x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საზამთრო - რა ვიცით და რა არ უნდა დაგვავიწყდეს ამ გოგრისებრთა მცენარის შესახებ?!
საზამთრო (ლათ. Citrullus) — ერთ ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახისა. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა — თეთრიდან მუქ მწვანამდე. კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია.


ცნობილია საზამთროს 3 სახეობა: ველური (Citrullus colocynthis), სასუფრე (Citrullus vulgarus) და საკვები (Citrullus colocynthoides). საზამთრო სითბოს მოყვარულია, ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნი. სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ფართოდაა გავრცელებული სასუფრე საზამთრო, რომელიც იწონის 0, 6-16 კგ-მდე, შეიცავს 11%-მდე შაქარს, ვიტამინებს და სხვა. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშები: „მუხრანის“, „კახური“, „შავი“, „სოხუმის“ და სხვა.
საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს.


image



საზამთროს ასევე მოიხსენიებენ სეზონის ხილად, კარგი საშუალებაა: ართრიტის, ათეროსკლეროზის, გასტრიტის, ინფექციური ჰეპატიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ანემის, გულის დაავადებების, სიმსუქნის, უშვილობის დროს.

საზამთრო წვენი აუმჯობესებს კანის ფერს, რეფლექსებს. იგი წმენდს ორგანოებს ტოქსინებისგან. არის კარგი საშუალება შარდ-სასქესო სისტემის, თირკმელების დაავადებების დროს.



image



საზამთრო შეიცავს: 100 გ საზამთრო შეიცავს:


1. წყალს, 89 გ

2. ცილას, 0.7 გ

3. ცხიმს, 0, 2 გ
4. ნახშირწყლებს, 10.9 გ
5. სახამებელი, 0.1 გ
6. პექტინს, 0.5 გ
7. ორგანული მჟავები, 0.12 გ
8. კალიუმს, 64 მგ
9. კალციუმს, 14 მგ
10. მაგნიუმს, 224 მგ
11. ნატრიუმს, 16 მგ
12. ფოსფორს, 7 მგ
13. რკინას, 1000 მგ
14. იოდის, 2 გ
15. კობალტს, 2 მგ
16. მანგანუმს, 35 მგ
17. სპილენძს, 47 მგ
18. ფტორს, 20 მგ
19. თუთია, 90 მგ
20. ვიტამინ B-კაროტინს, 0.1 მგ
21. ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა), 7 მგ
22. ვიტამინ B1-ს (thiamine), 0.04 მგ
23. ვიტამინ B2-ს (riboflavin), 0.03 მგ
24. ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა), 8 მგ
25. ვიტამინ PP-ს (niacin) 0.24 მგ
26. კალორია, 38 კალორია


image


თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვისაც საზამრო არ უყვარს. როგორც ძალიან სასარგებლო პროდუქტი, იყიდება ძალიან სასიამოვნო ფასად, აქედან გამომდინარე საზამთრო საფხულის განურჩეველ ხილად მიიჩნევა, თავის დადებითი თვისებებით.


ყველამ კარგად ვიცით, რომ საზამთრო ძალიან ბევრი რაოდენობით წყალს შეიცავს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ასევე უხვად შეიცავს შაქარს და ნახშირწყლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზამთრო კალორიებსაც შეიცავს, მაგრამ ნუ შეშინდებით! 100 გრამი საზამთრო მხოლოდ 30 კალორიას გამოიმუშავებს. რათქმაუნდა სულ ეს არ არის....


საზამთრო ბლომად შეიცავს A და C ვიტამინებს, გარდა ამ ვიტამინებისა, B და E-ც შეინიშნება მცირე რაოდენობით.


image



როგორ შევარჩიოთ კარგი საზამთრო?


თუ ხართ ბაზარში ან სადმე, სადაც იყიდება საზამთრო და ვერ არჩევთთუ რომელია კარგი საზამთრო, მაშინ დღეიდან გეცოდინებათ...


პირველ რიგში ოდნავ დამსკდარ ან კიდევ განსხვავებულ ფერს თუ შევნიშნავთ საზამთროზე, დაუფიქრებლად ვერიდებით - ეს ყველამ იცის! ხოლო თუ ყველა საზამთრო კარგად გამოიყურება და თქვენ გიწევთ მაინც არჩევანის გაკეთება, მაშინ აიღეთ ხელში, თუ პატარა ზომისაა და მძიმეა, ეს ზუსტად ის საზამთროა რომელიც გჭირდებათ, რადგან მძიმე საზამთრო წყლითა გაჟღენთილი, ჩვენც ზუსტად ასეთი საზამთრო გვჭირდება ხომ მეთანხმებით?!

თუ საზამთროს კანზე სხვადასხვა ფერები ირევა(მაგ. მოყვითალო ან მოთეთრო) ასეთ საზამთროს მოერიდეთ. აირჩიეთ ყოველთვის მუქი ფერის საზამთრო, არ ინანებთ!!!


imageimage





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1.მსხვილი ცერცვი - მცენარე, რომელიც მამაკაცებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება!

2.ფოტოები, რომელიც დაგარწმუნებთ იმაში, რომ დედამიწა ნელ-ნელ ნადგურდება!

3.საკვები პროდუქტები, რომელიც ივლისში უნდა მივირთვათ!

4.ჭერამი - ხილის სახეობა, რომლის შესახებაც არ გსმენიათ ბევრი რამ - ეს უნდა იცოდეთ!

5.მობილური ტელეფონები, რომლებსაც ყველაზე ძლიერი ბატარეა აქვთ!

6.ფოტოებში დამალული 4 საშინელი დეტალი - ეს უნდა ნახოთ!

7.სეზონის ხილი, რომელიც სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში ლიდერობს!

8.გაიცანით ჩრდილოეთ კორეის "ელიტა" საზოგადოება!

9.შენდება მსოფლიოს ყველაზე ნატურალური ქალაქი!

10.ონლაინ გამოწერები - ფულის შოვნის კიდევ ერთი თაღლითური ხერხი!

0
897
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
897
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0