x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ადამიანთა მასიური გაქრობის ყველაზე უცნაური შემთხვევები
ნებისმიერი დანაშაული ტოვებს კვალს-ეს ელემენტარული ჭეშმარიტება არაერთხელ გამოუცდიათ საკუთარ თავზე კრიმინალისტებს თუ გამომძიებლებს, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როცა ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგება, ისე, რომ არავითარ კვალს არ ტოვებს, მსგავსი შემთხვევები ხშირად გაგვიგონია და მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს და ახსნაც მოეძებნოს, მაგრამ როცა მთლიანი სოფელი უგზოკვლოდ ქრება?


ქვემოთ გთვაზობთ ადამიანთა მასიური გაქრობის ყველაზე უცნაურ და იდუმალებით მოსილ ისტორიებს.




1)ესკიმოსების სოფელი ანგიკუნის ტბაზე-უკვე 80 წელზე მეტი გავიდა, მეცნიერებმა კი დღემდე ვერ იპოვეს ახსნა, თუ როგორ გაქრნენ მთელი სოფლის მცხოვრებლები 1930 წელს კანადაში.


ანგიკუნი – ტბა და ამავე სახელწოდების მეთევზეთა სოფელი სადაც 2000 ინუიტი ცხოვრობდა.


image

ეს ადგილი მიმზიდველი იყო მონადირეებისა და მეთევზეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ანგიკუნიმდე მიღწევა საკმაოდ ძნელი იყო მაინც იყვნენ მამაცი ადამიანები, რომელთა შორის იყო კანადელი მონადირე ჯო ლაბელი. ის იქაურობის ხშირი სტუმარი იყო ნადირობის შემდეგ ინუიტების სოფელში უყვარდა გაჩერება დასასვენებლად.
image

მაგრამ 1930 წლის 12 ნოემბერს, ლაბელმა ვერ მოახერხა თბილ კერიაზე მოსვენება. იმ დღეს ძალიან ციოდა, მონადირე ძლიერ გაიყინა და წუთებს ითვლიდა, სანამ სოფლამდე მიაღწევდა. ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა იგლუები, მაგრამ ჯომ შენიშნა, რომ ირგვლივ საეჭვო სიცარიელეა. პირველივე სახლში შევიდა, მაგრამ არავინ დახვდა, ისეთი სიტუაცია იყო თითქოს ოჯახმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა აქაურობაო: ცეცხლზე ქვაბი თუხთუხებდა და ყველა ნივთი თავის ადგილზე იყო.
image

ჯომ თხილამურებით მთელი სოფელი მოიარა, მაგრამ სულიერის ჭაჭანებაც არ იყო. იგლუებში თბილი ტანსაცმელი, იარაღი და საკვები პროდუქტები ხელუხლებელი იყო. თოვლზე ადამიანის ნაფეხურების კვალიც არ იყო, მიუხედავად მშვიდი ამინდისა. შეშინებული მონადირე უახლესი ტელეგრაფისკენ გაემართა და კანადური პოლიცია გამოიძახა.

image

რამდენიმე საათში პოლიცია ადგილზე მივიდა, შორიახლოს მონადირე რამდენიმე მონადირემ განაცხადა, რომ ღამე ცაზე დაინახეს უცნაური მანათობელი ობიექტი, რომელიც შესაძლო ეს კავშირში იყოს გამქრალ ადამიანებთან, თუმცა უფრო შემძრწუნებელი აღმოჩენა პოლიციას წინ ელოდა:ადგილობრივი სასაფლაო განადგურებული იყო – საფლავები ამოთხრილი, გვამები კი გამქრალი. სოფლის მახლობლად კი მკვდარი ძაღლები იპოვეს. ესკიმოსები თავიანთ ძაღლებს მარჩენალებად მიიჩნევდნენ და არავითარ შემთხვევაში არ მოკლავდნენ.

რა დაემართათ და სად გაქრა 2000 ადამიანი დღემდე გამოცანად რჩება.



2)სოფელი ჰოარ ვერდე-600 ადამიანის გაქრობა ბრაზილიულ სოფელში 1923 წელს უფრო საშინელებათა ფილმს გვაგონებს, ვიდრე რეალურ ისტორიას.


