x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ ვმართოთ ბრაზი ?
image
ბრაზი ბუნებრივი გრძნობაა, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს
და ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი გრძნობს იმედგაცრუებას, უარყოფას ან სხვების მხრიდან მტრულ განწობას. ბრაზი ძლიერი ემოციაა და თუ მის მართვას ვერ შევძლებთ, შეიძლება ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან და ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობისას სერიოზული უსიამოვნებები შეგვექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს გრძნობების ზომიერად, ყვირილისა და ძალადობის გარეშე გამოხატვა. არსებობს ბრაზის გრძნობის სხვადასხვა ინტენსივობა: მცირე გაღიზიანებიდან დაწყებული - გააფთრებული მდგომარეობით დამთავრებული. სხვა ემოციების მსგავსად, ბრაზიც ახდენს გავლენას ორგანიზმის მდგომარეობაზე: იმატებს გულისცემა, იწევს ადრენალინის დონე, იზრდება სისხლის წნევა და სხვ.

ბრაზის მართვის მეთოდები

კვლევებით დადგენილია, რომ ბრაზის სამართვად საჭიროა
დაბალანსებული მიდგომა, რომელიც ემოციების კონტროლს და მისი სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვას გულისხმობს. პრაქტიკაში არსებობს ბრაზის მართვის შემდეგი მეთოდები:

პირდაპირი – გულისხმობს მისაღწევ ქცევას და ღია კომუნიკაციას.
კომუნიკაციამ არ უნდა გაგვანაწყენოს, ის უნდა მივიღოთ, როგორც გულწრფელი გამოხატულება;კეთილშობილური – გულისხმობს ბრაზის მორალური საფუძვლის ამოცნობასა და დადგენას, ასევე, მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას;


ფოკუსირებული – გულისხმობს მსჯელობას კონკრეტული თემის (პრობლემის) ირგვლივ;

გაბედულება – გულისხმობს საკუთარი თავის ფრთხილ, გონიერ გამოკვლევას. ასევე იმის აღიარებას, რომ კონკრეტულ სიტუაციაში/სიტუაციებში შევცდით;

თავმდაბლობა, თავდაჭერილობა – გულისხმობს უფრო მეტად ჭეშმარიტების ძიებას, ვიდრე თავდაცვით და საკუთარი მოქმედების დასაბუთების პოზიციაში ყოფნას;

მიტევება– გულისხმობს სხვის მოქმედებაში უსამართლობის/შეცდომის გაცნობიერებას;

მოსმენა – სხვის მოსმენას, კითხვების დასმას მოქმედებების მიზეზების და გრძნობების შესახებ;

მადლიერება– გულისხმობს სიტუაციურად იმ ელემენტების მოძებნას, სადაც ესა თუ ის პიროვნება გულწრფელად მადლიერია და გამოხატავს

კიდეც ამას.
ბრაზის მართვის პროგრამებში ძირითადად გამოიყენება დადებითი
კომუნიკაციის ტექნიკები. დადებითი კომუნიკაციის ტექნიკა გულისხმობს შესაბამისი გრძნობების, მოქმედებების, აგრეთვე, სიტყვიერ გამოხატულებას სხვათა უფლებების შეზღუდვისა და დამცირების გარეშე. მაგ: “მე ვბრაზდები მაშინ, როდესაც შენ ჩემს გრძნობებს უგულებელყოფ. ვიმედოვნებ, მომავალში უფრო საზრიანად მოეკიდები აღნიშნულ საკითხს”. როდესაც ვსაუბრობთ ბრაზის მართვის ტექნიკებზე, აუცილებელია, განვასხვაოთ ის ტექნიკები, რომლებიც უფროსებთან და ბავშვებთან ურთიერობებისას გამოიყენება.

მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვებისათვის
ბრაზის მართვის ყველაზე საუკეთესო სტრატეგიაა მშობლების/მასწავლებლების ჩართულობა, როდესაც ბავშვისათვის უფროსი ხდება მისაბაძი ეტალონი. იმისათვის, რომ ბრაზის მართვის სტრატეგია ბავშვებისთვის ეფექტური იყოს, ის უნდა განხორციელდეს სასკოლო ასაკში. იმისათვის, რომ მშობლების მიერ განხორციელებული ბრაზის მართვის სტრატეგია იყოს წარმატებული, უპირველეს ყოვლისა, უფროსებმა უნდა გავითავისოთ, რომ ისევე, როგორც უფროსებს, ბავშვებსაც სჭირდებათ გარკვეული დრო საკუთარი თავის შესაცნობად და იმის გასარკვევად, რომ ბრაზი არის ისეთივე ბუნებრივი ემოცია, როგორიც სიყვარული, მხიარულება, მოწყენილობა და ამ გრძნობების გამოხატვაც საჭიროა.
პირველი ნაბიჯი ბრაზის მართვის სტრატეგიის განხორციელების
დროს არის ბავშვების დახმარება ბრაზის გამომწვევი მიზეზებისა და მისი გამოხატულების ძირითადი სიმპტომების გაცნობიერებაში. მაგ., ბრაზის დროს იმატებს სუნთქვის სიხშირე;სახე წითლდება და კუნთები და კანი იჭიმება. მას შემდეგ, რაც ბავშვები გაეცნობიან ბრაზის სიმპტომებს, უფროსმა უნდა მიმართოს შემდეგ ხერხებს:

1) ბავშვებს უნდა დავეხმაროთ დამშვიდებაში და რეფოკუსირებაში, მაგ.: ღრმად ჩასუნთქვა და ათამდე დათვლა;

2) როდესაც ბავშვი გაბრაზებულია, უნდა მიეწოდოს მოქმედების
ალტერნატივა, მაგ.: თუ სკოლის დავალება არის მისთვის რთული და ბავშვი ამაზე ბრაზდება, მის შესრულებაში მშობელი ან მასწავლებელი უნდა დაეხმაროს;იმისთვის რომ ვიზრუნოთ ბავშვისთვის ბრაზის მოხსნაზე, სასურველია, წავიყვანოთ სასეირნოდ ან სათამაშოდ

და მოვწყვიტოთ იმ გარემოს, რამაც მასში სიბრაზე გამოიწვია. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ყველა ადამიანი ბრაზდება რიგი მიზეზების გამო.ასევე, აუცილებელია, ბავშვის წახალისება და შექება, როდესაც ის შეძლებს ბრაზის კონტროლს. ბავშვს უნდა გავუღვივოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ბავშვს ადრეულ ასაკში უნდა შთავაგონოთ, რომ ის არის პასუხისმგებელი მის თითოეულ
მოქმედებაზე; ბავშვი გონებრივად უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ მას გაუჩნდეს ანგარიშვალდებულების გრძნობა, რომ იყოს ანგარიშვალდებული თითოეულ ქმედებაზე და ქცევაზე. უფროსმა უნდა გააცნობიერებინოს ბავშვს, რომ მიუღებელია სხვების მიმართ ძალადობა და ბრაზის აგრესიული ფორმით გამოხატვა.
კონკრეტული სტრატეგიები ბრაზის სამართავად:
1.ბრაზის სიმპტომების გამოცნობა - მნიშვნელოვანია, ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ სანამ “ბრაზი” მოერევათ და ყველაფრის აქეთ-იქით გადაყრას დაიწყებენ, შეიძლება წინასწარ გამოვიცნოთ მისი სიმპტომები. მაგ., სახე წითლდება, ან კუნთები იჭიმება. მთავარია
ამ დროს “მოვახერხოთ მისი შეჩერება” .

2.მნიშვნელოვანია, ბავშვს ვასწავლოთ საკუთარი ბრაზის სხვაგვარი გამოხატვა- ამისთვის უნდა მოვიფიქროთ, რაც შეიძლება მეტი სიტყვა,

რომელიც მის ნეგატიურ ემოციებს აღწერს. მაგ., გავბრაზდი, მეწყინა, აღვშფოთდი. თან დავეხმაროთ მის ვერბალურად ჩამოყალიბებაში. მაგ., მე მეწყინა ჩემი ნივთი ძირს რომ დააგდე”;
3.ვთხოვოთ რამდენჯერმე ღმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს, შეგვიძლია აგრეთვე ვასწავლოთ სტრატეგია 1+3+10. თქვას
ერთი დამამშვიდებელი სიტყვა “დამშვიდდი”, 3 - ჯერ ღრმად ჩაისუნთქოს და დაითვალოს ათამდე.
4.თუ ბავშვის ბრაზი სხვა ადამიანის მიერ არის პროვოცირებული, ბავშვს უნდა ვასწავლოთ სქემის “მე მინდა. . .” გამოყენება. მაგ.''მე მინდა, რომ შენ დადო ადგილზე ჩემი სათამაშო, მეწყინა რომ აიღე''.








0
340
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0