x
მეტი
  • 26.07.2017
  • სტატია:67918
  • ვიდეო:320539
  • სურათი:420404
"ანსამბლები ფულს "ტეხავენ"... არასანდო ტრანსპორტზე თვალს ხუჭავენ... 3 შვილის დედა დღეს უფეხოდ დარჩა."-"იმედის" ჟურნალისტი თურქეთში მომხდარ ავარიას ეხმიანება

image


"ეს გოგო ჩემი მეგობარია, ეს გოგო წლების განმავლობაში იმედის გმირების დასახმარებლად 24 საათი ფეხზე იდგა,
და ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს! იცით რატომ?
- იმიტომ რომ არავინ თავის საქმეს არ აკეთებს
- იმიტომ რომ საქართველოში არც ერთი ტრანსპორტი გამართულად არ დადის;
- იმიტომ რომ არც ერთი მძღოლი კვალიფიციური არ არის;
- იმიტომ რომ ანსამბლები ფულს "ტეხავენ" და არასანდო ტრანსპორტზე თვალს ხუჭავენ;
- იმიტომ რომ 30 ადამიანით სავსე ავტობუსი ისე მიდის გზაზე, რომ შემოწმებასაც არ აკეთებს;
- იმიტომ რომ პროფესიონალიზმი აღარ არსებობს;
- იმიტომ რომ სხვისი სიცოცხლე ყველას ფეხებზე კიდია;
- იმიტომ რომ მთელი ამ მიზეზების გამო 3 შვილის დედა დღეს უფეხოდ დარჩა. და უსაზღვროა საგზაო შემთხვევები, უსაზღვროა თურქეთის გზაზე მომხდარი ავარიები. უსაზღვროა და ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!"-ასე ეხმაურება თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ჟრნალისტი მარიკა ბაკურაძე, ხოლო ქალბატონი რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა ტელეკომპანია "იმედის" პროდიუსერი, სამი შვილის დედა მაიკო დათიაშვილია.imageროგორც მოგეხსენებათ, ქართული ცეკვის ანსამბლ "ერისიონის" საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეთა ჯგუფის ავტობუსი, რომელიც საგასტროლოდ თურქეთის გავლით ბულგარეთში მიემგზავრებოდა, ავარიაში მოყვა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.

მძიმედ დაშავდა ავტობუსის მძღოლი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა მოთავსებული და ერთ-ერთი ანსამბლის წევრის ბავშვის მშობელი, რომელსაც ფეხია ამპუტაცია დასჭირდა.

თურქეთის გზაზე მომხდარი ეს ავტოსაგზაო შემთხვევა პირველი არ არის. რამდენიმე წლის წინ მომხდარი ავარიის შედეგად, ასევე პატარა ქართველმა გოგონამ, ორივე კიდური დაკარგა.

1
143
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
143
  
როგორც თავად თქვა, შვილი გადმოსვა და მის ადგილზე დაჯდა... ალბათ, შვილის სიცოცხლე ასეთ ფასად დაუჯდა. ღმერთმა მისცეს ძალაც და გამძლეობაც!
0 1 1