x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჯამსუ: მაკიაჟის ახალი ტექნიკა იდეალური კანისთვის
აზიაში ვიზაჟისტებმა მაკიაჟის წასმის ახალი ხერხი მოიგონეს, რომელიც კანის ერთგვაროვნებას და ჯანსაღ იერს უზრუნველყოფს.

მოემზადეთ: მეთოდი უჩვეულოა, მაგრამ ნამდვილად მოქმედებს.

image


როგორც წესი, წყლით სახეს ვიწმენდთ მაკიაჟისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში წყალი მაკიაჟის წასმაში გვეხმარება.


მოამზადეთ კანი, წაისვით პრაიმერი, აუცილებლობის შემთხვევაში კონსილერი და ტონალური.

ნუ იჩქარებთ თვალების მაკიაჟზე გადასვლას, ახლა ჯამსუს დროა!

ხელისგულზე დაიყარეთ ბავშვის პუდრა და ხელისგულებითვე, ისე, რომ მსუბუქად შეეხოთ კანს, “დაიბანეთ" პირი პუდრათი. სქელი ფენა და ალაგ-ალაგ ჩამოფრქვეული ნუ შეგაშინებთ, ასეც უნდა იყოს.


ახლა კი ყველაზე მთავარი.


ჯამი აავსეთ ცივი წყლით და ჩაყავით შიგ სახე 30 წამით. დიახ, არ ვხუმრობთ.

როცა სახეს წყლიდან ამოსწევთ, აუცილებლად დაიფარეთ პირსახოცით მკერდი, რომ წვეთები სამოსზე არ მოხვდნენ, მაგრამ სახე არავითარ შემთხვევაში არ გაიწმინდოთ, დაე, ისევე გაშრეს.

ეს უცნაური, წყალში სახის ყვინთვის მეთოდი უზრუნველყოფს ტონის დაფიქსირებას, რომ საღამომდე უცვლელად შეინარჩუნოთ, არაფერი გაითხიპნოს, ჩამოიღვენთოს, Т-ზონაზე ცხიმი არ გაჩნდეს და კანის ფერი უნაკლოდ ერთგვაროვანი იყოს.

როცა კანი კარგად გაშრება შეგიძლიათ მაკიაჟის გაკეთება განაგრძოთ.

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0