x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მამა-შვილის გულის ამაჩუყებელი დიალოგი
მამა და შვილი


ერთხელ 55 წლის მამაკაცი და მისი მოხუცებული მამა, მისაღებ ოთახში, დივანზე ისხდნენ და ორივე თავიანთ საქმეში იყვნენ გართული.უცებ მათ ფანჯარასთან ყვავი მოფრინდა და იქვე რაფაზე ჩამოჯდა.

მოხუცმა მამამ ხელი ფანჯრისაკენ გაიშვირა და შვილს ეკითხება:

-''ეს რა არის?''


-''ყვავი''- პასუხობს შვილი.

რამოდენიმე წუთის შემდეგ მოხუცმა კვლავ გაიშვირა ხელი ფანჯრისაკენ სადაც ჯერ კიდევ მშვიდად იჯდა ყვავი და კვლავ კითხულობს:

-''რა არის ეს?''

-''მამა, ხომ გითხარი, ეს ყვავია!''

მცირე დროის შემდეგ მოხუცი კვლავ კითხულობს:

''რა არის ეს?''

-''მამა, ეს ყვავია, ყვავიიიი!''- პასუხობს შვილი ცოტა გაღიზიანებული ტონით.

გარკვეული დროის შემდეგ მამა კვლავ კითხულობს:

-''რა არის ეს?''

ამჯერად შვილმა თავი ვეღარ მოთოკა და ყვირილით პასუხობს:

-''სულ ერთ და იგივე კითხვას რატომ მისვავ? რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ეს ყვავია, ყვავიიიი!''

დაინახა რა თუ როგორ გაუბრაზდა შვილი, მოხუცი ადგა და თავის ოთახში შევიდადა რამოდენიმე წუთში დაბრუნდა ძველი დღიურით ხელში, რომელსაც ის მისი შვილის გაჩენის დღიდან აწარმოებდა.

ვაჟბატონი ჯერ კიდევ დივანზე იჯდა.მოხუცი შვილს გვერდით ჩამოუჯდა და სთხოვა მისი დღიურის ერთ-ერთი გვერდი წაეკითხა სადაც ის მის 3 წლის შვილზე წერდა.

მან აიღო დღიური და მისი კითხვა დაიწყო...

-''დღეს მე და ჩემი ბიჭი დივანზე ვიჯექით როდესაც უეცრად ყვავი მოფრინდა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა.მას დააინტერესა და მკითხა თუ რა იყო ის.

მე ვუთხარი მას რომ ამ ფრინველს ყვავი ერქვა, თუმცა ის მაინც გაუჩერებლად მეკითხებოდა და მეკითხებოდა ერთ და იგივე კითხვას. 20-25-ჯერ მაინც მკითხა, მე კი ყოველჯერზე ვპასუხობდი.

მე არც კი გამაღიზიანა მისმა კითხვებმა, პირიქით, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დიდი სიყვარულით ვპასუხობდი და ვეხუტებოდი.''

''როდესაც მე 3 წლის ვიყავი რამდენჯერ დამისვია მისთვის ერთი და იგივე კითხვა, ის კი ოდნავაც კი არ გაღიზიანებულა, მაგრამ როდესაც მან სულ რაღაც 4-ჯერ დამისვა კითხვა, ისე გავბრაზდი რომ დავუყვირე კიდეც...''

შვილმა გაანალიზა თავისი შეცდომა და მოხუც მამიკოს ჩაეხუტა და ბოდიშიც მოუხადა.

მორალი:

მშობლები ნებისმიერ სიტუაციაში უფრთხილდებიან შვილებს, და როდესაც ისინი მოხუცდებიან, ნუ შევხედავთ მათ როგორც ზედმეტ ტვირთს, არამედ მოვუთმინოტ და მოვესიყვარულოთ, მათ ხომ ამ დროს ყველაზე ძალიან ვჭირდებით...


P.S. ვისაც გაინტერესებთ გთავაზობთ დაახლოებით იგივე ვიდეო ვერსიას. გმადლობთ და იმედია ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, ოდესმე ჩვენც ხომ დავბერდებით. :(

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0