x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ვიცით კოცნის შესახებ ?

ბევრისთვის შეიძლება უცნობი იყოს, რომ კოცნა, რომელიც თითქოს ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ბოლო დრომდე უცნობი იყო. კოცნა იმ სახით, რომელიც დღეს ფართოდაა გავრცელებული, უცნობი იყო აფრიკის, ამერიკის, ოკეანეთის, ავსტრალიის, აზიიდან ჩინელი და იაპონელი ხალხებისათვის. ბევრი ხალხისთვის კოცნის ფუნქციას ასრულებდა ცხვირის მიდება სხეულის ნაწილებზე, რასაც ზოგჯერ “მალაიზიურ კოცნას” უწოდებნენ. კოცნის ეს ფორმა ფართოდ იყო გავრცელებული და ზოგიერთ ტომებში დღესაცაა შემორჩენილი, მაგალითადზ ესკიმოსებში, ოკეანეთში და მალაიზიაში.ბაგარაზის მონაცემებით, ჩუქჩა-მამა, რომელსაც უხდება დროებით თავისი ოჯახის დატოვება, ცოლს და შვილებს ცხვირს ადებს ყელზე, შეიგრძნობს მათი სხეულისა და ტანისამოსის სუნს.
კოცნა ტუჩების შეხებით არის სიყვარულის, მოფერებისა და მისალმების გამოხატვა. ადამიანები ერთმანეთს ოდნავს გაღებული ტუჩებით ეკვრიან.ასეთი აზრიც იყო გავრცელებული, რომ კოცნის დროს ადამიანი თავისი სულის პატარა ნაწილს ჩუქნის მეორეს. კოცნა მრავალგზის მოიხსენიება ძველი აღთქმის წიგნებში, მაგრამ მოიხსენიება არა როგორც ყოფითი შტრიხი, არამედ როგორც მისტიკური ნიშანი.
ტუჩებით კოცნა დაკავშირებულია გემოვნების შეგრძნებასთან, ხოლო “ცხვირით კოცნა” ყნოსვასთან, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს კვებით პროცრსში და სექსუალურ ურთიერთობაში. კუნძულ ფიჯიზე დედები შვილებს წყალს პირიდან ასმევენ. ფრინველები შვილებს ნისკარტით უდებენ პირში საკვებს. რიტუალურ სიტუაციებში პირიდან პირშო კვება გავრცელებული იგო სლავურ ტომებში. რუსი და ბელორუსი ქმრები თავიანთ ცოლებს რთული მშობიარობისას პირიდან კვებავდნენ. სერბი ქალები, რომლებიც ოცნებოდნენ შვილის ყოლაზე ფეხმძიმეებს სთხოვდნენ წყალი და ზოგჯერ ხორცი მიეღოთ მათი პირიდან. გამორიცხული არ არის, რომ კოცნა უნდა ჩამოყალიბებულიყო სწორედ ზემოთ აღნიშნული მოვლენების ევოლუციის შედეგად. აგრეთვე, კოცნის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის წოვის თანდაყოლილ რეფლექსს. დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში ბავშვის სიამოვნების ძირითად წყაროს ტუჩი წარმოადგენს. ტუჩით ქალის მკერდზე შეხება რიტუალურ ხასიათს ატარებს ზოგიერთ ხალხებში. მაგალითად, ადიღელებსა და ჩერქეზებში. მას შემდეგ, რაც პიროვნება ქალს აკოცებს მკერდზე ქმრის თანდასწრებით, ითვლება ოჯახის წევრად. ამგვარი რიტუალის შემდეგ, იგი ნაშვილებია.
ამერიკელ სექსოლოგთა დაკვირვებით, კოცნის ასაკი 15 წლიდან იწყება და 60 წელი გრძელდება. რეალურად ადამიანთა უმრავლესობა კოცნას ერთ წუთს ანდომებს. თუ ადამიანი წლის განმავლობაში 300-ჯერ იკოცნება, გამოდის, რომ სიცოცხლის განმავლობაში 80 დღე-ღამეს კოცნაში ატარებს. გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია კოცნა, რომელიც 417 საათი გრძელდებოდა.
