x
მეტი
  • 21.07.2017
  • სტატია:67787
  • ვიდეო:320399
  • სურათი:420160
" ამას ჰქვია სწორედ თავში აუვარდაო" - ყოფილი კრიმინალის და ახლა უკვე მოდელის სექსუალური ფოტოები ინტერნეტს იპყრობს ( + ბევრი ფოტო )

imageყოფილი კრიმინალი და არა ერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯერემი მიქსი, რომელიც მსოფლიომ პოლიციის მუშაკების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით გაიცნო, დღეს დიდ "სიყვარულშია" და მისი რეიტინგი დღითიდღე იზრდება. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ის სერიოზული ბრალდებით გაასამართლა ამერიკის სასამართლომ და სასჯელის მოხდის მიუხედავად დამწყებმა მოდელმა სულ რაღაც ორ თვეში უდიდეს წარმატებას და პოპულარობას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ათლეტური აღნაგობითა და სუსტი სქესის წარმომადგენლების გადაჭარბებული ყურადღებით მიაღწია.დღეს მოდის ამომავალი ვარსკვლავი იმდენად პოპულარულია, ყვითელი პრესა ათობით სტატიას უძღვნის ჯერემი მიქსის დღევანდელ ჰობს და გართობას.

ნიქსმა რვაწლიანი ოჯახური ჰარმონია დაარღვია და სასამართლოში სარჩელი შეიტანა მეუღლესთან განქორწინების მიზნით.ის ამჟამად დაკავებულია ბრიტანელი ტოპმოდელის Chloe Green ვნებიანი სიყვარულით - წერს dailymail. imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageცოტა რამ მის შესახებ: - ცნობილი კრიმინალი, რომელსაც უკანონო იარაღის შეძენა - შენახვისა და ქუჩის სკანდალისთვის ამერიკის სასამართლომ მკაცრი სასჯელი გამოუტანა, გასული წლის სექტემბერში ციხიდან გაათავისუფლეს და დღეს ჯერემი მიქსი მილანის მოდის პოდიუმს იპყრობს. ყველაზე ლამაზ დამნაშავედ ცნობილმა ამერიკელმა რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო "Philipp Plein Sport show at Milan Fashion Week" სპორტულ ჩვენებაში, რითაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ ყოფილ დამნაშავეს უსიტყვოდ შეუძლია რადიკალურად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მიქსს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ამ სფეროში, სამი შვილის მამამ 33 წლის ასაკში შეუძლებელი შეძლო.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2013 წელს, როდესაც სასტიკი დამნაშავე დააკავეს, სტოკტონის პოლიციამ მისი ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა, რომელიც დავირუსდა და რამდენიმე საათში სურათს 100 ათასზე მეტი ჩვენება ჰქონდა.image

ამ ფოტოთი გაიცნო ის მსოფლიომ და არა ერთი გამოხმაურება მოჰყვა სურათს ინტერნეტში, განსაკუთრებით კი ქალთა სქესის წარმომადგენლები აქტიურობდნენ და დამნაშავეს დიდებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ლამაზმა ქმარმა ( მეუღლის სახელია მელიზა )და სამი შვილის მამამ შეძლო საცხოვრებელი ფართით უზრუნველეყო ოჯახი.მას სამი შვილი 16 წლის ქალიშვილი ელი და 7 და 11 წლის ვაჟები ჯერემი უმცროსი და რობერტი ჰყავს.ცნობისათვის კლოე გრინი ცნობილი მილიარდელის 65 წლის ფილიპ გრინის ქალიშვილია. image

ჯერემი მიქსი მოდელი მას შემდეგ გახდა, როდესაც დიზაინერმა ფილიპ Plein - მა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ნიუ - იორკის მოდის კვირეულზე გამოიყვანა, სადაც ჯერემი მიქსის დებიუტი შედგა და შედგა ის წარმატებულად.image

0
1070
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
1070
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0