x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
წერილი ღვთისგან!i
image

ერთხელ ერთმა ქალმა წერილი მიიღო.დახედა წერილს და მასზე არც მარკა იყო, არც ავტორის სახელი, მხოლოდ ადრესატის(ანუ მისი) სახელი და მისამართი ეწერა.ქალმა გახსნა იგი და კითხულობს:

image წაიკითხა რა ქალმა წერილი, კანკალი აუტყდა და ფიქრობდა...''მე უბრალო ღარიბ ქალს, რატომ უნდა მესტუმროს იესო, რა შემიძლია შევთავაზო მას?''- და საგონებელს მიეცა.სამზარეულოშიც არაფერი ჰქონდა, საფულეში კი მხოლოდ 5$ აღმოაჩინა.აიღო ეს 5$ და მარკეტისკენ გასწია, თან გზაში ფიქრობდა რა შეიძლება ეყიდა ამ ფულით.შევიდა და იყიდა 1 პური, 1 ბოთლი რძე, ცოტაოდენი ქათმის ფილე და რამოდენიმე ცენტი მორჩა კიდეც.

გზად როდესაც შინ ბრუნდებოდა უკნიდან ხმა შემოესმა:

-''ქალბატონო, შეგიძლია დაგვეხმაროთ?''


როდესაც შემობრუნდა დაინახა მოხუცი ქალი და კაცი გაცვეთილ და ჭუჭყიან ტანისამოსში.

-''ქალბატონო, მე სამსახური არ მაქვს, არც სახლ-კარი, მე და ჩემი მეუღლე რამდენი თვეა ქუჩასი ვცხოვრობთ, აცივდა და გვცივა, არც საჭმელი გვაქვს რამე, ძალიან გვშია, დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ დაგვეხმარებით.''-შესჩივის მამაკაცი.

-''სერ, ძალიან ვწუხვარ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით მაგრამ მე თვითონაც გაჭირვებული და ღარიბი ვარ, მნიშვნელოვან სტუმარს ველოდები და პურის და ქათმის ფილეს ყიდვა ძლივს მოვახერხე მისთვის.''-პასუხობს როუზი.

-''კარგი არაუშავს, მესმის, მადლობა ყოველშემთხვევაში...''-უპასუხმა მოხუცმა, ცოლს ხელი ჩასჭიდა და გზა განაგრძეს.

შესცქეროდა რა როუზი მოხუც წყვილს თუ რა საწყლად მიუყვებოდნენ გზას, გულში ჩხვლეტა და სინანული იგრძნო...

-სერ, მოიცადეთ!''-შესძახა მან

მოხუცები გაჩერდნენ, როუზმა მათკენ მიირბინა, პროდუქთებით სავსე პარკი გადასცა და უთხრა:

-''აი თქვენ საჭმელი, დანაყრდით, ჩემ სტუმარს მოვახერხებ და სხვა რამეს მოვუმზადებ და გავუმასპინძლდები.''

-''მადლობა, მადლობა ქალბატონო, გაიხარეთ.''-უპასუხა გახარებულმა ცოლმა, რომელიც სიცივისგან კანკალებდა.დაინახა რა ეს, როუზმა თავისი პალტო გაიხადა და ისიც მისცა:

-''აი გამომართვი, მე სახლში სხვა პალტოც მაქვს, იმას ჩავიცვავ.''-შემობრუნდა და გაუყვა სახლის გზას, უხაროდა რომ მათ დაეხმარა, თუმცა სიცივისგან კანკალებდა და ნერვიულობდა ''იესო''-სთვის რა დაეხვედრებინა.მივიდა თუ არა სახლში, საფოსტო ყუთში კვლავ ახალი წერილი იდო, გამოიღო, გახსნა და კითხულობს:

image

მორალი:

ყოველთვის დაეხმარეთ სხვას რითიც შეგიძლიათ, რამეთუ სიკეთე უკვალოდ არ იკარგება.

2
286
4-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
286
  
2017, 24 ივლისი, 16:12
რათქმა უნდა,ყველა არ არის დახმარების ღირსი...პირიქით,ზოგი ამაზრზენია,ვისაც შეუძლია ხელი გაანძრიოს და სიზარმაცის გამო აგდია გზაში სამოწყალოდ ეგეთები არაა ღირსი,თუმცა უფალი არც მაგას დაგიკარგავს. :)
2017, 24 ივლისი, 11:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2