x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საქართველო ცვლილებების ზღვარზე - მიღებულია საგზაო მოძრაობის წესების ახალი სისტემა
საქართველოში დამთავრდა მოძრაობის დარღვევებისათვის მძღოლების სასჯელის გამკაცრების პროცესი. ქვეყნის ხელისუფლებამ 1 ივლისიდან დანერგა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისათვის ახალი 100-ქულიანი დაჯარიმების სისტემა.

წინაპირობა ...
მიზეზი ასეთი მკაცრი
ზომებისა იყო ის ფაქტი, რომ თბილისელი მძღოლები და არა მხოლოდ
ისინი, უკვე დიდი ხანია აოცებენ უცხოელებს ავტომობილების მართვის დროს საგზაო მოძრაობის წესების ყოველანაირი მეთოდით დარღვევით. ზოგიერთი ჩქარობენ, არ სურთ ქალაქში გაიზრდილ საცობებში დგომა, ხოლო სხვები - ძვირადღირებული მანქანების მძღოლები, გრძნობენ რა თავს უფრო "პრივილეგირებულებად", აიძულებენ უბრალო კანონმორჩილ მძღოლებს დაუთმონ მათ თავიანთი გზა.
ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მხარეზე
გადასვლა დიდი ხანია ნორმად იქცა თბილისში. "შუმახერები" პრინციპულად არ ამჩნევენ "ზებრა"-ს ქვეითმოსიარულეთა გადასასვლელებზე, უარს ამბობენ სიჩქარის შენელებაზე და ქვეითმოსიარულეთათვის გზის დათმობაზე, როგორც ამას კანონი ითხოვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატასტროფულად გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, რომელთა შედეგად იღუპება და დაშავებულები
არიან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი.
ყველა ეს პრობლემა არაერთხელ იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკის მიზეზი საქართველოს მთავრობის და შინაგან საქმეთა სამინისტროსი (შსს). საზოგადოების ძირითადი მოთხოვნა - ხელისუფლების უფრო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არაერთხელ ხაზს უსვამდნენ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ისეთი საგზაო მოძრაობის წესების და მათი დარღვევისათვის ჯარიმების შემუშავების აუცილებლობას, რომლებიც აიძულებენ მძღოლებს დაემორჩილონ მოძრაობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მოითხოვდნენ უკონტაქტო
პატრულირების დანერგვას და მართვის მოწმობებისათვის ქულობრივი სისტემის შექმნას. ეს, მათი აზრით როგორც მინიმუმ 25%-ით შეამცირებს საგზაო შემთხვევების რაოდენობას.


სტატისტიკა
...
საგზაო შემთხვევების სტატისტიკა გასული სამი წლის განმავლობაში არის ძალიან საგანგაშო და ამ მაჩვენებლით ქვეყნა პირველ ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის. ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა
რაოდენობა გასული სამი წლის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა, და ღუპულების - 28% -ით.

"2015 წელს შედეგად დაიღუპა 600-ზე მეტი და დაშავდა 10 ათასამდე ადამიანი. 2016 წელს გზებზე საგზაო სატრანსპორტო
შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. თბილისში სიტუაცია უარესია
- 2016 წელს ავარიების რაოდენობა 10% -ით გაიზარდა 2015 წელთან შედარებით. ავტოკატასტროფებში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაშავებულების - 10%-ით "- განაცხადა Dalma News-თან ინტერვიუში საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა. image
2016 წელს საპატრულო პოლიციის მოქმედების
ზონაში დაიღუპა 154 მძღოლი, დაშავდა 2159. თბილისში გასულ წელს დაიღუპა 59 მძღოლი, დაშავდა 1410. ეს ნიშნავს, რომ 2016 წელს დაღუპული მძღოლების რიცხვი 2015 წელთან შედარებით გაიზარდა 4% -ით, დაშავებულების 8%-ით.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების
მთავარი მიზეზებია - მანევრირების წესების დარღვევა, დასაშვები
სიჩქარის გადაჭარბება, მართვა ალკოჰლური სიმთვარალის მდგომარეობაში და ა.შ. მესხიშვილი დარწმუნებულია - საქართველოში, არსებობს ეგრეთ წოდებული "შავი წერტილები", სადაც ავარიები ხდება მუდმივად.

"ერთი თვის განმავლობაში შეიძლება დაფიქსირდეს 100-მდე შემთხვევა, მაგრამ ამ ადგილებზე არასოდეს გადიან ჯგუფები, რომლის მოვალეობაში შედის შექმნილი მდგომარეობის დეტალური შესწავლა, და დაადგინოს ავარიის რეალური მიზეზი. როგორც წესი ასეთ შემთხვევებში დამნაშავედ ცხადდება მძღოლი. სინამდვილეში საგზაო
სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურის პრობლემა, კერძოდ - არასწორი მონიშვნები გზაზე, ან დარღვევით დაყენებული შუქნიშანები " - აღნიშნა მესხიშვილმა.