1923 წელს მისულ გვარდიის ჯარისკაცებს სოფელში სრული სიცარიელე დახვდათ.სადღაც რადიო მუშაობდა, მაგიდაზე საჭმლის ნარჩენები იყო, ხოლო ალაგ-ალაგ კოცონი ბოლომდე ჩამქრალი არ იყო.ყველაზე უცნაური იყო სასკოლო დაფაზე აღმოჩენილი წარწერა:"საშველი არაა", იქვე ეგდო ცეცხლსასროლი იარაღი.

image

სად გაქრა 600 ადამიანი დღემდე გამოცანად რჩება, ინტერნეტში მასალის მოძიებისას, მხოლოდ მისი გაქრობის ამბავია მოთხრობილი, ასე რომ არსებობდა თუ არა მართლაც მსგავსი სოფელი ან ამბის უტყუარობა დაამტკიცო(ან უარყო) საკმაოდ ძნელია.


image





3)ფლანანის კუნძულის შუქურა-ფლანანი – მცირე არქიპელაგია შოტლანდიის მალხლობლად. ერთ-ერთ პატარა კუნძულზე 23-მეტრიანი შუქურაა აღმართული. დღეს კუნძულები უკაცრიელია: მას შემდეგ, რაც შუქურამ ავტომატურად დაიწყო მუშაობა, შუქურის ზედამხედველების პროფესია წარსულს ჩაბარდა.1925 წელს ფლანანის შუქურა პირევლი იყო შოტლანდიაში, რომელიც ტელეგრაფით აღიჭურვა, თუმცა მეოთხედი საუკუნით ადრე აქ უცნაური ამბავი დატრიალდა....

image

გასული საუკუნის დასაწყისში კი აქ მუდმივად დარაჯობდა 3 ზედამხედველი, ხოლო ერთი – სანაპიროს სადგურზე მორიგეობდა.


როცა ეს უცნაური შემთხვევა მოხდა შუქურაზე სამი ადამიანი იმყოფებოდა: ზედამხედველის მოადგილე ჯეიმს დუკატი(James Ducat), პირველი დამხმარე თომას მარშალი(Thomas Marshal) და ასისტენტი დონალდ მაკარტური( (Donald «Occasional» McArthur). მორიგეობდნენ.

image

მთავარი ზედამხედველი ჯოზეფ მური (Joseph Moore)შემდგომში ამბობდა, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად კარგად იყო 3 კვირით ადრე, სანამ შუქურას დატოვებდა.


1900 წლის 15 დეკემბერს გემიდან „არქტორი“ შეტყობინება მოვიდა: ეკიპაჟი აცხადებდა, რომ შუქურიდან არავითარი სიგნალი არ მოდიოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, რეისი, რომელიც 20 დეკემბერს შუქურისკენ უნდა გამგზავრებულიყო, გადადეს უამინდობის გამო. ჯოზეფ მურმა და მისმა ჯგუფმა მხოლოდ 26 დეკემბერს მიაღწია შუქურამდე, მაგრამ მათ არავინ დახვდა. ყველა კარი ჩაკეტილი იყო, ლოგინები დაულაგებელი, საათი კი გაჩერებული.
საოცარია, მაგრამ შუქურის ლამპარები შესანიშნავად იყო გაწმენდილი, მასში საკმარისი საწვავი იყო, ზედამხედველების წყალგაუმტარი ლაბადები კი საკიდზე ეკიდა. ერთადერთი უცნაური რამ კი სამზარეულოს გადაბრუნებული მაგიდა იყო და რა თქმა უნდა, გაქრალი ადამიანები
ბოლო ჩანაწერი ჟურნალში 15 დეკემბერს იყო დაფიქსირებული:შტორმი დასრულდა. ზღვა დამშვიდდა. ღმერთმა გადაგვარჩინა.(ძლიერი შტორმი 14 დეკემბერს დაფიქსირდა)

image

დღემდე არსებობს მათი გაქრობის მიზეზის სხვადასხვა ვერსია, ფანტასტიური მისტიკით დაწყებული და შტორმით დამთავრებული, თუმცა არცერთი მათგანი დასაბუთებას არ ექვემდებარება.

1
238
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
238
  
2017, 17 ივლისი, 13:54
მისტიკა ჩემი სისუსტეა, მაგრამ ყოველთვის მიცრუვდება ხოლმა იმედები... ყოველი ამ მოვლენის უკან, დარწმუნებული ვარ, მშრალი, ფიზიკის კანონებში მოქცეული პასუხები აღმოჩნდება... როდესღაც(
0 1 1