x
მეტი
  • 19.10.2017
  • სტატია:70136
  • ვიდეო:322943
  • სურათი:424230
თუთიყუშმა მსხვერპლის უკანასკნელი სიტყვები გაიმეორა

imageნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს გლენ დარემი, რომელმაც წინასწარგანზრახვით მოკლა ქმარი.


შტატი მიჩიგანის მაცხოვრებელი გლენ დარემი დამნაშავედ სცნეს საკუთარი ქმრის მარტინის მკვლელობისთვის.გარდაცვლილის ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ თუთიყუშმა ჟაკომ დაიხსომა მსხვერპლის უკანასკნელი სიტყვები.


გამოძიების თანახმად 2015 წლის მაისში გლენმა 5 ტყვია ესროლა ქმარს და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.


ნაფიცმა მსაჯულებმა გლენ დარემი დამნაშავედ სცნეს განზრახ მკვლელობაში.ამა წლის აგვისტოში ქვრივს განაჩენი ელოდება.


თუთიყუში ჟაკო, სახელად ბადი წყვილს გარდაცვლილი მარტინის ყოფილი ცოლისგან, კრისტინ კელერისგან დარჩათ.თუთიყუშმა საკუთარი პატრონის ხმაზე არაერთხელ გაიმეორა ფრაზა "არ მესროლო", თან ზედ ცხრასართულიან გინებას აყოლებდა.


თუთიყუში სასამართლოში არ იყო მიწვეული, თუმცა ბრალდებას იდეაში ჰქონდა გამოეყენებინა თუთიყუშის მიერ წარმოთქმული ფრაზები, როგორც ნივთმტკიცებულება.

საბოლოოდ ეს იდეა სასამართლომ უარყო, ჩიტი ვერ მისცემდა ჩვენებას სასამართლო დარბაზში.


imageფოტოზე: თუთიყუში ჟაკო, რომელსაც 1500-ზე მეტი სიტყვის დამახსოვრება შეუძლია.


პირველად აწ გარდაცვლილი ყოფილმა ცოლმა, კრისტინა კელერმა შეამჩნია, რომ თუთიყუში მრავალჯერ იმეორებდა მარტინის ბოლო სიტყვებს.

მარტინის მშობლებმაც დაადასტურეს, რომ თუთიყუში ხელიდან არ უშვებდა შანსს გაემეორებინა ადამიანის ლაპარაკი, თანაც ზედ უცენზურო გამონათქვამებსაც აყოლებდა.


" ვფიქრობ ის(თუთიყუში) იქ იყო და დაიხსომა რა იყო ნათქვამი, შემდეგ კი გაიმეორა"-აღნიშნა მარტინის მამამ.


"ეს ჩიტი ყველაფერს ითვისებს, შემდეგ იმეორებს და ამასთანავე იგინება მენახირესავით"-აღნიშნა მარტინის დედამ ლილიან დარემმა.


ჟაკოს, იგივე ნაცრისფერი თუთიყუშის( Psittacus erithacus) სამშობლო დასავლეთ აფრიკაა და ძალზე პოპულარულია თუთიყუშების მოყვარულებს შორის, რადგან ხმის მიმბაძველობის უზადო შესაძლებლობებით გამოირჩევა.ჟაკოს 1500-ზე მეტი სიტყვის დამახსოვრება შეუძლია.


შეგახსენებ, ქუვეითში სასამართლომ უარი თქვა მოესმინა თუთიყუშის ჩვენება სადაც ცოლმა ქმრის ღალატის შესახებ თუთიყუშის მეშვეობით გაიგო.ქალის მტკიცებით ქმარი შინამოსამსახურესთან ღალატობდა.

0
600
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0