x
image
საზიზღარი
ხელით ნაკეთი საპონი და შამპუნი?
სახის, თმის და სხეულის მოვლისთვის, 100%-ით ნატურალური ზეთებით დამზადებული ხელნაკვეთი საპნები.ყველა საპნის ფასი 8, 40 თეთრს შეადგენს.შეძენა შესაძლებელია 'ქალთა ბედნიერების'ნებისმიერ ფილიალში.


ECO-ს შამპუნი და საპონი შექმნილია მხოლოდ ნატურალური, მაღალი ხარისხის ზეთებით ორგანული, მინერალური და აქტიური ნივთიერებებით.


შამპუნის ინგრედიენტებია:დაფნის ზეთი, აბუსალათინის ზათი, სიმინდის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, ორგანული კვერცხის გული, მწვანე თიხა, ჟელატინი, გლიცერინი, ლუდი, წყალი, სოდა.


შამპუნი არეგულირებს თავის კანის ცხიმიანობას, კურნავს ქერტლს, ამცირებს თმის ცვენას(შესაძლოა სრული განკურნებაც).


აჩქარებს თმის ზრდას.ხაზს უსვამს თმის ფერის

ინტენსივობას, აფერხებს თმის გათეთრების პროცესს.


თიხის შამპუნი-განკუთვნილია ცხიმიანი თმისთვის, იძლევა მოცულობით ეფექტს.


კვერცხის გულის შამპუნი-რეკომენდირებულია მშრალი, დაზიანებული თმისათვის.განსაკუთრებით არბილებს თმას.


ლუდის შამპუნი-განკუთვნილია ნორმალური ტიპის თმისთვის.იძლევა მოცულობით ეფექტს და ვარცხნილობას უნარჩუნებს ფორმას.


მოხმარების წესი: შესაძლებელია თმას ადაპტაციისთვის დასჭირდეს გარკვეული დრო(2 კვირამდე)რადგან შემადგენლობაში არ შედის ქიმიური ქაფწარმომქმნელები, სუსტად ქაფდება, მაგრამ იდეალურად ადეზინფიცირებს და ასუფთავებს თავის კანსა და თმას.პატარა პორციებით შეიზილეთ კანში, დაამასაჟეთ, შემდეგ შეიზილეთ თმის ბოლოებში, გადაანაწილეთ მთელ სიგრძეზე.გაიჩერეთ ერთი-ორი წუთით და ჩამოიბანეთ უხვი წყლით.პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ.


მოკლე ხანში (2 კვირიდან -4 კვირამდე)თქვენი თმის ჯანმრთელი იერით კმაყოფილი დარჩებით.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










3
964
5-ს მოსწონს
ავტორი:საზიზღარი
საზიზღარი
964
  
2012, 14 ივნისი, 18:14
ვიციი ;D:*
2012, 14 ივნისი, 18:11
კარგია +1
0 1 3