x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯგუფ LINKIN PARK -ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა
imageამერიკული როკ-ჯგუფის Linkin Park -ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.


როგორც სამართალდამცავები იუწყებიან მუსიკოსი ამ დილით აღმოაჩინეს გარდაცვლილი პალოს-ვერდეს-ესტეიტსის კერძო რეზიდენციაში ლოს ანჯელესში.მან თავი ჩამოიხრჩო.


მომღერალი 41 წლის იყო. წლების განმავლობაში მუსიკოსი ალკოჰოლს და ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.მომღერალს 6 შვილი დარჩა ორი ცოლისგან.


ჩესტერ ჩარლზ ბენინგტონი დაიბადა 1976 წლის 20 მარტს, ბავშვობიდან შეისწავლა პიანინოზე დაკვრა. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა უამრავ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე, თუმცა იგი თვლიდა, რომ მოწოდებით ვოკალისტი იყო.



1993-97 წლებში გამოდიოდა ჯგუფ Grey Daze-ში. შემდეგ იყო Linkin Park და Dead by Sunrise-ის ვოკალისტი.

0
112
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0