x
image
DianaMaverick
ბიჭი და გოგო ქორწინების შემდეგ!
image ერთ ბიჭს და გოგოს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.ბოლოს გაბედა ბიჭმა და როგორც იქნა ხელი თხოვა გოგოს.

-''შენთვის ვინ ვარ?''-შეეკითხა გოგო.

ბიჭი ჩაფიქრდა წამით, გოგოს თვალებში ჩახედა და უთხრა:

-''შენ ჩემი გულის ნაწილი ხარ!''


გოგომ გაიღიმა და რა თქმა უნდა დათანხმდა.მალევე დაქორწინდნენ და გარკვეული პერიოდი ბედნიერადაც ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ დრო და დრო ისინი სულ უფრო და უფრო სცილდებოდნენ ერთმანეთს სამსახურში დატვირთული განრიგის გამო.თან ყოველდღიური დაძაბულობისა და ნერვიულობის ფონზე ერთად ცხოვრება თანდათან რთულდებოდა.ისინი თითქმის ყოველდღე კამათობდნენ და ურთიერთობაც უფრო და უფრო უფუჭდებოდათ.

ერთ-ერთი ჩხუბის დროს გოგო გამოვარდა ოთახიდან და ქმარს მიაძახა:

-''შენ არ გიყვარვარ!''

ქმარმაც თავი ვეღარ გააკონტროლა და მისი საქციელით გაცხარებულმა მიაძახა:

-''იმიტომ რომ ალბათ შეცდომა იყო, შენ არასოდეს ყოფილხარ ჩემი ცხოვრების ნაწილი!''

გოგო უცებ გაჩუმდა და უსიტყვოდ მიშტერებოდა მას, იცოდა რომ ნათქვამ სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებდა...სახლში შევიდა, ჩაალაგა თავისი ბარგი და ქმარს წერილი დაუტოვა სადაც ეწერა:

''შეიძლება მართლა არასოდეს ვყოფილვარ შენი ცხოვრების ნაწილი, გამიშვი და მაშინ ის ვიპოვოთ ვინც არის...ესე უფრო უმტკივნეულო იქნება განშორება...''

გავიდა 5 წელი...

ბიჭი აღარ დაქორწინებულა, თუმცა ყოფილ ცოლზე ყოველთვის ჰქონდა ინფორმაცია და თვალს აყოლებდა.გაიგო რომ მას ქვეყანა დაუტოვებია და საზღვარგარეთ ბედნიერად ცხოვრობდა.ის ნანობდა თუ რაც მოხდა, თუმცა მასთან არასდროს მისულა და შერიგებაც კი არ უცდია.ის არასოდეს აღიარებდა რომ ის კვლავ ენატრებოდა და უიმისოდ თითქოს რაღაც აკლდა მის ცხოვრებას...

ერთხელაც აეროპორტში როდესაც ის ბიზნეს შეხვედრაზე სხვა ქვეყანაში მიფრინავდა, შემთხვევით მისი ყოფილი ცოლი დაინახა, სულ რაღაც 2 ფეხის ნაბიჯზე იდგა.ყოფილმა ცოლმაც თვალი მოკრა და მოკრძალებით გაუღიმა.

-''როგორ ხარ?''-დამორცხვებით ჰკითხა ყოფილმა ქმარმა.

-''მე კარგად, შენ?იპოვე შენი ცხოვრების ნაწილი?''

-''არა''

-''შემდეგი ჩემი რეისია''-ეუბნება ყოფილი ცოლი და ნელნელა მიდის.

-''ხო, მეც 2 კვირაში ჩამოვალ და იქნებ შემეხმიანო...''-ყოფილი ქმარი ცდილობს დიალოგი გაუგრძელოს, თუმცა მან გაუღიმა დამშვიდობების ნიშნად და სადღაც გაემართა.

იმავე საღამოს ტელევიზიით გადმოსცეს ავია-კატასტროფის შესახებ, ზუსტად იმ თვითმფრინავზე რომლითაც მისი ყოფილი მეუღლე მიფრინავდა.ბიჭი ყველანაირად ეცადა რამე ინფორმაცია მიეღი მის შესახებ და აღმოაჩინა რომ მისი ცოლი გარდაცვლილიყო...და აი კიდევ ერთხელ ის საშინელი მონატრების გრძნობა...როგორც იქნა საბოლოოდ მიხვდა რომ ის მართლა მისი ცხოვრების დაკარგული ნაწილი იყო რომელიც უყურადღებობის და დაუფიქრებლობის გამო ნამცეცებად აქცია და უკან ვერასოდეს დააბრუნებდა...

მორალი:

ხანდახან გაბრაზებული ადამიანი რას არ იტყვისხოლმე, მაგრამ ჩვენ ცხელ გულზე არ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა შევეცადოთ დავწყნარდეთ და ყველაფერი დამშვიდებულ გულზე გადავწყვიტოთ, რადგანაც იმ გაბრაზების დროს ჩადენილი საქციელის გამო შეიძლება მთელი ცხოვრება დავისაჯოთ!


4
317
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
317
  
2017, 21 ივლისი, 14:50
ხო,სამწუხაროდ ეგრეა...
2017, 21 ივლისი, 14:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი DianaMaverick-ის კომენტარზე
2017, 21 ივლისი, 14:43
მეც იგივეს ვამბობ თითქმის,მათ ვერ აკონტროლეს ემოციები და გაბრაზებულზე ისეთები გითხრეს თუ მოიმოქმედეს,რაცაა, ვეღარ პატიობ... ესე რო არ მოხდეს მაგიტო ვამბობ,თორემ გულს რო გატკენენ პატიება კიდე შესაძლებელია,თუმცა დავიწყება და უწინდელი ურთიერთობა შეუძლებელი... :/
2017, 21 ივლისი, 14:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4