x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

imageთბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი არის მთავარი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარში. ტაძარი
1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აშენდა.

ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის
1500 წლისათვის და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად გაჩნდა ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა
1989 წელს, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა.
1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი "წმინდა სამების საკათედრო ტაძრის" პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისათვის
1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა. image

ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.


0
839
1-ს მოსწონს
ავტორი:თათიაა
თათიაა
839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0