x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ქალთა სოლიდარობის მარში

-რა აქციაა, ნეტა, რაღაც ფერები გაუშვეს, -ერთმანეთს ეკითხებოდნენ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბუტიკის კონსულტატი გოგონები. აშკარად არც ერთმა არც ერთმა არ იცოდა
-არ ვიცი, რაღაც ფერები გაუშვეს.-პასუხობს მეორე
-დაჩაგრული ქალების მარშია -უხსნის მყიდველი ქალბატონი

image

მსვლელობა თანდათან უახლოვდებოდა მარჯანიშვილის მოედანს. მარშისტებს შორის იყვნენ მამაკაცები, ტრანსგენდერი და ლესბოსელი ქალებიც. მონაწილეები აჟღერებდნენ ლოზუნგებს : “სოლიდარობა მიგრანტებს“ “არა ძალადობას“ “ ქალზე ძალადობა დანაშაულია .
სიტყვით გამოვიდნენ ბაია პატარაია, თათა ცოფურიშვილი და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები. მათ ყურადღება გაამახვილეს სექსიზმის, ქალებზე ძალადობის, რასიზმის, ქსენოფობიის, ბავშვთა ჩაგვრისა და ბავშვზე ძალადობის ტენდენციებსა და მედიის როლსა და შესაძლებლობებზე ამ პრობლემატიკის წინაშე. მათ მედიას მოუწოდეს, რომ ადამიანებს, რომლების ფაშიზმის პროპაგანდით, სიძულვილის ტირაჟირებით არიან დაკავებული, გამოხატვის შესაძლებლობა შეუზღუდონ, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ ნიშნავს ., ვინაიდან გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ტირაჟირებას შორის დიდი ზღვარია
თათა ცოფურიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტოლერანტულ წარსულს. გაიხსენა, რომ საქართველოში ლიბერალიზმი მეცხრამეტე საუკუნეში ჩაისახა და, რომ ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან თუ კონფესიებთან ჰარმონიაში .

5
34
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
34
  
ნინო, მიყვარხარ!!! ამ სტატიის დამწერს ძეგლი უნდა დაუდგან! შენ ხარ ნამდვილი ნათელი სულის ადამიანი! გაიხარე! გეთანხმები 100%! ქედს ვიხრი დაიკო! მადლი შენ! როგორც იქნა ვიღაცამ ხმა ამოიღო!
2017, 25 ივლისი, 8:52
არა ,არაც მწყენია რას ამბობთ . როგორც ავტორმა .თავი ვალდებულად ჩავთვალე ,თქვენთვის ეს განმარტება გამეკეთებინა
2017, 23 ივლისი, 1:00
ნინო, ყოველთვის ვცდილობ, კომენტარი მსუბუქი იუმორით დავწერო და რა თქმა უნდა, არავინ გავანაწყენო... ჩემი კითხვა თქვენ არ გეკუთვნოდათ, ,,რიტორიკული,, იყო))
2017, 22 ივლისი, 12:13
დიახ, გეთანხმებით უფრო ტოლერანტული მარში იყო. მე აღვწერე ის , რაც ჩემ თვალწინ მოხდა, რაც შეეხება ლესბოსელ ქალებს , ეს თავად ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა : ,, დღეს აქ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალები , ლესბოსელი , ტრანსგენდერი ქალები ,, მე არავინ გამომირჩევია
2017, 20 ივლისი, 11:16
ერთობ მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანი მარში ყოფილა... და ლესბოსელი ქალები როგორ გამოირჩეოდნენ?
0 1 5