x
მეტი
  • 21.08.2017
  • სტატია:68537
  • ვიდეო:321002
  • სურათი:421454
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცნობიერების წყარო ადამიანის ტვინში

image



















თავის ტვინის ნეირონები ელექტროიმპულსირებას ადამიანის

დაბადებამდე იწყებენ და ამ ბიოლოგიურ ფუნქციას მის გარდაცვალებამდე ასრულებენ. ჯანმრთელ ტვინში მიმდინარე ელექტრულაქტივობაზე დამოკიდებულია ადამიანის ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობა: სიფხიზლე, თვლემა და ძილი. თავის ტვინის რომელ ნაწილშია ცნობიერების ფიზიკური ადგილი? ამ საიდუმლოს ამოსახსნელად გამოიყენება ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) და ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით აქტიური უჯრედები მეტ ჟანგბადს მოიხმარენ, ვიდრე ნაკლებას აქტიურნი. როდესაც ადამიანი გარკვეულ გონებრივ სამუშაოს ასრულებს, fMRI მეთოდის დახმარებით შესაძლებელია მისი თავის ტვინის სკანირება და სხვადასხვა უბნის აქტივობუს დონეების

ფერებით გამოსახვა.

ამერიკელი მკვლევრების აზრით, ცნობიერებას ადამიანის ტვინში წარმოშობს კლაუსტრომა (ლათ. Claustrum). ამ შეხედულებას ამტკიცებს იქ აღმოჩენილი ”გიგანტური” ზომის ნეირონი.


”საიდან მოდის ცნობიერება?”- ამ კითხვას უძველესი დროიდან სვამენ ადმიანები. მაგრამ ახლა ნეირობიოლოგთა ჯგუფი, რომელსაც
ხელმძღვანელობს კრისტოფერ კოხი (Christof Koch), მივიდა
დასკვნამდე, რომ შესაძლოა ცნობიერებას წარმოშობს კლაუსტრომა- თავის ტვინისსპეციალური ნივთიერება. კვლევის შედეგები მოცემულია გაზეთში -Nature.

აღსაღნიშნია, რომ კლაუსტრომა არის ვიწრო (2მმ სისქის) არარეგულარული ფირფიტა, რომელიც შედგება რუხი ნივთიერებისგან და მოთავსებულია თვის ტვინის დიდი ნახევარსფეროს ქერქის ქვეშ თეთრი ნივთიერების სიღრმეში.


ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთი სახის ნივთიერება არსებობს ყველა ძუძუმწოვრის თავის ტვინში. კლაუსტრომას ადგილმდებარეობა და ზომა განაპირობებს მისი ფუნქციონირების შესწავლის სირთულეს. მთლიანობაში, მეცნიერები ძალიან იშვიათად მიმართავენ კლაუსტრომას სისტემატურ შესწავლას. არსებობს დაშვება, რომ ის შეიძლება პასუხისმგებელი იყოს სექსუალურ გრძნობებზეც.


კრისტოფერ კოხმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს უფრო ღრმად შეესწავლათ ეს საკითხი, რათა გაეგოთ ამ ნივთიერების არსი, მათ გამოიყენეს გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვები.

სპეციალური დანადგარის დახმარებით მეცნიერებმა გაააქტიურეს კოდირებული მწვანე ფლურესცენტული ცილის გენი (Green fluorescent protein) მღრღრნელების კლაუსტრომის ნერვულ კლეტკებში. ნეირონში ცილის გავრცელების შედეგად შესაძლებელი გახდა მისი ადგილმდებარეობის გაგება. შემდეგ სპეციალისტებმა ააწყეს კლაუსტრომას სამი ნეირონის 3D-მოდელი.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ნეირონი იყო ძალიან გრძელი. მან მოიცვა ტვინის გარე ფენის ყველა პროცესი და ხელს უწყობდა მისი სხვადასხვა შრეების ურთიერთქმედებას. მეცნიერების აზრით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კლაუსტრომა უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტენის სხვადასხვა განყოფიელბის კავშირს და შედეგად წარმოშობს ცნობიერებას.

თუმცა, საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერ ადრეა: ყველა მეცნიერი არ ეთანხმება კ. კოხს, თუმცა აღიარებენ რომ
მათი კვლევა ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შეუწყობს ტვინის კვლევას.

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
82