x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!" - სალომე კორკოტაშვილი საზოგადოებას მიმართავს

image მომღერალი სალომე კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში "ქართული მარშის" ორგანიზატორების ირგვლივ ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მომღერლის მამა, "სამოქალაქო სოლიდარობის" დამფუძნებელი გია კორკოტაშვილია, რომელიც ქსელში გავრცელებულ ჩანაწერებში, ახალგაზრდა ომბუდსმენ თათია დოლიძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს .


image


სალომე ამ ფაქტს ასე ეხმიანება:" არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით! მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს ჩემი მთავარი მოტივია რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო.ვინც მიცნობს და იცის როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში. ყველას სხვა და სხვა აზრი გვაქვს მაგრამ გთხოვთ ნუ დაესევით ერთმანეთს !!! ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის. მის საშუალება რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები.ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!!! ". image
ომბდსმენი თათია დოლიძე გუშინ იმყოფებოდა დაკითხვაზე. ამ თემასთან დაკვშირებით პროკურატურამ საქმე უკვე აღძრა და გამოძიება მიმდინარეობს.



0
676
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0