x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი? ები და ბრიტანი ჰენსელები – ყველაზე პოპულარული სიამის ტყუპები მსოფლიოში
image

image

როგორც მეცნიერები ამბობენ, სიამის ტყუპების დაბადების შანსი 0, 0005 % არის ანუ ყოველ 200 000 ახალშობილზე 1 სიამის ტყუპი მოდის. ამასთან, ნახევარზე მეტ შემთხვევაში, ნაყოფი გარდაცვლილი იბადება. მაგრამ, ები და ბრიტანი ჰენსელებმა არა მარტო გადარჩენა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მეტად უჩვეულო ცხოვრების პირობებთან შეგუებაც შეძლეს.

დღეს მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი, უპრობლემოდ აკეთებს. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ გოგონები, პატარობიდანვე, ძალიან მიზანდასახულები არიან!

imageსხეულის სტრუქტურა

imageების და ბრიტანის ერთი საზიარო სხეული აქვთ და ამის გამო, მათ «ორთვაიანი გოგონები შეარქვეს». თუმცა, მიუხედავად ამისა, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი, სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოები: გული, კუჭი, ხერხემალი, ზურგის ტვინი, ფილტვები.


image


კონტროლი

imageებიმ და ბრიტანიმ სხეულის კონტროლი ისწავლეს. თითოეული მათგანი სხეულის საკუთარ ნახევარზე არის პასუხისმგებელი, ანუ ისინი მხოლოდ ერთ ხელს და ერთ ფეხს აკონტროლებენ.


imageimage



ბავშვობა

imageეს ყველაზე რთული პერიოდი იყო მათ ცხოვრებაში. ისინი ერთად სწავლობდნენ ხოხვას, სიარულს... მაგრამ, ყველაზე მეტად, კოორდინაციის ათვისება გაუჭირდათ.


განსაკუთრებული ჩვევა

imageბრიტანის თითის წვერებზე უყვარს სიარული, ხოლო ების ფეხის ქუსლს ბოლომდე ადგავს.


image


გაყოფა

imageექიმები ამბობენ, რომ გაყოფის შემთხვევაში, ვერცერთი ტყუპისცალი ვერ გადარჩებოდა. ამიტომ, მშობლებმა ამ ვარიანტზე მაშინვე თქვეს უარი!


ფილმი

imageროდესაც ები და ბრიტანი 16 წლისები გახდნენ, TLC არხმა, დოკუმენტური ფილმი გადაიღო მათი ცხოვრების შესახებ. მოგვიანები, ფილმი რიალითი შოუდ გადაიქცა.


image


კოორდინაცია

imageგოგონები ისე მოხერხებულად მართავენ საკუთარ სხეულს, რომ არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი, ზრდასრული ადამიანისგან!


image


მანქანის მართვა

imageები და ბრიტანი ყველა გამოცდას, მორიგეობით, 2-2-ჯერ აბარებდნენ. საჭესთან, ერთი მათგანო ყველაფერს მარჯვენა მხარეს აკონტროლებს, ხოლო მეორე – მარცხნივ.


image


პირადი პრიორიტეტები

imageგოგონებს სრულიად განსხვავებული ხასიათი და გემოვნება აქვთ. და თუ კოსმეტიკა თითოეულ მათგანს საკუთარი შეიძლება ჰქონდეს, სამოსის შერჩევისას, კომპრომისზე წასვლა არის საჭირო.


განსხვავება

imageების მათემატიკა უყვარს, ხოლო ბრიტნის – ლიტერატურა და ჰუმანიტარული საგნები.


image


უმაღლესი განათლება

image2012 წელს, გოგონებმა ბეტელის უნივერსიტეტის (მინესოტას შტატი, აშშ) ორი დიპლომი აიღეს. ამჟამად, ისინი, დაწყებით სკოლაში, მათემატიკას ასწავლიან. მართალია, ორნი არიან, მაგრამ მხოლოდ ერთ ხელფასს იღებენ, რადგან ერთი ადამიანის საქმეს აკეთებენ.


image


ოჯახი

imageების და ბრიტანის ძალიან უნდათ, რომ შეყვარებული ჰყავდეთ და მომავალში ოჯახი შექმნან. ფიქრობენ ბავშვის გაჩენაზეც.


პაპარაცები

imageგოგონები საკუთარ სხეულს შეეჩვივნენ და ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგრამ ღიზიანდებიან, როდესაც მათ სურათებს უკითხავად უღებენ.


image


დები ჰენსელები წარმატებით გაუმკლავდნენ რთულ გამოცდას, რომელიც გოგონებს ბედმა არგუნა. მათი ასეთი შეუპოვრობა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა, ნამდვილად რომ დასაფასებელი და მისაბაძი არის!

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

სიამის ტყუპებმა ერთმანეთი პირველად 13 თვის ასაკში დაინახეს (+ვიდეო)

42 წლის ქალმა 11 ტყუპი გააჩინა

10 უჩვეულო ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბავშვებთან დაკავშირებით

პაკისტანელი გოგონას ბრილიანტის ცრემლები (+ ვიდეო)

ინდოეთში გოგონა-გველი აღმოაჩინეს, რომელიც კანს ყოველ თვენახევარში იცვლის

0
487
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0