x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ქართული მარშის წინააღმდეგ ქალთა სოლიდარობის მარში იგეგმება

image

19 ივლისს საღამოს 7 საათზე რკინიგზელთა კულტურის სახლთან შეიკრიბება ერთბაშად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია:საფარი, ქალები საქართველოდან, ქალთა მზერა, ქალთა მოძრაობა, თანასწორობის მოძრაობა და კიდევ სხვები, რომლებიც გააპროტესტებენ და სოლიდარობიუს მარშს გამართავენ ჯგუფური გაუპატიურების, უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.


"რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ე.წ. "ქართველთა მარში", რომელთა წევრებმაც ქვეყანაში არსებული რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ღიად დაიწყეს ფაშისტური განცხადებების გაჟღერება, მათი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში. ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე.

* ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი!
* ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას!

დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს.
გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწვეტია.

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება- შემოგვიერთდით მასობრივ მსვლელობაში.

ქალების ბრძოლა იწყება.

ჩვენი მოთხოვნებია:

* დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.
* მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.
* ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.
* მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.


image

5
44
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
44
  
2017, 6 ნოემბერი, 10:47
პრაიდი ლომების ოჯახს ჰქვია, მეტი იკითხე და ასეთ სისულელეს არ დააბრეხვებ...
2017, 6 ნოემბერი, 10:45
გაიარე ბიძა გენაცვალოს ან მოდი და პირში მითხარი თუ რამე გაქვს სათქმელი.
ჰომონიდები გვარში მოიკითხე.
ქართველთა კი არა ცოფიანი ავსტრალოპითეკების პრაიდი უნდა ერქვას მაგას! ვენაცვალე ბაია პატარაიას! ყველა ვინც ბაიას წინააღმდეგ სიტყვას იტყვის წიხლს ჩავაზელ სიფათში! :(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
2017, 19 ივლისი, 15:48
"მოიერიშე ჯგუფის ლიდერი", როგორც ყოველთვის ბაია პატარაია იქნება–გრანტიც გარანტირებული აქვს! :(
0 1 5