x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508431
მირანდა კერი მეორედ გათხოვდა

image Victoria’s Secret-ის მოდელი მირანდა კერი მეორედ გათხოვდა. მისი რჩეული ცნობილი მილიარდელი, ონლაინ-სერვის "Snapchat"-ის დამფუძნებელი ევან შპიგელია. წყვილმა ერთმანეთი 3 წლის წინ მოდის სახლ Louis Vuitton-ის ოფიციალურ ვახშამზე გაიცნეს. შარშან ზაფხულს ევანმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა და მირადაც დათანხმდა. წყვილი რატომღაც დაქორწინებას არ ჩქარობდა და აი, დადგა ის ნანატრი დღეც. მირანდამ ქორწილის ფოტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა სახელწოდებით: "Such a magical day". image
საქორწინო კაბა ცნობილ მოდელს მოდის სახლ "დიორის" ერთ-ერთმა დიზაინერმა შეუკერა. image
ფეისბუქ მომხმარებელი არაერთგვაროვანი კომენტარებით ეხმაურება წყვილის ქორწინებას. ზოგი თვლის, რომ მირანდა ევანის მილიარდებმა "დააბრმავა" და ორლანდოს თანაუგრძნობს. შეგახსენებთ, რომ მირანდა კერი ჰოლივუდელ მსახიობ, ორლანდო ბლუმზე იყო დაქორწინებული. წყვილი სამი წელი ხვდებოდა ერთმანეთს, შემდეგ იქორწინეს და ქორწინებიდან სამი წლის მერე დაშორდნენ. მირანდას პირველი ქორწინებიდან ერთი ბიჭი, ფლინი ყავს.

0
189
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0