x
image
natia.a
როგორ შევინახოთ მთელ-მთელი საზამთრო და ნესვი ახალ წლამდე - ეს ბევრმა არ იცის!

image
ცივი საზამთროს გარეშე ზაფხული ბევრისთვის წარმოუდგენელია. ბევრს უჩნდება შეკითხვა - რატომ ჰქვია ამ უგემრიელეს ბაღჩეულს "საზამთრო", თუ მხოლოდ ზაფხულში მოდის. თუმცა ჩვენი სტატიის მიზანი სულაც არ არის სახელწოდების ეტიმოლოგიის დადგენა, უბრალოდ ვიტყვით იმას, რომ აღნიშნული ხილი, ასევე, როგორც მისი ახლო მეგობარი - ნესვი, ზამთრამდეც შეიძლება ისეთივე სახით შევინახოთ. ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წვნიანი ხილის შენახვა ახალ წლამდე. წარმოიდგინეთ, როგორ დაამშვენებს საახალწლო სუფრას ეს უგემრიელესი ბაღჩეული.


image
აღსანიშნავია, რომ შესანახად გამოდგება მხოლოდ ჯანსაღი, საგვიანო, სექტემბერში მოკრეფილი საზამთრო, რომელიც არც ხელოვნურად არის დანწიფებული და არც ნიტრატებს შეიცავს.

ნესვი კი, პირიქით, უმჯობესია, დამწიფებამდე 8-10 დღით ადრე მოიჭრას. შესანახად უმჯობესია აზიური ჯიშის ნესვი. შესანახად გათვალისწინებული ნესვი მოჭრამდე ორი კვირის მანძილზე არ უნდა მოირწყას. მოჭრის დროს კი 5 სმ-მდე "კუდი" უნდა დავუტოვოთ. ასევე უკეთ შეინახება ნესვი, თუ მის მოსაყვანად არ იქნება გამოყენებული კალიუმიანი სასუქი.


image
შენახვამდე ნაყოფი კარგად გარეცხეთ ცივი წყლით, გააშრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ შესანახად. არ შეინახოთ საზამთრო და ნესვი სხვა პროდუქტებთან ახლოს, რადგან შეიძლება საკუთარი არომატი დაკარგოს. შენახულ საზამთროსა და ნესვს თვეში ერთხელ ადგილი შეუცვალეთ ხოლმე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოთახი, სადაც საზამთროსა და ნესვს ინახავთ, უნდა ნიავდებოდეს, აუცილებლად უნდა იყოს გრილი და ბნელი, დაახლოებით 60-85% ტენიანობით.

შენახვის მეთოდები

1. ქალაქის პირობებში საზამთროსა და ნესვის შენახვა შეგიძლიათ შემდეგნაირად: შემოხვიეთ მწიფე ნაყოფს ბამბის ნაჭერი, მოათავსეთ ბადეში და ჩამოკიდეთ ჭერზე.


2. ასევე შეგიძლიათ ჩაფლათ საზამთრო/ნესვი ქვიშით ან მარცვლეულით სავსე ხის ყუთში, ღეროთი ქვემოთ. ასეთი ყუთები უნა შეინახოთ კარტოფილისგან მოშორებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღჩეული დაკარგავს არომატსა და გემოს.

image
3. შეგიძლიათ ყუთში, თაროზე ან იატაკზე მოათავსოთ ჩალაში გახვეული საზამთრო/ნესვი.

image
4. კიდევ ერთ საინტერესო მეთოდს წარმოადგენს საზამთროს დაფარვა სანთლით. ამ მეთოდს ინდოელებს უნდა ვუმადლოდეთ. საზამთროს მთლიანად ფარავენ გამდნარი პარაფინისა ან ცვილის ფენით, რაც იცავს მას გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისგან და გამოშრობისგან. ამისათვის ორთქლის აბაზანაზე ალღობენ პარაფინს ან ცვილს (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, იაფფასიანი სანთელი), ოდნავ აგრილებენ და შემდეგ ასხამენ საზამთროზე, თან ატრიალებენ. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ საზამთრო მთლიანად არ დაიფარება სანთლის საკამოდ სქელი - მინიმუმ 0, 5 სმ. ფენით.

image
პარაფინს აცდიან გაშრობას და ათავსებენ ჩალით ან უბრალო გაზეთებით სავსე ყუთში. შესახვის ადგილი კი უნდა იყოს ისეთივე, როგორც ზემოთ არის აღწერილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ შევარჩიოთ და მივირთვათ სწორად ნესვი - ეს ბევრმა არ იცის!
image
2. როგორ გამოვიცნოთ როდის არის საზამთრო სახიფათო და როგორ მივირთვათ სწორად - ის, რაც ბევრმა არ იცის!
image
3. ეს 5 ხილი ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ფიგურას! - მოერიდეთ მათ!
image
4. როგორ ავარჩიოთ და მოვხარშოთ სწორად სიმინდი
image
5. როგორ მოვამზადოთ ცუკატები - შეინახეთ ხილი ზამთრისთვის!
image
6. სასარგებლოა თუ არა მოხარშული სიმინდი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
image


7. არ მიირთვათ კიტრისა და პომიდვრის სალათი! - ეს ბევრმა არ იცის!
image














0
1700
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0