x
image
ალექსანდრე ლექსო
ჩვილი ბავშვების 10 უნიკალური თვისება


image

ეს პატარა ადამიანები ფანტასტიკური არსებებია, აი რამდენიმე ფაქტი ამის დასამტკიცებლად.


1. ჩვილები არ ტირიან


image



სინამდვილეში ჩვილები ყვირიან, კვნესავენ, მაგრამ არ ტირიან, რადგან მათ ცრემლები არ სდით. მათი სადინარები ჩაკეტილია


2. მშვენივრად გრძნობენ თავს წყალქვეშ


image ამას ყვინთვის რეფლექსი ეწოდება, რომელიც 6 თვის ასაკისთვის ქრება. წყალში ჩაშვებისას მათ სასუნთქი გზები ეკეტებათ, ხელები იწყებენ ცურვისას დამახასიათებელ მოძრაობას.



3. ისინი ერთდროულად ყლაპავენ და შეისუნთქავენ


image ახალშობილის ხორხი უფრო მაღლაა განლაგებული, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა. ყლაპვის დროს სასუნთქი გზების შესასვლელი არ იბლოკება.

ამიტომ ყლაპვისას ჩვილებს თავისუფლად შეუძლიათ ისუნთქონ კიდეც.



4. მათ შეუძლიათ გამუდმებით ახველონ


imageცხვირის ხვრელები ჩვილებს ვიწრო აქვთ, ამიტომ ხშირად უნდა გავწმინდოთ.

რადგან მას თავად არ შეუძლია ცხვირი მოიხოცოს, ამიტომ რეფლექსით სარგებლობს. შუძლია გაუთავებლად აცხიკვოს სანამ ცხვირს არ გაინთავისუფლებს.



5. მშვენივრად იძინებენ ხმაურის დროს


imageჩვილებს სიცოცხლის პირველ დღეებში სულაც არ აწუხებს ხმაური, მათ მშვენივრად შეუძლიათ ტკბილად ეძინოთ მეზობლის რემონტის ხმაურის ქვეშ ან ხმამაღალი მუსიკის ფონზე.



6. მათ თავიანთი აქცენტიც კი აქვთ


imageმეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვილები ყვირიან ნაციონალური აქცენტით. ეს მათ დედის მუცელში ყოფნისას უყალიბდებათ, როცა მშობლების ხმა ესმით.



7. ჩვილებს შეუძლიათ ცოცვა


image
საკვირველია, რომ ახალდაბადებულ ბავშვს, თუკი მას დედის მუცელზე დავსვამთ, თავისით შეუძლია დედის ძუძუმდე მიცოცდეს.

მეცნიერების აზრით ჩვილი ვერ ხედავს მიზანს, მაგრამ რძის სუნის მიმართულებით მიცოცავს.



8. ჩვილები ძალიან მოქნილნი არიან

imageჩვილების ჩონჩხი სამასამდე პატარა ძვლისგან შედგება, ასაკის მატებასთან ერთად ისინი ერთმანეთს შეეზრდება.

სანამ ეს მოხდება ჩვილის სხეული არაჩვეულებრივად მოქნილია. ეს მას ეხმარება შობისას.



9. მათ თავისით ეცვლებათ თმები


image

თმა, რომლითაც ბავშვი იბადება, მალე სცვივა და მის ადგილას ახალი ამოდის. თანაც შეიძლება დაბადებით ქერათმიანი ბავშვი შავთმიანი გახდეს, ხუჭუჭას კი სწორი თმები გაეზარდოს.



10. ჩვილმა შეიძლება ძალიან მოიმატოს წონაში, მაგრამ სულ არ დაეტყოს

image

პირველ წელს ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება, წონაში შიძლება საჯერ მეტი გახდეს, მაგრამ სულ არ დაეტყობა, რადგან სიმაღლეშიც სწრაფად იზრდება.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0