ამერიკელ სექსოლოგთა მიერ დადასტურებულკოცნის რვადღიან ხანგრძლოვობას არ ეთანხმებიან ინგლისელი მათემატიკოს-სტატისტიკოსები. ბიოსოციოლოგოური თვალთახედვით, საინტერესო იქნება თვალი გადავალოთ იმ დროს, რომელსაც 75 წლის განმავლობაში ანდომებს ადამიანი ქცევის სხვადასხვა სფეროს. თურმე მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჭამაზე ვხარჯავთ 3, 5 წელს. ძილში ვატარებთ 25 წელს. ტელეფონით ვსაუბრობთ 2, 5 წელს. ტელევიზორს ვუყურებთ 8, 5 წელს. ახლობლებთან საუბარში ვატარებთ 12 წელს. სეირნობაში გადის 17 წელი. ავტომოყვარულები საჭესთან 1, 5 წელს ატარებენ, შუქნიშანზე კი 6 თვის განმავლობაში დგანან. 10 დღის განმვლობაში ადამიანები ერთმანეთს ესალმებიან. ჩაცმის პროცესი როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში 568 დღე გრძელდება. კბილების წმენდას 98 დღე-ღამე სჭირდება. ქალები შხაპს 782 დღის განმავლობაში იღებენ, ხოლო კაცები 125 დღე-ღამის განმავლობაში. ლიფტით 35 დღე ვმგზავრობთ. ქაღალდებში 326 დღე ვიქექებით. უნიტაზზე 113 დღეს ვატარებთ. 53 დღე ვტირით. კოცნაში 17 დღე-ღამეს ვატარებთ. არც სიყვარულს ვუთმობთ დიდ დროს: მხოლოდ 26 დღე-ღამეს.
რამდენად სარწმუნოა ძნელი სათქმელია, მაგრამ არსებობს შემდეგი სტატისტიკა:ქალების, 82%-ს ახსოვს იმ მამაკაცის სახელი, რომელმაც პირველად აკოცა. ადამიანთა 5% ვნებიანი კოცნისას ორგაზმს განიცდის. ქალების 92% კოცნის დროს თვალებს ხუჭავს, მამაკაცების 50%-ს კი სურს კოცნის დროს თავისი პარტნიორი დაინახოს. ერთ სრულყოფილ კოცნაში ადამიანი საშუალოდ 9 კალორიას ხარჯავს.
კოცნა სახის 34 კუნთის მონაწილეობით ხორციელდება, რაც ხელს უწყობს კანით სისხლის უკეთ მომარაგებას. თავისთავად ცხადია, რომ კოცნა სახის კანს აახალგაზრდავებს და ნაოჭების წარმოშობას უშლის ხელს.კოცნის დროს მთელს ორგანიზმში აქტიურდება ნეიროპეპტიდები, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებაში, დადებითად მოქმედებენ იმუნურ პროცესებზე, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ენიჭებათ მეხსიერების, დასწავლის და ძილის მექანიზმების რეგულირებაში. კოცნის დროს სისხლში ადრენალინი გამოიყოფა, გული აქტიურად იწყებს მუშაობას, პულსი ჩქარდება, დაახლოებით 120 დარტყმამდე წუთში. ამ დროს ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინი და ოქსიტოცინი, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მკოცნელზე.
დადგენილია, რომ სექსუალურად აქტიურ მამაკაცებს, ნაკლებად უავადდებათ გული და სისხლძარღვები. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარეს გამოკვლევა და დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხშირად იკოცნებიან დაახლოებით 5 წლით მეტს ცოცხლობენ. კოცნისას ნებისმიერი დაძაბულობა იხსნება, ადამიანები იღიმებიან, ღრმად სუნთქავენ, თვალები ეხუჭებათ, სავსებით განიტვირთებიან, ხანგრძლივი კოცნისას კი წონაშიც იკლებენ. კოცნა სიბერის პროცესს აყოვნებს. ამიტომ სამართლიანია გამოთქმა: “კოცნა კაცობრიობის უდიდესი გამონაგონია”
ბოლო წლებში ამერიკელმა ექიმებმა ფსიქოლოგთა და სოციოლოგთა მონაწილეობით ფსიქოთერაპიაში შექმნეს ახალი დიაგნოსტიკური მიმართულება: კისოლინგვისტიკა. ამ მიმართულების კვლევის მიზანს წარმოადგენს კოცნის პროცესზე დაკვირვებით პიროვნების მომავალი ცხოვრების პროგნოზირება.
