x
მეტი
  • 21.09.2017
  • სტატია:69459
  • ვიდეო:321994
  • სურათი:422997
5 საუკეთესო რეცეპტი ბოსტნეულის მარინადისთვის

image 1.კიტრის მარინადი

ინგრედიენტები:

კიტრი-1 კგ.

მარილი-25 გრ.

კამა, ოხრახუში, ნიახური-300 გრ.

ნიორი-50 გრ.

ძმარი–1 ს/კ.

წიწაკა-5 გრ.

დაფნის ფოთოლი-3-4 ც.

მომზადება:

მარინადისთვის შეარჩიეთ ქორფა, ახალი კიტრები.გარეცხეთ.მინის ქილებში ჩააფინეთ ახალი კამის, ოხრახუშის და ნიახურის ფოთლები და ჩააწყვეთ მასში გამზადებული კიტრები.თანდათანობით მოაყარეთ კამის, ოხრახუშის, ნიახურის და დაფნის ფოთლები, წიწაკა, ნიორი.ასე გაიმეორეთ, სანამ ქილა არ გაივსება.ზემოდან დააფარეთ, კამის, ოხრახუშის და ნიახურის ფოთლები, დაასხით მარილით შეზავებული, ადუღებული და შეგრილებული წყალი, ისე რომ ქილის შიგთავსი დაიფაროს, დაახურეთ მჭიდროდ და შეინახეთ გრილ ადგილას.

image

2.წითელი პომიდვრის მარინადი

მკვრივი, წითელი პომიდვრები ხის ჩხირით დაჩხვლიტეთ.მინის ქილაში ძირშიჩააწყვეთ ფენებად პამიდორი, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, ბულგარული წიწაკა, კამა.გაიმეორეთ ასე ქილის გავსებამდე.

წინასწარ მოადუღეთ 1 ლ წყალზე 2 ს/კ მარილი, 1 ჩ/კ შაქარი, 3 ს/კ ძმარი;ცხელივე დაასხით პომიდვრებს, დაახურეთ მჭიდროდ და შეინახეთ.

image 3.მწვანე პომიდვრის მარინადი

ინგრედიენტები:

პომიდორი–3 კგ.

ძმარი-3 ჩ/ჭ.

მარილი-2 ჩ/კ.

შაქარი-1 1/2 ჩ/კ.

შავი პილპილი და მიხაკ-დარიჩინი-2 ს/კ.

თანაბარი რაოდენობის ძმარი და წყალი ჩაასხით ქვაბში, ჩაყარეთ მარილი, საქარი და სურნელოვანი სანელებლები.შედგით ცეცხლზე და ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში.შემდეგ გააცივეთ და დაასხით ქილაში ჩაწყობილ პომიდვრებს.პომიდვრები უნდა შეარჩიოთ დაუმწიფებელი, საშუალო და პატარა ზომის.

image 4.ბოსტნეულით დატენილი მწვანე პომიდვრის მარინადი

ინგრედიენტები:

მწვანე პომიდორი–1 კგ.

მარილი-1 ს/კ.

ნიორი-50 გრ.

მწვანილი(ნიახური, ოხრახუში, კამა, რეჰანი, ქონდარი)-200 გრ.

აყვავებული კამა-30 გრ.

წიწაკა-გემოვნებით.

მომზადება:

წვრილად დაჭრილი მწვანილი(ნიახური, ოხრახუში, რეჰანი, ქონდარი და კამა), ნიორი და წიწაკა.დაუმატეთ მარილი და აურიეთ ერთმანეთში.პომიდვრები სათითაოდ გაჭერით სიგანეზე ისე, რომ ერთმანეთს არ დააშოროთ.შიგ მოათავსეთ გამზადებული მასალა, შემდეგ მჭიდროდ ჩააწყვეთ ქილაში.როცა ქილა აივსება, ზემოდან მოათავსეთ აყვავებული, გამხმარი კამა.დაახურეთ მჭიდროდ და შეინახეთ გრილ ადგილას.

image 5.ყვავილოვანი კომბოსტოს მარინადი

შემოაცალეთ ყვავილოვან კომბოსტოს ფოთლები, ფრთხილად დაყავით ნაწილებად, წამოადუღეთ მარილწყალში, მაგრამ არ ჩახარშოთ, ამოიღეთ ქაფქირით, როცა წყლისაგან დაიწრიტება, ჩაალაგეთ ბანკაში და დაასხით ძმრიანი წყალი, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ:1 ს/კ ძმარი და წყალი თანაფარდობით1:4 მოადუღეთ, გაურიეთ 1 ს/კ საქარი, 2 ს/კ მარილი, 2 ც დაფნის ფოტოლი და 1/2 ჩ/კ დარიჩინი.შემდეგ ხელახლა წამოადუღეთ, დაახურეთ მჭიდროდ და ცივ ადგილას შეინახეთ.

image

0
263
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0