x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა

image მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა. შესაბამისი დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დღეს გამოსცა.


დასკვნაში განმარტებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს მხოლოდ ორ პროცედურას:

პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მეორე - ორმაგი მოქა
ლაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.


ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა კი სამოქალაქო რეესტრს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა.


"სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს." - წერია სამოქალაქო რეესტრის დასკვნაში.


ამასთან, რეესტრი ივანიშვილს რეკომენდაციას აძლევს და აცხადებს, რომ მან საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიმართოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.


აღნიშნულ დასკვნასცივანიშვილის პრესსამსახურიცჯერჯერობით არ გამოხმაურებია.


შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მიღების თაობაზე შესაბამისი განცხადებით, სამოქალაქო რეესტრს 2012 წლის 5 იანვარს მიმართა.

0
107
3-ს მოსწონს
ავტორი:გულივერი
გულივერი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0