x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხრიკები, რომელთა ცოდნა ზღვაზე აუცილებლად გამოგადგებათ. დაიმახსოვრეთ!
ალბათ მთელი წლის მანძილზე ელოდება ბევრი თქვენგანი შვებულებას თუ უბრალოდ საზაფხულო არდადეგებს, რომ გახსნას ქისა დანაზოგით და ცხელ კლიმატს თავი ზღვაზე შეაფაროს. დამეთანხმებით, რომ ხშირია შემთხვევებიც ზღვაზე, რომელმაც ასე ნანატრი შვებულება და განტვირთვის დღეები გაგიფუჭათ. იმისათვის, რომ ნანატრი შვებულება ყოველგვარი უსიამოვნო სიტუაციების გარეშე ჩაატაროთ, გთავაზობთ სტატიას, სადაც მოცემული ხრიკების ცოდნა თქვენს დასვენებას წარმოუდგენელს გახდის.




1. ფეხსაცმელები რომ არ გაცხელდეს და ფეხი არ დაგიწვათ, ამისათვის ის უბრალოდ ამობრუნებული დადეთ სანაპიროზე.

image



2. იმისათვის, რომ ავტომობილის გასაღები არ დაკარგოთ, მცენარის ღერო ან ხის ნედლი წვრილი ტოტი გამოაბით გასაღებს და ავტომობილის საბურავს მიამაგრეთ შიდა მხრიდან.image





3. როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენთვის ფასეულ ნივთებს? ხშირია შემთხვევები ზღვაზე, როდესაც წყლიდან ბრუნდებით თქვენს შეზლონგთან, თქვენი პირადი ნივთები ადგილზე აღარ გხვდებათ. ძნელია ამ დროს სიტუაცია აკონტროლოთ და მით უმეტეს დაიჭიროთ ქურდი. სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით გამოგადგებათ ბავშვის პამპერსი, სადაც მოათავსებთ გასაღებს, ფულსა და პირად ნივთებს. დამერწმუნეთ, ქურდს პამპერსის მოპარვა აზრადაც არ მოუვა თავში.image




4. წყალმა და ქვიშამ თქვენი ტელეფონი რომ არ დააზიანოს, ამისათვის გამოიყენეთ ზიპ-ცელოფანი, ან ე.წ "სტრეიჯის" საკვები პროდუქტებისთვის გამოსაყენებელი ცელოფანი. მათი საშუალებით დაიცავთ თქვენს ტელეფონს ბზარებისა და დასველებისგან.imageimage




5. როგორ გავიქროთ ზღვაზე მზისგან მიღებული დამწვრობა სწრაფად? მცენარე ალოე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭრილობების შეხორცებას, ამცირებენ შეშუპებას და ხელს უწყობენ სხეულს ტენის შენარჩუნებაში. ეს სწორედ ის შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც მზისგან დამწვრობის დროს გამოგადგებათ. ცოცხალი მცენარიდან გამოწურეთ წვენი და გაყინეთ საყინულეში. (ან იქონიეთ წინასწარ მაცივარში) დამწვრობის შემთხვევაში გაყინული ალოე წაისვით სახეზე, ხელებსა და სხეულის ნებისმიერ დამწვარ მიდამოზე. ის ხელს შეუწყობს შეამციროს ტკივილი, ქავილი და სწრაფად აღადგენს კანს.image





6. ფეხები რომ არ გაგევსოთ ქვიშით, ამისათვის გამოიყენეთ საბავშვო ტალკი. მანამ, სანამ წახვალთ სანაპიროზე, საბავშვო ტალკი შეიზილეთ ფეხებზე და ჩაიცვით სუფთა წინდა, რათა ფეხმა შთანთქოს ის, შედეგად კი ზღვაზე სიარულის დროს, თქვენი ტენიანი ფეხები ქვიშის ყოველ მარცვალს დააიგნორებს.image





P.S. სასიამოვნო ზაფხულსა და დასვენებას გისურვებთ!




იხილეთ აგრეთვე:


ხრიკები, რომელთა ცოდნა აუცილებელია!

ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთ

რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა

როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები

"როგორ მივიღოთ ჯანმრთელი და სასურველი რუჯი".




2
3248
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3248
  
2017, 25 ივლისი, 19:25
:))))) ალბათ ვეღარ გაამართლებს
2017, 25 ივლისი, 15:39
ამის შემდეგ, არა მგონია, პამპერსში ფულის შენახვამ გაამართლოს :) დანარჩენი რჩევები კი, მართლაც რომ სასარგებლოა
0 1 2