x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ადაპტირდება ტვინი სიცრუესთან
image


ხშირი სიცრუე და ნახევრადსიმართლე ამცირებს სპეციფიური ”სიმართლის ცენტრის” აქტივობას. ტვინი თანდათანობით ეჩვევა ნეგატიური ემოციების იგნორირებას, რომლებიც ჩნდება სიცრუის
დროს, რის გამოც ადამიანი კარგავს ტყუილისა და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევის უნარს. ამაზეა საუბარი ჟურნალ- Nature Neuroscience-ში, 2016 წლის ბოლოს, გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ ემპირიული მტკიცებულება ტვინის სკანირების შედეგების სახით, რომელიც ამტკიცებს ნუშისებრი სხეულის ნეირონების როლს ამ პროცესში.


”ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ჩვენი ტვინი ”ადაპტირდება” გრძნობითი ორგანოების მიერ ინფორმაციის გადამუშავებისას.
მაგალითად, თუ თქვენ შედიხართ მწეველთა ოთახში, თამბაქოს სუნს თავიდან ძალიან მძაფრად შეიგრძნობთ, მაგრამ მალევე ის თქვენთვის შეუმჩნეველი ხდება. მსგავსი რამ ემართება იმ ემოციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენთვის უსიამოვნოა”, - აღნიშნავს კვლევის ავტორი, ნილ გარეტ(Neil Garrett) ლონდონის უნივერსიტეტიდან.


ყველა ერს თავის კულტურაში აქვს სხვადასხვა ისტორიები, მითები და ლეგენდები, რომელთა გმირებიც უხვევენ ”ცუდ გზაზე”, სადაც არის სიცრუე. იწყება მცირე შეთანხმებით სინდისთთან და თანდათან ხდება ბოროტების განსახიერება, ანუ გარდაიქმნება იმად რასაც თავიდან ებრძოდნენ.


რეალობაში მომხდარი ასეთი ”დაღმა სვლის”, სიცრუისკენ გადახვევის, თვალსაჩინო მაგალითები შეგვიძლია ვიპოვოთ ისტორიაში. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უფრო და უფრო თმობდნენ სამოქალაქო უფლებებს და თავისუფლებას ”წესრიგის” და ”სტაბილობის” გამო, მიდიოდნენ დიდ შეთანხმებებამდე თავიანთ სინდისთან, უფრო და უფრო უჯერებდნენ აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც აღვივებდა სიძულვილს ”მტრების” მიმართ, შედეგად კი ხდებოდნენ კოლექტიური დამნაშავეები ტოტალური სიცრუის სისტემის, ტოტალიტარული რეჟიმის წევრი და კოლექტიური მონაწილე მათი დანაშაულების.


გარეტმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ტვინში ნეირონების განსაკუთრებული ჯაჭვი, რომელიც ხსნის, თუ რატომ ხდება ასე. ექსპერიმენტის დროს მათ შეისწავლეს 80-ი მოხალისეს ტვინი, მაგნიტურე-რეზონანსული ტომოგრაფის მეშვეობით, ფსიქოლოგიური თამაშის დროს.
ამისთვის კვლევის წევრები დააწყვილეს ორ კომპიუტერთან, რომელთა ეკრანზეც გამოდიოდა დიდი ბანკა, რომელიც სავსე იყო ერთცენტიანი მონეტებით. კვლევის პირველ მონაწილეს თვალით უნდა განესაზღვრა რა რაოდენობის ფული იყო ბანკაში და უნდა
გადაეცა ეს მონაცემები კვლევის მეორე მონაწილისთვის, რომელიც, როგორც მეცნიერები ამბობდნენ, ასევცე უყურებდა ამ ბანკას და იღებდა გადაწყვეტილებას ფულის მიღებაზე.

სინამდვილეში, მეორე ”მოთამაშე” იყო ცრუ მონაწილე (ანუ ექსპერიმენტატორთან შეკრული). ის თავს აჩვენებდა ნამდვილ მონაწილეს თითქოს სჯეროდა მისი და ასევე ვითომ არ იციოდა იმის შესახებ, რაც მეცნიერებმა ჩუმად უთხრეს მის ”მეწყვილეს”, ანუ ის, რომ ბანკაში არის 15-35 ფუნტამდე თანხა და ისინი გაანაწილებენ ფულს არა თანაბრად არამედ ისე როგორც ის (ნამდვილი მონაწილე) იტყვის.

შესაბამისად, პირველ მონაწილეს ჰქონდა ტყუილის თქმის შანსი, შეეძლო შეემცირებინა ან გაეზარდა ბანკაში თანხის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია და მიეღო ის თანხა ექსპერიმენტატორისგან, რომელიც მეორე მონაწილის ”მოტყუების” შემდეგ დარჩა. მოხალისეების ქცევის და მათი ტვინის აქტივობაზე დაკვირვებისას თამაშის მიმდინარეობისას, მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ, როგორ მოქმედებდა ტვინზე, საკურთარი მოგებისთვის ტყუილის თქმის შესაძლებლობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სასჯელის გარეშე პარტნიორის მოტყუების შესაზლებლობა და მეტი სარგებლის მიღება მონაწილეებს გამბედაობას მატებდა და აიძულებდა თნდათნ უფრო და უფრო გაეზარდა ბანკაში არსებული თანხის რაოდენობა.


სიცრუე და მსგავსი ქცევა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის პრინციპებს და სინდისს, თავიდან იწვევ ძლიერ ემოციურ რეაქციას, რომელიც აისახება ბაზისურ დონეზე ნუშისებრი სხეულის (ემოციების ცენტრი ადამიანის ტვინში) აწეული აქტივობის სახით. თავიდან მსგავსი რეაქცია ნუშესებრ სხეუში მარტივი შესამჩნევი იყო ტესტირებისას, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. თმაშის 10-20 ეტაპის შემდეგ, ნუშისებრი სხეულის აქტივობამ დაიწყო შემცირება, ამასთან მისი შემცირების ტემპი პირდაპირ უკავშირდებოდა ტყუილის ზომას.


”როცა ჩვენ ვიტყუებით საკუთარი თავისთვის, ჩვენი ნუშისებრი სხეული ქმნის უსიამოვნო გრძნობას, რომელიც ზღუდავს ტყუილის იმ მაშტაბს, რომელსაც დასაშვებად მიიჩნევს ადამიანი, სხვისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებისას. აღმოჩნდა, რომ ეს რეაქცია თანდათან სუსტდება და ჩვენი ტყუილი უფრო და უფრო იზრდება. ზუსტად ასე ჩნდება ”მცდარი მიმართულება”, რომელსაც მივყავართ ნახევრად სიმართლიდან და უმნიშვნელო ტყუილიდან ილუზიებისა და ტოტალური სიცრუის სამყაროში საცხოვრებლად”, - აღნიშნა Tali Sharot.
მეცნიერების აზრით, ეს ეხება არა მარტო სიცრუეს, არამედ შესაძლებელია რომ მსგავსი რამ ხდება ადამიანის სხვა ნეგატიური ქცევების დროსაც, იგივე შეიძლება ითქვას რისკზე ან ძალადობისკენ მიდრეკილებაზა. ახლო მომავალში მეცნიერები ამასაც გასცემენ პასუხს.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0