x
მეტი
  • 04.06.2020
  • სტატია:100998
  • ვიდეო:346279
  • სურათი:464508
100 კილოგრამიანი ანაკონდა, ბიოლოგმა ხელით დაიჭირა!

ანაკონდა — მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.


image


ანაკონდების სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება. ამ გიგანტურ ქვეწარმავლებს ხშირად ჩვევიათ ადამიანებზე თავდასხმა. ფოტოზე ნაჩვენები ანაკონდა გაიანაში დაიჭირეს. ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის.


image


ანაკონდის სიგრძე 5, 5 მეტრი იყო, ხოლო წონით 100 კილოგრამზე ოდნავ მეტი. როგორც ჩრდილოეთ ამერიკული პრესა იუწყება, ბიოლოგი ნაილ მაკ-კენი და მისი სამეგობრო მდინარის სანაპიროზე ექსპედიციაზე იმყოფებოდნენ, მათ უფრო მეტი ინფრომაცია სჭირდებოდათ გველების შესახებ. ზუსტად ამ დროს ბილოგმა შენიშნა გიგანტური ანაკონდა და მისი დაჭერა ხელით გადაწყვიტა. რათქმაუნდა მისმა გამბედაობამ საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. წარმოგიდგენთ ფოტოებს...


imageimageimageimageimageimageimage


ანაკონდას საყვარელი ადგილებია მდორე მდინარეები და ტბები, ჭაობიანი ამაზონისა და ორინოკოს აუზები. ასეთ უკაცრიელ ადგილებში, ანაკონდა უსაფრდება მსხვერპლს: სხვადასხვა ზომის ძუძუმწოვრებს (აგუტი, პაკა) რომლებიც მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოდიან, წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს, ხანდახან კუებს და ახალგაზრდა კაიმანებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 5 მეტრიანმა ანაკონდამ დაახრჩო და გადაყლაპა 2, 5 მეტრი სიგრძის მუქი ფერის პითონი სულ რაღაც 45 წუთში. ტყვეობაში ანაკონდები ცოცხლობენ 5-6 წელიწადს, მაქსიმუმ 28 წელს. ტყვეობაში ანაკონდა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა.


image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}

1.ფოტოები, რომელიც დაგარწმუნებთ იმაში, რომ დედამიწა ნელ-ნელ ნადგურდება!

2.ეს ნამდვილი შოკია! უფრო და უფრო ვუახლოვდებით აპოკალიფსს...

3."კარგი გოგონები" - კოლუმბიაში მამაკაცებისთვის სპეციალური სასტუმრო გაიხსნა!

4.საკვები პროდუქტები, რომელიც ივლისში უნდა მივირთვათ!

5.საზამთრო - რა ვიცით და რა არ უნდა დაგვავიწყდეს ამ გოგრისებრთა მცენარის შესახებ?!









0
980
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
980
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0