100 ქულიანი სისტემით არსი?

ახალი სისტემის თანახმად ყოველწლიურად საქართველოს მოქალაქის მართვის მოწმობას დაერიცხება 100 ქულა, რომელსაც საგზაო სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევისას მოაკლდება შესაბამისი რაოდენობის ქულები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ მძღოლებს, რომლებიც შეინარჩუნებენ 100 ქულიან ლიმიტს მიმდინარე წლის ბოლომდე, სამინისტრო პირდება სიურპრიზს, მაგრამ რა იქნება ეს, ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავენ. თუ ქულათა რაოდენობა ამოწურება, ურჩ დამრღვევს ერთი წლით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა, ხოლო მისი დაბრუნებისათვის მოუწევს ხელახლა ჩააბაროს საგზაო სატრანსპორტო მოძრაობის წესებში გამოცდა.

მაგალითად მძღოლის ან მგზავრის მიერ ღვედის არ შეკვრისათვის ავტომობილისტი დაჯარიმდება 5 ქულით. მძღოლის მიერ მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისათვის - მოაკლდება 15 ქულა; ბავშვების გადაყვანისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის - 20 ქულა; წესებით დადგენილი სიჩქარის 15 კმ / სთ-ით გადაჭარბებისთვის(მაგრამ არა უმეტეს 40 კმ / სთ.) გათვალისწინებულია ჯარიმა 10 ქულა, ხოლო 40 კმ / სთ.-ზე მეტისათვის - 20 ქულა. ღერძულა ხაზის გადაკვეთის და შემხვედრ ზოლში მოძრაობისათვის - 30 ქულა და ა.შ.

ახალი სისტემის ამოქმედების პირველსავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ საქართველოს ყველა რეგიონში, გამოწერილი იქნა 2805 საჯარიმო ქვითარი, მათ შორის დააჯარიმეს 1331 მოქალაქე. 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან ერთი კვირის განმავლობაში, დაფიქსირებულ იქნა 3085 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. შედეგი აშკარაა.

"მოქალაქეებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დანერგილი სიახლეების გაცნობისათვის და ინფორმირებისათვის გაიმართა სპეციალური კომპანია.
პრაქტიკულად საქართველოს ყველა მძღოლს გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები ", - შეატყობინეს Dalma News-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.


მოსახლეობის რეაქცია ...

მოსახლეობა კი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი დანერგილი სიახლეებისადმი. ბევრი მიიჩნევს, რომ 100-ქულიანი სისტემა ვერ გააუმჯობესებს გზებზე შექმნილ მდგომრეობას და შეიძლება გამოიწვიოს არასამართლებრივი ქმედებები საპატრულო სამსახურის მხრიდან.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი
უსაფრთხო გზებისათვის" საბჭოს თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის
მოწესრიგებული. ხშირად "ზებრა" და ქვეითმოსიარულეთა გადასასვლელებზე სხვადასხვა სახის აღნიშნვები - წაშლილია. ამან შეიძლება
გამოიწვიოს მძღოლების უსამართლო დასჯა. ექსპერტი მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად გამოასწორს
ზოგიერთი შეცდომები.


image

უკონტაქტო პატრული და ფინანსური წახალისება ...

კიდევ ერთი პუნქტი დანერგილი სიახლეების სიაში - 10
ლოკაცია, სადაც მძღოლებისათვის შეუმჩნევლად განლაგდებიან პოლიციის თანამშრომლები. ისინი არ გადაადგილდებიან საპატრულო მანქანებით და არ ატარებენ პოლიციის ფორმს. ეს იქნება
"უკონტაქტო პატრული". ასევე იგეგმება ვიდეოკონტროლის გაძლიერება, ხოლო საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება მძღოლს და გამორიცხავს ჯარიმის არგადახდის შესაძლებლობას. თუ ადრე ქვითარის გადაცემა ძალაში შედიოდა მასზე ადრესატის ხელმოწერის შემდეგ, ახლა კი შეტყობინება ჯარიმაზე გადაეგზავნება ტელეფონით.

მძღოლები ჯარიმას გადაიხდიან ინოვაციური სისტემით, რომელიც
შემუშავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ჯარიმის ოდენობა. რომელიც დაფარული იქნება ცხრა კალენდარული დღის განმავლობაში, შემცირდება 20% -ით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ, ეს სისტემა გაზრდის თავისდროულად გადახდილი ჯარიმებს რაოდენობას სახელმწიფო ბიუჯეტში.

მომზადა შ. ქარჩავა

0
178
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა ჯიქია
მამუკა ჯიქია
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0