x
"მგელკაცი"-სერგეი პანჯეკეფის შემთვევა

image
ფროიდის სხვადასხვა შემთხვევათა კვლევების და ისტორიის
ყველაზე რთულ ქეისს სწორედ ეს წარმოადგენს. პაციენტი, რომელსაც ფროიდმა ფსევდონიმით მგელკაცი უწოდა, იყო 23 წლის რუსი არისტოკრატი, სერგეი პანკეჯეფი. იგი პირველად ფროიდთან კონსულტირებისთვის 1910 წლის თებერვალში მივიდა, გამომდინარე იქიდან, რომ ახლოს იყო ფსიქიკურ დაავადებასთან.


პანკეჯეფი თავის ახალგაზრდობაში მთლიანად დამოკიდებული
იყო მომსახურე პერსონალზე და თითქმის არაფრის გაკეთება არ შეეძლო თვითონ, დამოუკიდებლად.ფროიდი თვლიდა, რომ სერგეის პრობლემები ბავშვობის დროინდელ ფსიქოემოციური დაძაბულობას
უკავშირდებოდა. იგი ფოკუსირდა მის სიზმრებზე: მგელკაცს ესიზმრებოდა რომ ის იწვა საწოლში, რომლის პირდაპირ იყო ფანჯარა, რომელიც გადაჰყურებდა კაკლის ხეს. შემდგომში იგი იღებოდა
და ჩნდებოდა ექვსი თეთრი მგელი გრძელი კუდებით, რომლებიც ისხდნენ ჩუმად ხესთან. ეს ხედი აშინებდა მას და ყვირილით იღვიძებდა. სერგეი პირველად ხუთი წლის იყო როცა ეს სიზმარი
ნახა და შემდგომში მას ყოველთვის უკავშირებდა შიშს, რომელიც პირველად განიცადა ბავშვობაში.მგელის სურათის დანახვისას ზღაპრების წიგნში. აღსანიშნავია, რომ ამ შიშის გენერალიზაცია
ხდებოდა სხვა მსგავს ცხოველებზეც, ასეთი იყო მუხლუხოები, ცხენები, პეპლები. ამავე დროს, შიშის ფონზე, მას განუვითარდა სურვილი, ცხოველების სასტიკად მოპყრობისა. ბავშვობაში
სერგეის დედა და ძიძამის დამშვიდებას ბიბლიიდან ნაწყვეტების კითხვით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
image


ფროიდს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდა, საიდან მოდიოდა ეს შიში. პირველ რიგში, ფროიდი აღნიშნავდა რომ მგელის გრძელი
კუდები იყო ერთგვარი კომპენსირებული რეპრეზენტაცია კასტრაციის შიშისა, რომელსაც მგელკაცი ჭაბუკობაში განიცდიდა. მგელის სიმბოლო, ფროიდზე დაყრდნობით, ბიჭის მამის რეპრეზენტაცია
იყო და მას ჰქონდა ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია მგლების სიჩუმისა. ის თვლიდა რომ ეს რეალურად საპირისპიროს გამომხატველი იყო, ძალადობის ჟესტისა. ამიტომ ფროიდს დააინტერესა, მგელკაცს თუ ჰქონია ისეთი გამოცდილება გაღვიძებისას, როცა მამამისი ძალადობრივ ქცევას ახორციელებდა, რამაც ის შეაშინა. აღმოჩნდა რომ ეს ასე იყო: სერგეი იყო დაახლოებით ორიწლის როცა მას გაეღვიძა გვიან საღამოს და დაინახა როგორ ჰქონდათ მის მშობლებს სექსი. ამან მასში შიში გამოიწვია და თუმცა თვლიდა, რომ ყველაფრის მნიშვნელობა იცოდა.



სერგეის მშობლების ისტორიას თუ გადავხედავთ, მის დედას
მუცლის ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც შვილებს საკმარის ყურადღებას ვერ უთმობდა, რაც შეეხება მის მამას, ხშირად ჰქონდა დეპრესიის შეტევები, იგი ხშირად სახლში არც ბრუნდებოდა. სერგეის დას მოზარდობის პერიოდში ჩამოუყალიბდა სხვადასხვა კომპლექსები, გაირიყა საზოგადოებისგან. 1907 წელს სერგეის მამამ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. სწორედ მძიმე ბავშვობისდროინდელი მოვლენების ფონზე, სერგეიმ მალევე დაიწყო ფსიქოლოგის ძებნა, ვინაიდან დეპრესიის ნიშნებს ისიც ხშირად ავლენდა.

image

ფროიდი ამტკიცებდა რომ იგი ფსიქოანალიზის მეშვეობით მგელკაცს დაეხმარა, თუმცა თვითონ სერგეიმ, წლების შემდეგ განაცხადა რომ ის არასოდეს განუკურნებიათ. ფროიდის აზრით, კი ფსიქოანალიზის
ვალიდურობის დასადგენად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო.

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
78