x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 რეცეპტი ჭაღარა თმის შესაღებად! თქვენ აღარასდროს შეიძენთ თმის საღებავს

ჭაღარა თმა ყოველთვის ასაკის მატებასთან ერთად არ ჩნდება. თმის გათეთრება გენეტიკურით ფაქტორით, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით, ცუდი კვებით და სტრესით შეიძლება იყოს გამოწვეული.
ბევრ ადამიანს არ მოსწონს ჭაღარა თმა და სხვადასხვა სახის ქიმიურ საღებავებს იყენებენ მის დასაფარად. მუქი ფერის საღებავი ჭაღარას კარგად ღებავს, რაც შეეხება ღია ფერს, ის მუქი ფერის თმას აუფერულებს და მის ფონზე, ჭაღარა იმდენად შესამჩნევი აღარ არის.

აქ მოცემული რეცეპტები მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს და კარგად ღებავს ჭაღარას, როგორც მუქად, ისე ღია ფერებში.

imageimageამ რეცეპტებით მომზადებული საღებავი არა მარტო ეფექტურად ღებავს ჭაღარას, არამედ, თმის ძირებსაც ამაგრებს და თმას ნატურალური ბრწყინვალების ეფექტს ანიჭებს:


I. სალბი და შავი ჩაი — წაბლისფერი თმისთვის


ჭურჭელში მოათავსეთ 4 ს.კ. სალბი და 4 ს.კ. შავი ჩაი > დაასხით 500 მლ. მდუღარე წყალი > დაახურეთ თავზე.
გაგრილების შემდეგ, გადაივლეთ ნაყენი თმაზე და ასე გაიჩერეთ, თავის შემდეგ დაბანამდე.


II. ქოქოსის ზეთი და ავოკადო — მუქი თმისთვის და ჯანმრთელი კანისთვის


მიქსერით ან ბლენდერით (ჩანგლითაც შეიძლება) ერთმანეთს შეურიეთ ავოკადოს რბილობი და ქოქოსის ზეთი, პროპორციით – 3:1 (6 ს.კ ავოკადო, 2 ს.კ. ზეთი).
ნიღაბი დაიტანეთ თმაზე და შემოიხვიეთ სქელი პირსახოცი > გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის მანძილზე > დაიბანეთ თავი.
ეფექტურობის ასამაღლებლად, შეგიძლიათ არგანის ზეთიც დაამატოთ.

III. როზმარინი — თმას მუქად ღებავს და თმის ცვენას აჩერებს


4 ს.კ. როზმარინს დაასხით 500 მლ. მდუღარე წყალი.
შეგრილების შემდეგ, ნაყენი მოათავსეთ პულვილიზატორში და დაიტანეთ თმაზე.
გამოიყენეთ ყოველდღე. თმა თანდათანობით, ბუნებრივი გზით დამუქდება.


IV. როზმარინი და სალბი — მუქი ფერის თმისთვის


3 ს. კ. როზმარინს და 3 ს. კ. სალბს დასხით 1 ჭიქა მდუთარე წყალი. ნაყენი, გაგრილების შემდეგ, გადაივლეთ თმაზე, თავის დაბანის შემდეგ.


V. კურკუმა და გვირილა — ღია (ქერა) თმისთვის


4 ს. კ. გვირილის ყვავილს დაასხით 500 მლ. მდუღარე წყალი და დაახურეთ თავზე > გააჩერეთ 10 წუთი > დაუმატეთ 2 ს. კ. კურკუმას ფხვნილი.
ნაყენი გაგრილეთ და გადაივლეთ თმაზე, დაბანის შემდეგ > გაიჩერეთ 5-10 წუთი > გადაივლეთ სუფთა წყალი.
რეკომენდირებულია ამ ნაყენის რეგულარულად გამოყენება, სასურველი შედეგის მიღებამდე.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageგაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თმასთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს გექნებათ

ჭაღარა თმის შეღებვა ნატურალური საშუალებით და თანაც უფასოდ

12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!

სტილისტმა დაამტკიცა, რომ ყველა ქალი დედოფლად არის დაბადებული

ფერადი მელირება

0
2064
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2064
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0