კოცნა ის სასიამოვნო მოვლენაა, რომელსაც ახლობლები ერთმანეთის სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოსახატავად ასრულებენ. ნეიროფიზუოლოგთა კვლევით დადგინდა, რომ კოცნას დიდი მნიშვნელობა ჰქონია და აუცილებელიც ყოფილა ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. ის თურმე სიცოცხლესაც უხანგრძლივებს ადამიანებს.ადამიანის ჯაბმრთელობისთვის ყველაზე საჭიროა ბაგეში კოცნა, რომელსაც გულმოდგინებით ასრულებენ შეყვარებული წყვილები. ეთნოგრაფებს აღწერილი აქვთ ველური კოცნა. მელანეზიელები იმდენ ხანს უხახუნებენ ცხვირებს ერთმანეთს, რომ თანდათანობით აღიგზნებიან და ერთმანეთის ტუჩებს სისხლისდენამდე წოვენ, ზოგჯერ წამწამებსაც აგლეჯენ კიდეც. სექსოლოგთა მტკიცებით, ადამიანს სრული ბედნიერებისთვის შვიდწუთიანი ალერსი, მინიმუმ რვა კოცნა მაინც სჭირდება. ყურადღების ასეთი გამოხატვის დროს გამომუშავდება ოქსიტოცინი, რომელიც იცავს ადამიანს სტრესისგან. სწორედ ამიტომ გვინდა ცუდად ყოფნის დროს ალერსი და მოფერება. თურმე თამამ და თავდაჯერებულ ქალებს ოქსიტოცინის დონე ყოველთვის უფრო მეტი აქვთ, მორიდებულებს და მორცხვებს კი ნაკლები.
ქალის მიმზიდველობა სიარულის მანერაში გამოიხატება, რომლის განმსაზღვრელი დოფამინია. ადამიანის ლამაზი აღნაგობის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სომატოტროპინი. ნივთიერებათა ცვლას აკონტროლებს თიროქსინი. მხიარულ და ოპტიმისტ პიროვნებას სეროტონინი მეტი აქვს, ვიდრე პესიმისტს. ესტროგენი ხელს უწყობს კანის სისხლით მომარაგებას. სიხარულის გრძნობის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ენდორფინი. ადამიანთა ბედნიერება წარმოუდგენელია ჩამოთვლილ ჰორმონთა მონაწილეობის გარეშე, რომელთა გააქტივებაში აქტიურ როლს თამაშობს კოცნა.
მიუხედავად იმისა, რომ კოცნა სხვადასხვა ფუნქციის განმახორციელებელია, სრულდება განსხვავებულ მოტივაციათა დასაკმაყოფილებლად. შესაძლებელია მათი სამ ჯგუფში გაერთიანება. ეს ჯგუფებია: კოცნა სიყვარულით, კოცნა რიტუალური და ეტიკეტური.
კოცნა, როგორც საკრალური აქტი, კერპთაყვანისმცემლების დროიდან არსებობს. იუდაიზმში შემორჩენილია წმინდა საგნების მთხვევის ტრადიცია, რომელიც გადმოვიდა ქრისტიანობაში - სახარეის წმინდანთა ნაწილებისა და ხატების ამბორყოფის წესში. “სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა თქვენდა, ყველას, ვინც ხართ ქრისტე იესოს მიერ” (მოციქულთა საქმე. პირველი პეტრესი, 5.14). მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირნი ერთმანეთს საკურთხევლიდან ორივე მხარეზე ეამბორებიან. მრევლი ჯერ ჯვარს ემთხვევა, შემდეგ მოძღვრის ხელს, რითაც ადასტურებს ზეციური ნების პირველადობას. ჩვენი სიცოცხლე არის ამბორი ღვთისა, ღმერთმა სული თავისი ამბორყოფით შთაბერა თიხას. ახალ აღთქმაში აღწერილია მარიამის და ელისაბედის შეხვედრა. მათი მისალმების, კოცნის დროს ელისაბედის მუცელში იძრა ბავშვი, მომავალი იოანე ნათლისმცემელი. ახალ აღთქმაში ცნობილი და გახმაურებული ფაქტია იუდას გამცემლური და ბოროტი კოცნა. სიყვარულის გამომხატველი ნაზი აქტი გადაიქცა ყველაზე საშინელი ღალატისა და ბოროტმოქმედების სიმბოლოდ.image

0
87
შეფასება არ არის
ავტორი:მარი შეყილაძე
მარი შეყილაძე
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0