x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოსო პავლიაშვილზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია
სოციალურ ქსელში გაავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა სოციალურ ქსელში დადო შემდეგი შინაარსის პოსტი:



"მირჩევნია რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე ვიდრე ამერიკული.ისევე როგორც ჩემი შვილი სწავლობს სუვოროვის სასწავლებელში."


თვითონ პავლიაშვილის ოფიციალურ გვერდზე მსგავსი პოსტი არ მოიძებნება, არის ყალბი აკაუნტებიც, შესაძლოა სწორედ აქედან გავრცელდა პოსტიუ.პირველად სოციალურ ქსელში ამის შესახებ ინფორმაციას ვინმე დავით მაყიშვილი უკრაინიდან ავრცელებს და ასეთ კომენტარს ურთავს:

"მე ძალიან მინდა, შენ და შენი შვილი საკუთარ სამშობლოში, გიხილო საქართველოს შეიარაღებული ძალების ტყვეობაში."


image


პორტალი Cyc მოსკოვში დაუკავშირდა მომღერალს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:


"შედით ჩემს სოციალურ ქსელში, მსგავის რამ მე არასდროს დამიწერია. ვაცხადებდი და ვაცხადებ დღესაც, რომ ამ ქვეყანას ომით ვერ მოუგებ… მე საქართველოს აქედან ვეხმარები, ჩემი სურვილია, რომ საერთოდ ნუ დაწერენ მსგავს ტყუილებს."


პავლიაშვილმა ისისც დასძინა, რომ საქართველოს ოკუპაცია მისთვის მტკივნეული თემაა და რუსული ტანკების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ნამდვილად არ უხარია.


0
255
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0