x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რას გვამცნობს დაბადების საათი ადამიანის შესახებ

image
ბავშვი როგორც კი დაიბადება, მშობლები მაშინვე იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორი იქნება ის, როგორი ბედი და ხასიათი ექნება. ასტროლოგები თვლიან, რომ ბავშვის დაბადების საათიც კი მოქმედებს მომავალში მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. სპეციალისტები დღე-ღამეს 12 ნაწილად ყოფენ, რომელთაგანაც თითოეული ჩინური ჰოროსკოპის სხვადასხვა ცხოველს შეესაბამება.

23:00-დან 1:00-მდე ითვლება "ვირთხის საათად". ამ დროს დაბადებული ბავშვები ჭკვიანები და წინდახედულები არიან.

1:00-დან 3:00-მდე "ხარის საათია". ვინც ამ დროს იბადება ძალიან თავდაჭერილია, თუმცა თუ ძალიან გააბრაზებთ "აფეთქებაც" შეუძლიათ.

3:00-დან 5:00-მდე "ვეფხვის საათი". დიდსულოვნები და მოსიყვარულენი. დიდხანს შეუძლიათ ელოდონ სასურველ პოზიცია, მაგრამ ხელსაყრელი მომენტის ჩავარდნისთანავე გადაჭრით მოქმედებენ.

5:00-დან 7:00-მდე "კატის საათია". მისი დამახასიათებელი თვისებებია: სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და დიდებულება.

7:00-დან 9:00-მდე "დრაკონის საათია". დროის ამ შუალედში დაბადებულებს ასტროლოგები თვლიან სწორი გადაწყვეტილების მიმღებ ძლიერ ნატურებად. მათ აქვთ ფულის დაზოგვის უნარი.

9:00-დან 11:00-მდე "გველის საათია". ის ბავშვებს აჯილდოვებს სიბრძნით და განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით.

11:00-დან 13:00-მდე "ცხენის საათია". ამ დროს დაბადებული ადამიანები მოძრავები და ენერგიულები არიან. გამოირჩევიან ნათელი გონებით.

13:00-დან 15:00-მდე "თხის საათია". ამ დროს დაბადებულნი გამოიჩევიან მოთმინებით და სამართლიანობით.

15:00-დან 17:00-მდე "მაიმუნის საათია". ამ დროს დაბადებულნი მხიარულები, კომუნიკაბელურები და კარგი მეწარმეები არიან.

17:00-დან 19:00-მდე "მამლის საათია". ვინც ამ დროს დაიბადა, ორგანიზებულები, პუნქტუალურები და გადაწყვეტილებების სწორად მიღების უნარით დაჯილდოვებულნი არიან.

19:00-დან 21:00-მდე "ძაღლის სათია". ამ დროს დაბადებულთ ახასიათებთ წესრიგისმოყვარეობა, სამართლიანობა და მეგობრულობა.

21:00-დან 23:00-მდე "ღორის საათია". ამ დროს მამაცი, მომთმენი და ღირსეული ადამიანები იბადებიან. image

როგორ გავირუჯოთ კანის ტიპის მიხედვით. უსაფრთხო რუჯის ოქროს წესი


როგორ დავიკლოთ 8 კგ. ერთ კვირაში. "General Motors"- ის დიეტა (დასაშვებია თვეში 1-ჯერ)

რატომ გვაქვს გაბერილი მუცელი და როგორ მოვიშოროთ ის უსწრაფესად (იკლებთ ძილშიც)

საუკეთესო რჩევა მილიონერისგან-სცადეთ, არ ინანებთ

0
1236
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1236