x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უცნობი ვერის ბაღიდან
image მინდა მოგითხროთ ერთ-ერთ ფაქტზე, რომელიც პირადად მე გადამხდა...ისეთი არაფერი, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ და გადავწყვიტე მომეყოლა.

მე და ჩემი ინდოელი შეყვარებული(აწ უკვე მეუღლე) მივსეირნობდით ვერის ბაღში.მივდივართ და ვამჩნევ რომ ვიღაც მოგვყვება აშკარად.ბოლოს როგორც იქნა გაბედა და გვაჩერებს:

-''უკაცრავად, შეიძლება?''- და ნიკს(ჩემი შეყვარებული) ანიშნებს მოიწიე ჩემსკენო.

შევხედე და ვიღაც კლასიკურად გამოწყობილი დაახლოებით 25-30წლამდე მამაკაცი.


ნიკს ვიზის პრობლემა ჰქონდა იმ პერიოდში და ვიფიქრე პოლიციელიათქო და შემეშინდა კიდეც.გაყვა და ვხედავ იქვე რაღაცაზე მსჯელობენ.ცოტახანში მანიშნებს ეს უცხო მამაკაცი მოდიო და ხელს მიქნევს.მივედი და რა ხდებათქო.

-''თქვენი შეყვარებულია?''

-''შეყვარებული არა, საცოლე''-უსწორებს ნიკი.

-''კი.''-ვპასუხობ მე

-''და რატო არის რო ქართველ გოგოებს უცხოელები გევასებათ?''

-''თუნდაც იმიტომ რომ იმდენი ზრდილობა გააჩნია რომ ესე შენსავით ეს არავის გააჩერებს და ერთად რატომ ხართო არავის კითხვებს არ დაუსვამს!'' მკაცრად ვეუბნები და ხელს ვკიდებ ნიკს და გზას ვაგრძელებთ.

-''უზრდელი''- ბოლოს ვერ მოვითმინე, მაინც მივაძახე და წამოვედით.

მის მერე ორჯერ შემხვდა შემთხვევით ისევ ეს ტიპი და მაჩერებს, გეხვეწები 1-2 სიტყვას გეტყვიო და იქვე კაფეში მპატიჟებს, ასეთი კარგი გოგო ხარ, რა გინდა ინდოელთან, სამსახური მაქვს, ფული მაქვს, ყველაფერი და მე დამელაპარაკეო და 100 თუ 1000$-ს (არც დავკვირვებივარ სიბრაზისგან)მთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ გასაუბრებაში.არა ჩემი საქმეა ვისთან ვიქნები და არც შენი ფული მჭირდებათქო და გზას ვაგრძელებ.არ მახსოვს ეგეთი ხასიათით არაფერი გამოგივაო თუ რაღაც მომაძახა.(დაჟე მე დამიწუნა ხასიათი და ლოგიკა:) სულ ეს იყო, მაგრამ მის კითხვას უფრო ვრცელი პასუხი აქვს, მე უბრალოდ იმ სიტუაციაში ისე ვუპასუხე.

P.S. რატომ გვირჩევნია ქართველ ბიჭებს უცხოელები?...ბევრი მიზეზის გამო, რომლებსაც ეხლა აქ არ ჩამოვთვლი და რამის გარჩევებს არ დავიწყებ...მე სხვა ეროვნებას ქართველის წინ არ დავაყენებ მაგრამ ფაქტია რომ როგორც შეყვარებული და ქმარი, ყველანაირად უცხოელმა უფრო იცის დაფასება და ოჯახის ფასი ვიდრე დღევანდელმა ქართველმა ბიჭებმა!(ყველას არ ეხება).

P.S. და მაინც... ბიჭებო, კაცებო...იქნებ დაფიქრდეთ და ამ კითხვას თქვენვე გასცეთ პასუხი?!

2
84
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
84
  
2017, 20 ივლისი, 17:40
კი ნამდვილია,პირადად ჩემი ამბავი მოვყევი და ბევრი კიდე ამდაგვარი გადამხდა... ხო არც მე ვფიქრობ ყველა გოგოს უცხოელი პარტნიორი ერჩივნოს და ყველა ქართველი ესეთი იყოს,მაგრამ ესეთი თავხედებიც ბლომადაა და რატომ არ უმართლებთ იმასაც რომ ვერ ხვდებიან...
2017, 20 ივლისი, 16:56
თუ ეს ამბავი მართალია, იმ ბიჭს საქციელს მართლა ვერავინ მოუწონებს. თუმცა არ მგონია ამის ქართველ მამაკაცებზე განზოგადება ღირდეს და არც ის მგონია, ზოგადად ქართველი გოგოების უმეტესობას უცხოელი პარტნიორები ერჩიოთ. ყველა ერში არის ცუდი და კარგი.
0 1 2