტა გაღიზიანებული ხმით.
- ცხოვრებაშიც ისეთი საყვარელი ხმა გქონია.. - ამბობს წყნარად.
- შენც ძალიან ლამაზი ხარ - გავუღიმე.
- აიღე ეს - და ვარდისფერ ოლეანდრებს მიჩურთავს ცოტათი ჩაწეულ ფანჯარაში.
- არა, არ მინდა. მართლა არ მაქვს ფული. - შევწუხდი.
- ვის უნდა შენი ფული?! - მეუბნება დამცინავად, გაკვირვებული .
- კარგი, მაგრამ ეგეც არ მინდა, ჩემ გამო ეს ყვავილებიც დაკარგო.
- არავინ არაფერს არ კარგავს. - მითხრა ამაყად. დარწმუნებით.
ჩამოვწიე ფანჯარა და ვკოცნე და ვკოცნე.
რანაირი შეხვედრა იყო ეს, ამ გადამწვარ ზაფხულს, ღამე, ვეფხი და მოყმეს ძეგლთან: მე - მანქანაში, გადაღლილი, გაწამებული, პატარა მხეცის სახით. ის - მანქანასთან, ფანჯრის მინას თითებით ჩაბღაუჭებული, ამოიღლიავებული ყვავილებით - პატარა მხეცის ამაყი სახით.
ვუყურებ ამ ოლეანდრებს და სულ ის ხმა მიტრიალებს თავში - არავინ არაფერს არ კარგავს, არავინ არაფერს არ კარგავს..."-წერს სოციალურ ქსელში მსახიობი თინა მახარაძე.

image


0
499
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0